პოზიტრონი
პოზიტრონი (ინგლ. positive — „დადებითი“ და electron — „ელექტრონი“; აღმნიშვნელი სიმბოლო — ) — დადებითი ელექტრული მუხტის მქონე ელემენტარული ნაწილაკი, ელექტრონის ანტინაწილაკი. პოზიტრონისა და ელექტრონის მასები () სპინები () ერთმანეთის ტოლია, ხოლო ელექტრული მუხტები () და მაგნიტური მომენტები () ერთმანეთის ტოლია აბსოლუტური სიდიდითა და ურთიერთსაწინააღმდეგოა ნიშნით [ კგ, S=1/2 (პლანკის მუდმივას ერთეულებით), კ, (ბორის მაგნეტონის ერთეულებით].
ელექტრონის ორი დადებითად დამუხტული „ორეულის“ არსებობის აუცილებლობა გამომდინარეობს დირაკის განტოლებიდან, რაზეც პ. დირაკმა 1931 წელს მიუთითა. 1932 წელს ასეთი ნაწილაკი კოსმოსური სხივების შემადგენლობაში ექსპერიმენტულად აღმოაჩინა კ. ანდერსონმა და მას „პოზიტრონი“ უწოდა. პოზიტრონი მონაწილეობს სუსტ და გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში. იგი ლეპტონების კლასს მიეკუთვნება. სტატისტიკური თვისებების მიხედვით პოზიტრონი ფერმიონია. იგი სტაბილური ნაწილაკია, მაგრამ ელექტრონთან ანიჰილაციის უნარის გამო ნივთიერებაში მოკლე ხანს არსებობს (მაგ. ტყვიაში პოზიტრონი ანიჰილაციას განიცდის საშუალოდ წმ-ის შემდეგ).
პოზიტრონი წარმოიქმნება თავისუფალ ელემენტარულ ნაწილაკთა ურთიერთგარდაქმნების დროს (მაგ. ეტა-მეზონის დაშლის პროცესში), გამა-კვანტით ელექტრონ-პოზიტრონის წყვილის წარმოქმნის შედეგად და ზოგიერთი რადიოაქტიული ბირთვის ბეტა-დაშლის დროს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 119-120.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- What is a Positron?
- Website about positrons and antimatter
- Positron information search at SLAC
- Positron Annihilation as a method of experimental physics used in materials research. დაარქივებული 2022-03-03 საიტზე Wayback Machine.
- Website about antimatter (positrons, positronium and antihydrogen). Positron Laboratory, Como, Italy
- Website of the AEgIS: Antimatter Experiment: Gravity, Interferometry, Spectroscopy, CERN დაარქივებული 2011-08-11 საიტზე Wayback Machine.
|