შინაარსზე გადასვლა

პრაზეოდიმი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრაზეოდიმი
59Pr
140.91
4f3 6s2
პრაზეოდიმი, 59Pr
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერის ლითონი
სტანდ. ატომური
წონა
Ar°(Pr)
140.90766±0.00001
140.91±0.01 (დამრგვალებული)
პრაზეოდიმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი


Pr

Pa
ცერიუმიპრაზეოდიმინეოდიმი
ატომური ნომერი (Z) 59
პერიოდი 6 პერიოდი
ბლოკი f-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Xe] 4f3 6s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 21, 8, 2
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
935 °C ​(1208 K, ​​1715 °F)
დუღილის
ტემპერატურა
3130 °C ​(3403 K, ​​5666 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 6.770 გ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 6.50 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 6.89 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 331 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 27.20 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 1771 1973 (2227) (2571) (3054) (3779)
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი 0, +1, +2, +3, +4, +5
ელექტროდული პოტენციალი Pr←Pr3+ −2.35
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 1.13
იონიზაციის ენერგია
  • 1: 527 კჯ/მოლ
  • 2: 1020 კჯ/მოლ
  • 3: 2086 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 182 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 203±7 პმ
იონური
რადიუსი
(rion)
(+4e) 90 101.(+3e) პმ
მოლური მოცულობა 20.8 სმ3/მოლი

პრაზეოდიმის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება პირველადი ნუკლიდების სახით
მესრის სტრუქტურა ჰექსაგონალური
მესრის პერიოდი 3.673 Å
ბგერის სიჩქარე 2280 მ/წმ (20 °C)
თერმული გაფართოება 6.7 µმ/(მ·K)
ხვედრითი თბოტევადობა 12.5 /(K·მოლ)
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
მაგნიტური ამთვისებლობა +5010.0×10−6 სმ3/მოლ
იუნგას მოდული 37.3 გპა
წანაცვლების მოდული 14.8 გპა
დრეკადობის მოდული 28.8 გპა
პუასონის კოეფიციენტი 0.281
მოოსის მეთოდი 2.5
ვიკერსის მეთოდი 250–745 მპა
ბრინელის მეთოდი 250–640 მპა
CAS ნომერი 7440-10-0
ისტორია
აღმომჩენია კარლ აუერ ფონ ველსბახი (1885)
პრაზეოდიმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
141Pr 100% სტაბილური
142Pr სინთ 19.12 სთ β 142Nd
ε 142Ce
143Pr სინთ 13.57 დღ-ღ β 143Nd

პრაზეოდიმი[1][2][3] (ლათ. Praseodymium < ბერძ. πράσιος — „ღია-მწვანე“ და δίδυμος — „ტყუპისცალი“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება ლანთანოიდების ოჯახს. ატომური ნომერია — 59, ატომური მასა — 140.91, tდნ — 935 °C, tდუღ — 3130 °C, სიმკვრივე — 6.77 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-მოთეთრო, იშვიათ მიწათა ლითონი. 1885 წელს პრაზეოდიმი აღმოაჩინა კ. აუერ ფონ ველსბახმა პრაზეოდიის ოქსიდის სახით. ნეოდიმისა და პრაზეოდიმის ნარევისაგან ღებულობენ უფერულ მინას, რომელიც კარგად შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს.

პრაზეოდიმი აღმოჩენილ იქნა 1885 წელს ავსტრიელი ქიმიკოსის კ. აუერომ ფონ ველსბახის მიერ. მან დაადგინა, რომ 1839 წელს შვედი ქიმიკოსის კარლ გუსტავ მოსანდერის მიერ აღმოჩენილი ელემენტი დიდიმი (დიდიმიუმი) წარმოადგენს ორი ფიზიკური და ქიმიური თვისებებით ახლოს მდებარე ანალოგოური ელემენტის ნარევს, რომლებსაც მან მისცა სახელწოდებები ნეოდიმი და პრაზეოდიმი.

დედამიწის ქერქში პრაზეოდიმის შემცველობა მიახლოებით 9 გრ/ტ, ოკეანის წყალში 2,6×10−6მგ/ლ[4].

სტანდარტული ატომური მასა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრაზეოდიმის სტანდარტული ატომური მასად მიღებულია — 140.907, რომელიც როგორც წესი იანგარიშება ბუნებაში არსებულ ყველა სტაბილურ იზოტოპტთა საშუალო შეწონილი მასით, მათი დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში გავრცელების პროპორციულად. ბუნებაში არსებობს პრაზეოდიმის მხოლოდ ერთი სტაბილური იზოტოპი (), რომლის ატომური მასაც შეადგენს 140.9076528.

პრაზეოდიმს მიიღებენ სხვა იშვიათმიწა ელემენტებთან ნარევში. ექსტრაქციონულ და ქრომატოგრაფიული გაყოფისას და დანაწილებული კრისტალიზაციისას პრაზეოდიმი კონცენტრირდება მჩატე ლანთანოიდებთან ერთად და გამოიყოფა ნეოდიმიუმთან ერთად. შემდგომ პრაზეოდიმს გამოჰყოფენ ნეოდიმიუმისაგან და გადაჰყავთ სუფთა ლითონში მეტალოთერმული ან ელექტროლიზით 850oC-ზე.

პრაზეოდიმზე ფასები მიახლოებით შეესაბამება ნეოდიმიუმის ფასებს და შეადგენს საშუალოდ მიალოებით 170 დოლარს ერთ კილოგრამზე.

პრაზეოდიმის იონები გამოიყენება 1,05 მკმ სიგრძის ტალღების (ინფრაწითელი გამოსხივება) ლაზერული გამოსხივების აგზნებისათვის. პრაზეოდიმის ფტორიდი გამოიყენება როგორც ლაზერული მასალა. პრაზეოდიმის ოქსიდი გამოიყენება მინის ხარშვისას, რომელსაც მისი დამატება აძლევს ღია-მწვანე ელფერს.

პრაზეოდიმის მონოტელურიდი გამოიყენება მცირე (ჯერჯერობით) რაოდენობით ზოგიერთი თერმოელექტრული მასალის, შენადნობების (იშვიათმიწა ელემენტების ბაზისზე, თერმო-ე.მ.ძ კოეფიციენტი 52-55 მკვ.კ) თვისებების რეგულირებისათვის (ე.მ.ძ., წინაღობა, სიმტკიცე).

პრაზეოდიმის მარილები გამოიყენება, როგორც დამძრავი რეაგენტი[5].

პრაზეოდიმის შენადნობები გერმანიუმთან და სილიციუმთან გამოიყენება როგორც ზეგამტარი მასალა. პრაზეოდიმი გამოიყენება მაგნიტის გულების და კათოდების ეფექტიანობის მოსამატებლად (ელექტროვაკუუმის ტექნიკაში).

პრაზეოდიმი წარმოადგენს მიშმატელის კომპონენტს, ფოლადის მალეგირებელ მინარევს. შედის მაგნიუმისა კობალტის და ნიკელის შენადნობების შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 176
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 178.
  3. პრაზეოდიმი — უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  4. J.P. Riley and Skirrow G. Chemical Oceanography V. I, 1965
  5. Shift Reagents in NMR Spectroscopy