პულსი
იერსახე
პულსი (pulsus— დარტყმა, ბიძგი) — სისხლძარღვის კედლის პერიოდული რიტმული გაფართოება, რომელიც ჩანს თვალით და მკაფიოდ შეიგრძნობა, თუ ძვლის ზედაპირზე მდებარე არტერიას მსუბუქად დავაჭერთ თითს (არტერიული პულსი). პულსს იწვევს გულის მარცხენა პარკუჭის სისტოლისას სისხლის ტალღის გადასვლა არტერიებში და სისხლის დაწოლა არტერიის კედლებზე. პულსი გულის შეკუმშვათა თითქმის სინქრონულია. ჩვეულებრივ პულსს სინჯავენ მაჯის არტერიაზე, საფეთქლის ზედაპირულ არტერიაზე და ტერფის დორსალურ არტერიაზე. მოზრდილი ადამიანის პულსი 60-80 დარტყმაა წუთში. პულსის დარტყმათა შორის ინტერვალი დარღვეულია არითმიის დროს. ვენური პულსი განისაზღვრება კისერზე საუღლე ვენების პულსაციაზე დაკვირვებით. პულსის გამოკვლევას დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 230.