შინაარსზე გადასვლა

ჟან-მარი ლე პენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან-მარი ლე პენი
Jean-Marie Le Pen
ჟან-მარი ლე პენი Jean-Marie Le Pen
ნაციონალური ფრონტის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ოქტომბერი, 1972 – 15 იანვარი 2011
მემკვიდრემარინ ლე პენი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივლისი 2004 – 1 ივლისი 2019
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ივლისი 1984 – 10 აპრილი 2003

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 აპრილი 1986 – 14 მაისი 1988
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 იანვარი 1956 – 9 ოქტომბერი 1962

დაბადებული20 ივნისი, 1928 (1928-06-20) (96 წლის)
მორბიანი, საფრანგეთი
მოქალაქეობაფრანგი
ეროვნებაბრეტონელები
პოლიტიკური პარტიანაციონალური ფრონტი
რელიგიაკათოლიკე

ჟან-მარი ლე პენი (Jean-Marie Le Pen) (დ. 20 ივნისი, 1928) — ფრანგი ნაციონალისტი პოლიტიკოსი, ევროპის პარლამენტის ყოფილი წევრი საფრანგეთიდან, ნაციონალური ფრონტის დამაარსებელი და პრეზიდენტი 1972–2011 წლებში. ხუთჯერ მონაწილეობდა საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში. 2002 წლის არჩევნებში მოულოდნელად გავიდა მეორე ტურში, გაუსწრო რა მემარცხენეების მთავარ კანდიდატს ლიონელ ჟოსპენს. მეორე ტურში ლე პენი დაამარცხა ჟაკ შირაკმა.

გამოდის საფრანგეთში იმიგრაციის შეზღუდვის მოთხოვნით. ასევე არის ერთი სქესის წყვილთა ქორწინების, ევთანასიის და აბორტის მოწინააღმდეგე. იგი 1,2 მილიონი ფრანკით დააჯარიმეს გამონათქვამისთვის იმის შესახებ, რომ გაზის კამერები იყო „მხოლოდ ეპიზოდი მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: