შინაარსზე გადასვლა

ჟირაფისებრი ანტილოპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟირაფისებრი ანტილოპა

დედალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
ქვეოჯახი:  ნამდვილი ანტილოპები
გვარი:  ჟირაფისებრი ანტილოპა
სახეობა:  ჟირაფისებრი ანტილოპა
ლათინური სახელი
Litocranius walleri (Brooke, 1878)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 12142

ჟირაფისებრი ანტილოპა (ლათ. Litocranius walleri) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 43-50 კგ აღწევს. მამლის რქები ქნარისებურადაა მოხრილი. გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკაში. ბინადრობს უდაბნოში. იკვებება ფოთლებით. გვხვდება წყვილებად ან იშვიათად ქმნის მცირე ჯგუფს (6-7 დედალი და 1 მამალი). აქტიურია დილით და საღამოთი. მაკეობა 7 თვე გრძელდება. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს. სანადირო ობიექტია.