შინაარსზე გადასვლა

რადიანტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეტეორთა ნაკადი და მისი რადიანტი (აღნიშნულია წრით)

რადიანტი (ლათ. radiantis— სხივის მატარებელი) — წერტილი ცაზე, რომელიც გვგონია მეტეორთა ნაკადის ცენტრი, როდესაც დედამიწა კვეთს მეტეორთა სხეულების მოძრაობის ორბიტას მზის გარშემო.

რადგან მეტეორთა სხეულების ტრაექტორიები, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ ნაკადს, სივრცეში თითქმის პარალელურია, და პერსპექტივის გამო ამ მეტეორთა კვეთა ხდება ცის პატარა მონაკვეთზე, რომლის ცენტრს ეწოდება რადიანტი.

რადიანტების მაგალითი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც წესი, პერიოდულ მეტეორთა ნაკადებს ეწოდება თანავარსკვლავედების სახელები, რომლებშიც მდებასეობს მათი რადიანტები.

მეტეორთა ნაკადი რადიანტის მდებარეობა თანავარსკვლავედში
ეტა-აკვარიდები წერტილი პირდაპირი აღმავლობით α=22h20m და დახრილობით δ=−1°
დელტა-აკვარიდები ორმაგი რადიანტი, რომლის კომპონენტები მდებარეობს წერტილებში α=22h36m, δ=−17° и α=23h04m, δ=+2°
ჯემინიდები თანავარსკვლავედი მარჩბივი (ვარსკვლავ კასტორის მახლობლად)
დრაკონიდები გველეშაპის ”თავის” მახლობლად რომლის კომპონენტები მდებარეობს წერტილში α=17h23m და δ=+57°
კვადრანტიდები მენახირის თანავარსკვლავედში (ჰერკულესის და გველეშაპის) საზღვრებთან. ამ ნაკადის აღმოჩენის დროს ეს სექტორი ეკუთვნოდა კედლის კვადრანტი სახელით ცნობილ თანავარსკვლავედს (Quadrans Muralis), რომელიც ახლა არ არსებობს.
ლეონიდები ლომის თანავარსკვლავედში
ლირიდები თანავარსკვლავედ ლირას და ჰერკულესის საზღვრებთან
ორიონიდები მრავალწერტილიანი რადიანტი მდებარეობს ორიონის და მარჩბივის საზღვრებთან, ვარსკვლავ გამა ტყუპები მახლობლად
პერსეიდები თანავარსკვლავედ პერსევსში, ეტა პერსევსის ვარსკვლავის მახლობლად
ტაურიდები ორმაგი რადიანტი თანავარსკვლავედ კუროში