რბილი ხორბალი
იერსახე
რბილი ხორბალი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Triticum aestivum | ||||||||||||||
|
რბილი ხორბალი (ლათ. Triticum aestivum) — ხორბლის ჰექსაპლოიდური სახეობა (სომატურ უჯრედში 42 ქრომოსომაა). თავთავი ფხიანი ან უფეხოა, მარცვალი — შიშველი, თეთრი, წითელი ან ყვითელი. შედარებით ზამთარგამძლე. გვალვაამტანი და ადრეულა მცენარეა, ძლიერ პლასტიკური, მოჰყავთ მიწათმოქმედების ყველა ქვეყანაში.
მოიცავს 200-მდე სახესხვაობას. ცნობილია რბილი ხორბლის მრავალი საგაზაფხულო და საშემოდგომო ჯიში.
საქართველოში უმეტესად რბილი ხორბალია გავრცელებული. იგი მოიცავს უძველეს აბორიგენულ ჯიშებს — სხვადასხვა ეკოტიპის დოლის პურს, იფქლს, ხულუგოს, გომბორულას, რაჭულას და სხვა. საქართველოში გავრცელებულ ხორბლის ჯიშებს შორის ყველაზე მეტი ფართობი უკავია უფხო 1.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიხარულიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 316.