რიდ-ინ-იმკრაისი
იერსახე
ქალაქი | |||
---|---|---|---|
რიდ-ინ-იმკრაისი გერმ. Ried im Innkreis | |||
| |||
ქვეყანა | ავსტრია | ||
ფედერალური მიწა | ზემო ავსტრია | ||
კოორდინატები | 48°12′36″ ჩ. გ. 13°29′22″ ა. გ. / 48.21000° ჩ. გ. 13.48944° ა. გ. | ||
პირველი ხსენება | 1140 | ||
ფართობი | 6.78 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 433 მეტრი | ||
მოსახლეობა | 11 903 (1 იანვარი, 2018)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 07752 | ||
საფოსტო ინდექსი | 4910 | ||
საავტომობილო კოდი | RI | ||
ოფიციალური საიტი | http://www.ried.at | ||
რიდ-ინ-იმკრაისი (გერმ. Ried im Innkreis) — ქალაქი ავსტრიაში, ზემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში, რიდ-ინ-იმკრაისი რაიონის დედაქალაქი. მდებარეობს ლინციდან 70 კმ-ით დასავლეთით და ზალცბურგიდან 60 კმ-ით ჩრდილოეთით.
ქალაქი გაშენებულია ალპების მთისწინეთის ქვაბულში, ზღვის დონიდან 433 მეტრზე. სახელწოდება მომდინარეობს გერმანული სიტყვა "Riet"-დან, რაც ლერწამს ნიშნავს, ეს მცენარე კი მრავლად იზრდება არსებული ჭაობების გასწვრივ.
ქალაქი პირველად 1136 წელს მოიხსენიება, როგორც ბავარიული ციხესიმაგრე. 1180 წელს კი მოხსენიებულია უკვე წერილობით წყაროებში, როგორც ციხესიმაგრის სიახლოვეს არსებული დასახლება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ried im Innkreis
- WINTERSTEIGER AG
- Fischer Skis დაარქივებული 2010-02-17 საიტზე Wayback Machine.