შინაარსზე გადასვლა

რიჩი მაკ-კოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩი მაკ-კოუ
რიჩი მაკ-კოუ
მაკ-კოუ 2011 წელს
პირადი მონაცემები
სრული სახელი რიჩარდ ჰიუ მაკ-კოუ
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1980
დაბადების ადგილი ოამარუ, ახალი ზელანდია
სიმაღლე 187 სმ
წონა 107 კგ
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი კრუსეიდერსი 2001–2015
პოზიცია ფლანკერი, 8 ნომერი
ეროვნული ნაკრები
ნაკრები ახალი ზელანდია 2001–2015
ნომერი 7
თამაში 148
ქულა 135
Richie McCaw ვიკისაწყობში

რიჩარდ „რიჩი“ ჰიუ მაკ-კოუ (ინგლ. Richard „Richie“ Hugh McCaw; დ. 31 დეკემბერი, 1980) — ახალზელანდიელი ყოფილი პროფესიონალი მორაგბე. ის კაპიტნობდა ეროვნულ ნაკრებს, „ოლ ბლექსს“, მის მიერ ჩატარებული 148 მატჩიდან 110-ში და ნაკრებთან ერთად მოიგო ორი მსოფლიოს თასი, 2011 და 2015 წლებში. მაკ-კოუ იყო პირველი ახალზელანდიელი მორაგბე, რომელმაც ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა და პირველი მორაგბე მსოფლიოში, რომელმაც 100 მატჩი მოიგო. დღეისთვის ის უელსელი ალუნ უინ ჯოუნსის (149 კეპი) შემდეგ არის მსოფლიოში ყველაზე მეტი — 148 კეპის (1 მატჩი ნაკრებში=1 კეპი) მფლობელი მორაგბე. ეს იყო მსოფლიო რეკორდი, რომელიც მას ეკავა 5 წლის მანძილზე, სანამ ჯოუნსმა 2020 წლის 31 ოქტომბერს გადაუსწრო. მაკ-კოუს აღებული აქვს არაერთი სხვა ჯილდო.

მაკ-კოუ ძირითადად 7 ნომრის (მღლეტელი) პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა ასევე შეეძლო 6 ნომრის (მარბიელი) და 8 ნომრის (შემკვრელი) პოზიციებზე თამაში. მაკ-კოუს სანაკრებო დებიუტი შედგა ირლანდიის წინააღმდეგ მატჩში 2001 წელს, რომელშიც ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მაკ-კოუს ბოლო თამაში ნაკრების კვართით შედგა 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალში ავსტრალიის წინააღმდეგ, რომელშიც ახალმა ზელანდიამ გაიმარჯვა და მაკ-კოუმ, როგორც კაპიტანმა, მსოფლიოს თასი აღმართა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]