რუდოლფ დიზელი
რუდოლფ დიზელი | |
---|---|
გერმ. Rudolf Diesel | |
დაბ. თარიღი | 18 მარტი, 1858[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | პარიზი[9] |
გარდ. თარიღი | 30 სექტემბერი, 1913[1] [2] [3] (55 წლის) |
გარდ. ადგილი | ლა-მანშის სრუტე |
დასაფლავებულია | ზღვა |
მოქალაქეობა | ბავარიის სამეფო |
საქმიანობა | გამომგონებელი, მეწარმე, ინჟინერი და ესპერანტისტი |
მუშაობის ადგილი | Sulzer და MAN SE |
ალმა-მატერი | მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი[10] |
მეუღლე | Louise Martha Diesel |
შვილ(ებ)ი | Eugen Diesel და Hedwig von Schmidt[11] |
ნათესავ(ებ)ი | Paul Barnickel[11] |
ჯილდოები | ელიოტ კრესონის მედალი[12] და ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[13] |
ხელმოწერა | |
რუდოლფ დიზელი (გერმ. Rudolf Diesel, დ. 18 მარტი, 1858, პარიზი — გ. 30 სექტემბერი, 1913, ლა-მანშის სრუტე) — გერმანელი ინჟინერ-გამომგონებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუდოლფ დიზელი დაიბადა პარიზში 1858 წლის 18 მარტს თეოდორ დიზელისა და ელის სტრობელის ოჯახში. რუდოლფის მამა თეოდორ დიზელი, გერმანელი ემიგრანტი ფლობდა პატარა სახელოსნოს პარიზში. 1870 წელს, მეუღლესთან და 12 წლის რუდოლფთან ერთად იძულებული იყო დაეტოვა პარიზი, რადგანაც ოკუპირებული იყო გერმანული ჯარების მიერ. ომის დასრულებამდე თორმეტი წლის რუდოლფი დედამისმა გააგზავნა აუგსბურგში დეიდასთან და ბიძასთან, ბარბარა და კრისტოფ ბარნიკელებთან საცხოვრებლად. უშვილო ოჯახმა ძმისშვილი ძალიან თბილად და სიყვარულით მიიღო. 1871 წელს რუდოლფი შევიდა აუგსბურგის სამეფო ზემსტოვოს სკოლაში, სადაც ბიძა ასწავლიდა მათემატიკას. 1873 წელს კოლეჯის წარჩინებით დამთავრების შემდეგ რუდოლფი შევიდა აუგსბურგის ახლად გახსნილ ტექნიკურ სკოლაში. ორი წლის შემდეგ მან მიიღო სტიპენდია მიუნხენის სამეფო ბავარიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1878 წელს.
1892 წლის 27 თებერვალს დიზელმა მოითხოვა პატენტი „ახალი რაციონალური სითბოს ძრავისთვის“, რომელიც მან მიიღო ბერლინის საიმპერატორო საპატენტო ოფისში 1893 წლის 23 თებერვალს სათაურით „მეტი ტემპერატურის სამუშაოდ გადაქცევის მეთოდი და აპარატი“ (რეგისტრირებულია 1892 წლის 28 თებერვალს). მეორე პატენტი შეცვლილი კარნოს ციკლით დარეგისტრირდა 1893 წლის 29 ნოემბერს.
1893 წლიდან ახალი ძრავის შემუშავება განხორციელდა აუგსბურგის საინჟინრო ქარხანაში (1904 წლიდან M.A.N.) ფრიდრიხ კრუპისა და შპს სულზე ბრადერსის კომპანიების ფინანსური მონაწილეობით. პირველი მოქმედი ძრავა დიზელმა შექმნა იქ 1897 წელს. ძრავის სიმძლავრე იყო 20 ცხენის ძალა 172 ბრ/წთ-ზე, მქკ 26.2% და იწონიდა ხუთ ტონას. ეს ბევრად აღემატებოდა არსებულ „ოტტოს“ 20% მქკ-ის ძრავებს და საზღვაო ორთქლის მქკ-ის 12% ტურბინებს და მიიპყრო ინდუსტრიის უშუალო ინტერესი. დიზელის ძრავამ მაშინვე იპოვა აღიარება ბევრ ქვეყანაში.
დიზელის ძრავა იყო ოთხტაქტიანი. გამომგონებელმა აღმოაჩინა, რომ შიდა წვის ძრავის ეფექტურობა იზრდება წვადი ნარევის შეკუმშვის კოეფიციენტის გაზრდით. მაგრამ საწვაის ნარევის ზედმეტად შეკუმშვა შეუძლებელია, რადგან მაშინ იმატებს წნევა და ტემპერატურა და დროზე ადრე სპონტანურად აალდება. დიზელმა გადაწყვიტა შეეკუმშა არა აალებადი ნარევი, არამედ სუფთა ჰაერი. ჰაერის შეკუმშვის ბოლოს, თხევადი საწვავი თანდათანობით შეჰყავდათ ცილინდრში ძლიერი წნევის ქვეშ. მას შემდეგ, რაც შეკუმშული ჰაერის ტემპერატურამ მიაღწია 600-650°C-ს, საწვავი სპონტანურად აალდა და წამოშობილმა გაზებმა გამოიწვიეს ცილინდრის გადაადგილება. ამრიგად, დიზელმა მოახერხა მნიშვნელოვნად გაზარდა ძრავის ეფექტურობა. გარდა ამისა, არ იყო საჭირო ანთების სისტემა, ხოლო კარბუტერის ნაცვლად საწვავის ტუმბო მუშაობდა.
1898 წლის 1 იანვარს დიზელმა გახსნა საკუთარი ქარხანა დიზელის ძრავების წარმოებისთვის. 1900 წლის შემოდგომაზე ამ მიზნით ლონდონში დარეგისტრირდა კომპანია. პირველი გემი დიზელის ძრავით აშენდა 1903 წელს. 1908 წელს აშენდა პირველი მცირე დიზელის ძრავა, პირველი სატვირთო მანქანა და პირველი ლოკომოტივი, რომელიც იკვებება დიზელის ძრავით. 1936 წელს პირველად გამოვიდა სამგზავრო მანქანა დიზელის ძრავით (Mercedes-Benz 260 D).
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1913 წლის 29 სექტემბერს რუდოლფ დიზელი ანტვერპენიდან ხომალდ „დრეზდენით“ ლონდონში გაემგზავრა, რათა გაეხსნა ბრიტანული კომპანიის Consolidated Diesel Manufacturing Co-ის ახალი ქარხანა, რომელიც აწარმოებდა მისი დიზაინის ძრავებს. ხომალდით მგზავრობის დროს მოხდა უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც რუდოლფ დიზელი გაურკვეველ ვითარებაში ზღვაში გადავარდა და დაიღრჩო. მისი შელახული ცხედარი მოგვიანებით ჰოლანდიურმა გემმა აღმოაჩინა და ამოიყვანა ზღვიდან. გარდაცვალების ზუსტი გარემოებები დღემდე დაუზუსტებელია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 547-548.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118525476 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Дизель Рудольф // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ 11.0 11.1 Nuremberg Trials Project — 2016.
- ↑ https://web.archive.org/web/20090201034538/http://www.fi.edu/winners/show_results.faw?gs=&ln=&fn=&keyword=&subject=&award=CRESS&sy=&ey=&max=300&name=Submit
- ↑ ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი — 1973.