საიმა
საიმა | |
---|---|
Saimaa | |
საიმა | |
კოორდინატები: 61°15′ ჩ. გ. 028°15′ ა. გ. / 61.250° ჩ. გ. 28.250° ა. გ. | |
მდებარეობა | ფინეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 76 მ |
ფართობი | 4 400 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 13 700 კმ |
საშუალო სიღრმე | 17 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 82 მ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
საიმა (ფინ. Saimaa) — ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთში. მისი ფართობი 4 400 კმ²-ია და უდიდესია ქვეყანაში, ხოლო მეოთხე ევროპაში. წარმოიქმნა გამყინვარების ეპოქის დასასრულისას, მყინვარების დნობის შედეგად. ტბის სანაპიროზე მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქების: ლაპენრანტა, იმატრა, სავონლინა, მიკელი. საიმადან გაედინება მდინარე ვუოქსა, რომელიც ლადოგის ტბაში ჩაედინება. საიმაში უამრავი კუნძული და ვიწრო არხი მდებარეობს, რომლებიც მას სხვადასხვა სახელის მქონე მრავალ ნაწილად ყოფენ.
ტბაში დაახლოებით 14 000 კუნძული მდებარეობს, რაც მას ნამდვილ ლაბირინთად აქცევს, შესაბამისად სანაპირო ზოლის სიგრძე 15 000 კმ-ს შეადგენს.[1]
საიმას არხი, რომელიც ქალაქ ლაპენრანტადან ვიბორგამდეა გადაჭიმული, ტბას ფინეთის ყურესთან აკავშირებს. სხვა არხებით ასევე დაკავშირებულია აღმოსავლეთ ფინეთის რამდენიმე ტბასთან.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- www.ymparisto.fi – Saimaa, nimet ja rajaukset დაარქივებული 2009-08-02 საიტზე Wayback Machine.
- thisisFINLAND: Life/Environment - Three environmental portraits
- http://www.gosaimaa.fi/en/ დაარქივებული 2010-11-24 საიტზე Wayback Machine. goSaimaa.fi – Information about Lakeland Finland
- Saimaa lake
- Awarded "EDEN - European Destinations of Excellence" non traditional tourist destination 2010
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Saimaa – Finland´s largest lake -2008archieved at Wayback Machine