საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა
საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: თავისუფლება, დემოკრატია, ერთობა | ||||||
ჰიმნი: Yābaniy Es-Saharā |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | ელ-აიუნი (მაროკოს ადმინისტრაციის ქვეშ) ბირ-ლელუ (დროებითი დედაქალაქი) | |||||
ოფიციალური ენა | არაბული, ესპანური | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | მუჰამედ აბდელაზიზი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | აბდელკადერ ტალებ უმარი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 266 000 კმ2 (76-ე) | ||||
- | წყალი (%) | უმნიშვნელო | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2004 შეფასებით | 267 405 (182-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 1,3 კაცი/კმ2 (228-ე) | ||||
აგი | 0.654 | |||||
დროის სარტყელი | UTC±00:00 |
საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა (სადრ) (არაბ. الجمهورية العربية الصحراوية الديمقراطية) — არაღიარებული სახელმწიფო, რომელიც ვერ აკონტროლებს სახელმწიფოს სრულ ტერიტორიას. საჰარის არაბთა რესპუბლიკა პრეტენზიას აცხადებს ესპანეთის ყოფილი კოლონიის დასავლეთ საჰარის სრულ ტერიტორიაზე. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება მაროკო, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ალჟირი, აღმოსავლეთით და სამხრეთით - მავრიტანია; დასავლეთით არის ატლანტის ოკეანე.
ისტორიული სახელწოდება: ვადი-საჰარა (Rio de Oro) და სეგიემ-ელ-ჰამრა. ყოფილი სახელია ესპანური საჰარა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1975 წლამდე ეს ტერიტორია ესპნაეთის კოლონიად ითვლებოდა. 1975 წლის 6 ნოემბერს მაროკოს მეფის ჰასან II და მაროკოს ხელისუფლების მიერ, განხორციელდა სტრატეგიული მასობრივი აქცია „მწვანე მარტი“. 350 000 შეუიარაღებელი მაროკოელი, მათ შორის ქალები და ბავშვებიც გადავიდა ამ ტერიტორიაზე. მოულოდლელად აქ არანაირი წინააღმდეგობა გაწეული არ იქნა, მაროკოელებმა დაიკავეს დასავლეთ საჰარის ტერიტორია, მათ შორის აგრეთვე შევიდა სამხრეთი ტერიტორია რომელსაც მავრიტანია აკონტოლებდა.
1976 წელს მავრიტანიამ უარი განაცხადა ამ ტერიტორიაზე. მთლიანად დასავლეთი საჰარა მაროკოს გავლენის ქვეშ მოექცა. ამავე წელს ეს ტერიტორია ალჟირის მიერ აღიარებული იქნა როგორც დამოუკიდებელ ქვეყანა, ახალ სახელმწიფოს ეწოდა საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა (სადრ).
სადრ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აღიარებულია 45 ქვეყნის მიერ, ძირითადად ეს ქვეყნები აფრიკის და ლათინური ამერიკის სახელმწიფოებია. 1984 წლიდან ეს რესპუბლიკა აფრიკის კავშირის წევრია. 1975 წლიდან დღემდე ქვეყნის პრეზიდენტია მუჰამედ აბდელაზიზი. საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა გაეროს მიერ როგორც დამოუკიდებელ ქვეყნად ნაცნობი არ არის.
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ტერიტორიის საბოლოო სტატუსის ჯერ კიდევ გაურკვეველია. მაროკოს გამოსავლად ამ ტერიტორიისთვის ავტონომიის მინიჭება მიაჩნია.
|
|
|