სერგეი კიროვი
სერგეი კიროვი | |
---|---|
რუს. Сергей Миронович Киров | |
დაბადების თარიღი | 27 მარტი, 1886 |
დაბადების ადგილი | ურჟუმი |
გარდაცვალების თარიღი | 1 დეკემბერი ,1934 |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ეროვნება | რუსი |
პარტია | რსდმპ |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, წითელი დროშის ორდენი და Order of the Red Banner of Labour of the Azerbaijan SSR |
სერგეი მირონის ძე კიროვი (რუს. Серге́й Миро́нович Ки́ров, ნამდვილი გვარი კოსტრიკოვი; დ. 27 მარტი [ ძვ. სტ. 15 მარტი ], 1886 — გ. 1 დეკემბერი ,1934) — რუსი რევოლუციონერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რსდმპ წევრი 1904 წლიდან. მონაწილეობდა 1905–1907 წლების რევოლუციაში. 1905 წელს იყო რსდმპ ტომსკის კომიტეტის წევრი. 1917 წლის ბოლომდე იყო მენშევიკების მომხრე და რუსეთის დროებითი მთავრობის პოლიტიკის მხარდამწერი. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ გადადის ბოლშევიკების მხარეს. 1918 წლის ივლისში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა საბჭოების მე-5 ყრილობაზე. 1919 წლის თებერვლიდან იყო ასტრახანის დროებითი რევკომის თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა ანტიბოლშევიკურად განწყობილ მუშათა და სასულიერო პირთა დახვრეტებს. იმავე წელს გახდა მე-11 წითელი არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი და იქცა სერგო ორჯონიკიძის მარჯვენა ხელად. 1920 წლიდან იყო რუსეთის კომუნისტური პარტიის ცეკა-ს კავკასიის ბიუროს წევრი. იმავე წლის ბოლოს იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა. 1920 წლის ივნისში დაინიშნა საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიან წარმომადგენლად საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1920 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის დელეგაციას პოლონეთთან წარმოებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. 1921 წელს დაინიშნა აზერბაიჯანის სსრს კომპარტიის ცეკა-ს პირველ მდივნად. 1923 წელს, რკპ მე-12 ყრილობაზე აირჩიეს პარტიის ცეკას მდივნად. 1926 წლიდან იყო პარტიის ლენინგრადის საქალაქო და საოლქო კომიტეტების პირველი მდივანი, რკპ ჩრდილო-დასავლეთის ბიუროს მდივანი, იმავე წელს აირჩიეს რკპ ცეკა-ს ბიუროს წევრობის კანდიდატად. მისი ინიციატივით დაარსდა ქალაქი სლანცი. 1930 წელს გახდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ხოლო 1934 წლიდან ცეკას მდივანი და საორგანიზაციო ბიუროს წევრი. იმავე წლის 1 დეკემბერს კომუნისტური პარტიის შტაბ-ბინაში ლენინგრადში პირადი ანგარიშსწორების მიზნით მოკლა ვინმე ლეონიდ ნიკოლაევმა.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიროვის სახელი ეწოდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებს:
დონის როსტოვში დგას კიროვის ძეგლი.