შინაარსზე გადასვლა

სვიატოსლავ მიხაილიუკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვიატოსლავ მიხაილიუკი

სვიატოსლავი 2016 წელს
№ 14 – ოკლაჰომა-სიტი თანდერი
მსუბუქი ფორვარდი / მსროლელი მცველი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 10 ივნისი, 1997
ჩერკასი, უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
სიმაღლე 2.01 სმ
წონა 93 კგ
კარიერა
კოლეჯი კანზასი (2014-2018)
NBA-ის დრაფტი 2018 / რაუნდი: 2 / არჩევა: 47-ე
არჩეული ლოს-ანჯელეს ლეიკერსი
პროფესიონალური კარიერა 2012–დღემდე
ლიგა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია
სტატისტიკა NBA.com-ზე

სვიატოსლავ მიხაილიუკი (უკრ. Святосла́в Михайлю́к, [swjɐtoˈslɑu̯ mɪxɐjˈlʲuk]; დ. 10 ივნისი, 1997, ჩერკასი) — უკრაინელი კალათბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ოკლაჰომა-სიტი თანდერში. ის 47-ე ნომრად აირჩია ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა 2018 წლის NBA-სი დრაფტზე.

მიხაილიუკი თამაშობდა კალათბურთს კოლეჯში, კანზას ჯეიჰოკსში. კანზასში თამაშამდე ის თამაშობდა ჩერკავსკი მავპიში, უკრაინის საკალათბურთო სუპერლიგაში, 2012 - 2014 წლებში. სვიატოსლავი იყო უკრაინის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი 2014 წლის ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატზე.

მიხაილიუკი დაიბადა 1997 წლის 10 ივნისს, ჩერკასში, უკრაინა. დედამისი, ინნა, საშუალო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, ხოლო მამა, იური კოლეჯის ისტორიის პროფესორია.[1][2] საშუალო სკოლა მან ჩერკასის პირველ საქალაქო გიმნაზიაში დაასრულა.[3]

სვიატოსლავი თინეიჯერობის ასაკში თამაშობდა ადგილობრივ კლუბში, თუმცა მას სურდა შეერთებულ შტატებში, კოლეჯში წასვლა, რათა მეტად განვითარებულიყო.

მიხაილიუკმა მიიღო შემოთავაზებები ვირჯინიის, აიოვას, ორეგონისა და კანზასის კოლეჯებიდან.[1][4] 2014 წლის 21 მაისს მიხაილიუკმა არჩევანი ჯანზასის კოლეჯზე შეაჩერა და აქ 2014-2015 წლების სეზონში თამაშობდა.[5] პირველკურსელთა სეზონში მან თამაში თავიდანვე დაიწყო შვიდი მატჩიდან ხუთში და საშუალოდ ითამაშა 21,3 წუთი, თუმცა მისი სათამაშო დრო დროთა განმავლობაში შემცირდა.[4] მან 2014 წელს 30 ნოემბერს მიჩიგან-სტეიტთან ორლანდოს კლასიკური ჩემპიონატის მატჩში 32 წუთი ითამაშა და 11 ქულა დააგროვა.[4] ის დიდი 12 კონფერენციის ისტორიაში პირველი 17 წლის მოთამაშე გახდა.[3]

2015-2016 წლების სეზონში, მეორეკურსელმა სვიატოსლავმა 35 მატჩში საშუალოდ 5,4 ქულა, 1,3 მოხსნა და 0,9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო მისი სამქულიანების ეფექტიანობა 40.2% იყო.[3][6] 2015 წლის 23 ნოემბერს მიხაილიუკმა 18 ქულა დააგროვა ჩამინადეს კოლეჯის წინააღმდეგ გამართულ მატჩში.

2017 წლის 17 ნოემბერს, მიხაილიუკმა ერთ თამაშში კარიერის უმაღლესი, 27 ქულა მოიპოვა. სან-დიეგო სტეიტის წინააღმდეგ მატჩში.[7]

პროფესიონალური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანზასში თამაშამდე, მიხაილიუკი პროფესიონალურად თამაშობდა ჩერკასკი მავპიში, მისი მშობლიური ქალაქის გუნდში, უკრაინის საკალათბურთო სუპერლიგაში 2012 წლიდან 2014 წლამდე.

2018 წლის 21 ივნისს, ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა მიხაილიუკი NBA- ის 2018 წლის დრაფტზე 47-ე ნომრად აირჩია.[8] 10 ივლისს მან ლეიკერსთან ხელი მოაწერა სამწლიან ხელშეკრულებას..[9][10]

2019 წლის 6 თებერვალს, მიხაილიუკი გადავიდა დეტროიტ პისტონსში, რა დროსაც ის რეგიბულოკში გაიცვალა.[11]

2021 წლის 13 მარტს ჰამიდოუ დიალოს სანაცვლოდ მიხაილიუკი ოკლაჰომა-სიტი თანდერში გადავიდა.[12]

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის ზაფხულში მიხაილიუკმა უკრაინის 16-წლამდელთა ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ითამაშა ფიბას 2013 წლის ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე.[13] მან ჩემპიონატზრ გამორჩეულად იასპარეზა და ყველა თამაშში საშუალოდ 25.2 ქულა, 8.0 მოხსნა და 3.4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.[14]

მიხაილიუკმა ასევე ითამაშა უკრაინის 20-წლამდელთა ახალგაზრდულ ნაკრებში, რომელიც, თავის მხრივ, ჰელსინკიში გამართულ 2016 წლის ფიბას ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობდა.[15][16][17] ტურნირის განმავლობაში, სვიატოსლავმა უკრაინის ნაკრებს თამაშში საშუალოდ 14,9 ქულა მოუტანა.[18] მან სროლების 36,8% გამოიყენა შედეგიანად.[18] მან თითოეულ თამაშში საშუალოდ ასევე მოაგროვა 5.6 მოხსნა, 2.7 შედეგიანი გადაცემა და მეტოქეს ბურთი საშუალოდ 2.1-ჯერ მოპარა.[18]

მან კვლავ ითამაშა უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში 2017 წლის ფიბას ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, სადაც იყო ტურნირის წამყვანი ბომბარდირი და თამაშში საშუალოდ 20,4 ქულას აგროვებდა.

უკრაინის ეროვნული ნაკრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვიატოსლავ მიხაილიუკმა უკრაინის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებში ფიბას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, ესპანეთში, 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე.[19]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Dodd, Rustin. Ukrainian teenager Sviatoslav Mykhailiuk signs to play for KU basketball team დაარქივებული 2014-05-25 საიტზე Wayback Machine. , Kansas City Star, May 22, 2014.
  2. Ukrainian wing Mykhailiuk chooses KU, Lawrence Journal-World, May 21, 2014
  3. 3.0 3.1 3.2 „10 Sviatoslav Mykhailiuk“. KU Athletics Department. Lawrence, Kansas. ციტირების თარიღი: April 14, 2016.
  4. 4.0 4.1 4.2 Saat, James (February 18, 2015). „The American Dream“. Rock Chalk Weekly. 1 (24). Lawrence, Kansas: Kansas Athletics, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 18, 2015. ციტირების თარიღი: February 18, 2015.
  5. Kansas adds Ukrainian star Sviatoslav Mykhailiuk. CBS.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2021-05-23.
  6. Bedore, Gary (April 12, 2016). „Mykhailiuk reveals on Twitter he's coming back for junior season“. Lawrence Journal-World. Lawrence, Kansas. ციტირების თარიღი: April 14, 2016.
  7. Chasen, Scott. (November 17, 2017) Svi Mykhailiuk catches fire, sparks blowout win over South Dakota State. KUsports.com. ციტირების თარიღი: November 19, 2017
  8. Ramirez, Joey. Lakers Select Sviatoslav Mykhailiuk With Draft's 47th Pick (June 21, 2018). ციტირების თარიღი: July 18, 2018
  9. Lakers Sign Sviatoslav Mykhailiuk en (July 10, 2018). ციტირების თარიღი: July 10, 2018
  10. Charania, Shams. Sources: Svi Mykhailiuk finalizing 3-year, $4.6M deal with Lakers (July 10, 2018). ციტირების თარიღი: July 18, 2018
  11. Detroit Pistons Acquire Sviatoslav Mykhailiuk. NBA.com (February 6, 2019). ციტირების თარიღი: February 6, 2019
  12. Thunder Acquire Sviatoslav Mykhailiuk. NBA.com (March 13, 2021). ციტირების თარიღი: March 13, 2021
  13. fiba.com 2013 U16 All-Tournament Team დაარქივებული 2016-08-20 საიტზე Wayback Machine.
  14. fiba.com Sviatoslav Mykhailiuk 2013 U16 stats დაარქივებული 2014-12-29 საიტზე Wayback Machine.
  15. Bedore, Gary (July 17, 2016). „Mykhailiuk unloads for 14 in U-20 tourney“. Lawrence Journal-World. Lawrence, Kansas. ციტირების თარიღი: July 18, 2016.
  16. „Junior Male Team (U20)“. Ukrainian Basketball Federation (უკრაინული). Kiev, Ukraine. ციტირების თარიღი: July 18, 2016.
  17. „Game Story“. FIBA. Mies, Switzerland. July 17, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 7, 2016. ციტირების თარიღი: July 18, 2016.
  18. 18.0 18.1 18.2 Bedore, Gary (July 25, 2016). „Mykhailiuk scores 21 in final loss“. Lawrence Journal-World. Lawrence, Kansas. ციტირების თარიღი: July 25, 2016.
  19. Bedore, Gary (August 25, 2014). „Chillin' out: 'Svi' excused from Challenge“. Lawrence Journal-World. Lawrence, Kansas: The World Company. ციტირების თარიღი: August 25, 2014.