შინაარსზე გადასვლა

სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი რუანდისთვის

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუანდისთვის შექმნილი სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მემორიალური დაფა, კიგალი, რუანდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი რუანდისთვის[1] (ICTR; ფრანგ. Tribunal pénal international pour le Rwanda) — საერთაშორისო სასამართლო დაარსებული 1994 წლის ნოემბერში გაეროს უშიშროების საბჭოს 955 რეზოლუციის საფუძველზე, იმისათვის რომ გასამართლებულიყვნენ რუანდის ან/და მისი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუანდელების მიერ ჩადენილი რუანდის გენოციდისა და საერთაშორისო სამართლის სხვა მძიმე დარღვევებისათვის პასუხისმგებელი პირები, 1994 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე.[2] სასამართლოში გასამართლებული იყო 85 პირი.[3]

1995 წელს, უშიშროების საბჭოს 977 რეზოლუციით ტრიბუნალის ადგილსამყოფელად განისაზღვრა არუშა (ტანზანია).[4] 1998 წელს ტრიბუნალის მოქმედების დრო გახანგრძლივდა 1998 წლამდე 1196 რეზოლუციის საფუძველზე.[5] უშიშროების საბჭომ სხვადასხვა რეზოლუციის საფუძველზე მოუწოდა ტრიბუნალს რომ გამოძიება 2004 წლამდე დაესრულებინა, ყველა პროცესი 2008 წლამდე, ხოლო დანარჩენი სამუშაო 2012 წლამდე.[6] ტრიბუნალის იურისდიქცია ვრცელდებოდა გენოციდის დანაშაულზე, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულსა და ჟენევის კონვენციების საერთო მეორე მუხლისა და ჟენევის კონვენციების მეორე დამატებითი ოქმის დარღვევებზე (არასაერთაშორისო (შიდა) კოფლიქტს ეხება).

2009 წლისათვის ტირბუნალმა დაასრულა 50 სასამართლო პროცესი და 28 ბრალდებული გაასამართლა, 11 სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა და 14 პირი იყო დაკავებული სასამართლო პროცესის მოლოდინში; თუმცა, პროკურორი 5 პირის გადაცემას ეროვნული იურისდიქციისთვის გადაცემას გეგმავდა.[7] პირველი პროცესი სასამართლოში დაიწყო 1997 წელს ჟან პოლ აკაიასუს გასასამართლებლად; ხოლო ჟან კამბანდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, დამნაშავედ სცნეს. ICTR-ის სტრატეგიის მიხედვით, უშიშროების საბჭოს 1503 რეზოლუციის საფუძველზე, პირველი ინსტანციის განსახილევლი ყველა საქმე უნდა დასრულებულიყო 2008 წლამდე (ეს პერიოდი გაიზარდა შემდგომ 2009 წლამდე) და სხვა დანარჩენი საქმეები უნდა დასრულებულიყო 2010 წლამდე. უშიშროების საბჭომ ტრიბუნალს მოუწოდა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრამდე დაესრულებინა სამუშაო და მისი ვალდებულებები გადაეცა სისხლის სამართლის ტირბუნალებისათვის შემქნილი საერთაშორისო დროებითი მექანიზმისათვის, რომელმაც დაიწყო მოქმედება ICTR-ისათვის 2012 წლის 1 ივლისიდან.[8] ტრიბუნალმა, ოფიციალურად, საქმიანობა დაასრულა და შეწყვიტა არსებობა 2016 წლის 31 დეკემბერს.

ფართოდ აკრიტიკებდნენ ტრიბუნალის წარუმატებლობას გაესამართლებინა რუანდის პატრიოტული ფრონტის წევრების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები და ამავე ფრონტის ლიდერი პოლ კაგამე. [9][10][11][12][13][14]

რუანდის გენოციდი ეხება რუანდაში მასობრივ ხოცვა-ჟლეტას 800,000-ზე მეტი ეთნიკურად ტუტსისა და პოლიტიკურად მათი მომხრე პირების ჰუტუს ექსტერმისტული მეომრებისა და პოლიციის მიერ. 1994 წლის გენოციდი დაახლოებით 100 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიწყო 6 აპრილს და დასრულდა ივლისის შუა რიცხვებში.[15]

კიგალში გენოციდის მემორიალში არსებული მსხვერპლთა ფოტოები

დაძაბულობა ეთნიკურ უმრავლესობას, ჰუტუსა, და ეთნიკურ უმცირესობას, ტუტსის, შორის განვითარდა თანდათანობით, თუმცა ყველაზე აქტიურ ფაზას მიაღწია XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში რუანდაში გერმანიისა და ბელგიის კოლონიალიზმის შედეგად. ამ პერიოდში პირების ეთნიკური კატეგორიზაცია იყო სავალადებულო და ეფუძნებოდა უფრო მეტად მოსახლეობის ფიზიკურ მახასიათებლებს, ვიდრე ეთნიკურ განსხვავებას. ჰუტუსა და ტუტსის შორის სოციალურმა განსხვავებებმა შესაძლებლობა მისცა ტუტსის, რომელბსაც გააჩნდათ ძლიერი ფერმერული ტრადიციები, რომ მოეპოვებინათ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უპირატესობა ჰუტუზე, რომელიც ძირითადად მიწათმოქმედები იყვნენ. კოლონიური ძალაუფლების დროს ტუტსის შესაძლებლობა მიეცა გამხდარიყო მმართველი ძალა 1959 წლის ჰუტუს რევოლუციამდე, რომელმაც გაუქმა ტუტსის მონარქია 1961 წლისთვის. საბრძოლო მოქმედებები ორ ჯგუფს შორის გაგრძელდა, რომელიც „სხვადასხვა ეთნიკურ დაძაბულობასა და ძალადობაში გამოიხატებოდა; პერიოდულად კი, 1963, 1967 და 1973 წლებში, რუანდაში ტუტსის მასობრივი მკვლელობა სდევდა თან“. რუანდის პატრიოტული ფრონტის (RPF)-ის დაარსებამ და მისმა შეჭრამ უგანდაში გააღრმავა ეთნიკური შუღლი. აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მთავრობასა და RPF-ს შორის 1992 წელს დაიწყო მოლაპარაკებები.[16]

1994 წლის 6 აპრილს თვითმფრინავი, სადაც იმყოფებოდნენ მაშინდელი რუანდის პრეზიდენტი ჟიუვენალ ჰაბიარიმანა და ბურუნდის პრეზიდენტი კიპრიენ ნტარიამირა, ჩამოადგეს და მასში მჯდომი ყველა პირი გარდაიცვალა.[17] ჰუტუმ RPF დაადანაშაულა თვითმფრინავის ჩამოგდებაში, რასაც მოჰყვა ტუტსისა და მათი მომხრეების გენოციდი.

რუანდის გენოციდის დროს ძირითადად ძალადობა და მკვლელობები ხორციელდებოდა რადიკალური ჰუტუს დაჯგუფების, ინტერაჰამიუესა და იმპუზამუგამბის მიერ.[18] რადიო გადაცემებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გენოციდის განხორციელებაში, კერძოდ გადაცემების მეშვეობით მოუწოდებნენ ჰუტუ მოსახლეობას, რომ დაეხოცათ მათი მეზობელი ტუტსი მოსახლეობა; ამ უკანასკნელს იხსენიებდნენ სხვადასხა ეპითეტით, კერძოდ ეძახდნენ „ტარაკნებს“, რომლებიც უნდა გადანადგურებულიყვნენ. მიუხედავად მისი კოლოსალური მასშტაბისა, განსაკუთრებით ასეთ მოკლე დროში, გენოციდი განხორციელდა თითქმის მთლიანად ხელით, ჩვეულებრივ, მაჩეტებისა და ხელკეტების გამოყენებით.[19]

ჰუტუს მიერ ჩადენილ იქნა არაერთი სასტიკი ქმედება, მათ შორის, ტუტსი ქალების გაუპატიურება, მსხვერპლთა ხელ-ფეხის მოკვეთა და ა.შ. ძირითადად ამ დანაშაულების ამსრულებები იყვნენ მსხვერპლთა მეზობლები, თანამშრომლები, ყოფილი მეგობრები და, ზოგჯერ, ნათესავებიც კი (არასისხლით).[19] სულ მცირე 500000-მდე ტუტსი მოკლეს და დაახლოებით 2 მილიონი ლტოლვილი იძულებული გახდა მეზობელ სახელმწიფოებში, ბურუნდი, ტანზანია, უგანდა და ყოფილი ზაირე, გადასულიყო.[18]

ტრიბუნალის დაარსება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიამ რუანდისთვის მარცხი განიცადა.[20] რუანდის გენოციდთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეაგირება იყო მცირე. კვირების განმავლობაში ძლიერი სახელმწიფოები უარყოფდნენ რომ რუანდაში ნამდვილად მიმდინარეობდა გენოციდი. 1994 წლის ივლისში, გენოციდის დასრულების შემდეგ, გაეროს უშიშორების საბჭომ მოითხოვა გამოძიების დაწყება მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, დააარსა სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი გენოციდში მთავარი პასუხისმგებელი პირების დასამართლებისა და დასჯის მიზნით. 1994 წლის 8 ნოემბერს უშიშორების საბჭომ მიიღო 955 რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც დაფუძნდა ტრიბუნალი, რომლის იურისდიქცია ვრცელდებოდა არა მხოლოდ გენოციდის დანაშაულზე, არამედ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევებზე ჩადენილი რუანდისა და მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე 1994 წლის 1 იანვრიდან 1994 წლის 31 დეკემბრამდე.[21]

ტირბუნალი შედგებოდა 16 მოსამართლისაგან, დამატებით 9 ad litem მოსამართლე, განაწილებული ოთხ პალატაში - სამი პალატა საქმეების განხილვისათვის საწყის ეტაპზე და ერთი სააპელაციო პალატა. ad litem მოსამართლეები განწესებულნი იყვნენ მეორე და მესამე პალატაში.

# მოსამართლე ქვეყანა სტატუსი
19. მპარანაი რაჯონსონი მადაგასკარის დროშა მადაგასკარი წევრი (ad litem მოსამართლე)

სასამართლო პალატა II

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
# მოსამართლე ქვეყანა სტატუსი
4. უილიამ სეკულე ტანზანიის დროშა ტანზანია თავმჯდომარე მოსამართლე
14. სოლომაი ბალუნგი ბოსა უგანდის დროშა უგანდა წევრი (ad litem მოსამართლე)
15. ლი გაცურია მუტოგა კენიის დროშა კენია წევრი (ad litem მოსამართლე)
16. სეონ კი პარკი სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთ კორეა წევრი (ad litem მოსამართლე)

სასამართლო პალატა III

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
# მოსამართლე ქვეყანა სტატუსი
1. ვან იოენსენი დანიის დროშა დანია ტრიბუნალის პრეზიდენტი, თავმჯდომარე მოსამართლე
2. ფლორენს რიტა ერაი კამერუნის დროშა კამერუნი ტრიბუნალის ვიცე-პრეზიდენტი, წევრი
17. გბერდაო გუსტავ კამი ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა ფასო წევრი(ad litem მოსამართლე)
13. ბახტიარ ტუზმუჰამედოვი რუსეთის დროშა რუსეთი წევრი
18. რობერტ ფრემრი ჩეხეთის დროშა ჩეხეთის რესპუბლიკა წევრი
# მოსამართლე ქვეყანა სტატუსი
3. თეოდორ მერონი აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები თავმჯდომარე მოსამართლე
5. პატრიკ ლიპტონ რობინსონი იამაიკის დროშა იამაიკა წევრი
7. ფაუსტო პოკარი იტალიის დროშა იტალია წევრი
8. ლიუ დაცუნი ჩინეთის დროშა ჩინეთი წევრი
6. მეჰმეთ გიუნეი თურქეთის დროშა თურქეთი წევრი
11. კარმელ აგიუსი მალტის დროშა მალტა წევრი
9. არლეტე რამაროსონი მადაგასკარის დროშა მადაგასკარი წევრი
10. ანდრესია ვაზი სენეგალის დროშა სენეგალი წევრი
12. ხალიდა რაშიდ ხანი პაკისტანის დროშა პაკისტანი წევრი
ICTR-ის ოფისები არუშაში, 2003

პროკურორის ოფისი იყოფოდა სხვადასხვა ერთეულად მათ შორის, საგამოძიებო ერთეული და პროკურორის განყოფილება:[22]

  • პროკურორის განყოფილება პასუხისმგებელი იყო ყველა საქმის განხილვაზე. ხელმძღვანელობდა მთავარი პროკურორი.
  • საგამოძიებო განყოფილება აგროვებდა ყველა მტკიცებულებას იმ პირებზე, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ დანაშაულების ჩადენაში 1994 წელს რუანდაში. ხელმძღვანელობდა მთავარი გამომძიებელი.
  • რიჩარდ გოლდსტოუნი, 1994 წლს დასასრულიდან 1996 წლის 30 სექტემბრამდე[23] (გაეროს უშიშროების საბჭოს 936 რეზოლუციის საფუძველზე)
  • ლუის არბორი, 1996 წლის 1 ოქტომბრიდან 1999 წლის 15 სექტემბრამდე (გაეროს უშიშროების საბჭოს 1047 რეზოლუცია)
  • კარლა დელ პონტე, 1999 წლის 15 სექტემბრიდან 2003 წლის 14 სექტემბრამდე [24] (გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1259)
  • ჰასან ბუბაქარ იალოიუ, 2003 წლის 15 სექტემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე (გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1505)

სამდივნო პასუხისმგებელი იყო ტრიბუნალის ზოგად ადმინისტრაციასა და მენეჯმენტზე. ის ასევე ასრულებდა სხვა სამართლებრივ ფუნქციებს, რომელიც გათვალისწინებული იყო ტრიბუნალის წესებში პროცედურისა და მტკიცებულების შესახებ.

სამდივნოს უძღვებოდა მდივანი, რომელიც, ასევე იყო გაეროს გენერალური ასამბლეის წარმომადგენელი.

ჟან პოლ აკაიასუს საქმე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კონკრეტული მიზნით წარმოებული კამპანიის შედეგად, რომ გაეზარდათ ცნობიერება გენდერული ნიშნით ძალადობაზე[25], ჟან პოლ აკაიასუს საქმემ დაადგინა სამართლებრივი პრეცედენტი, კერძოდ, გაუპატიურება გენოციდური მიზნით არის გენოციდის დანაშაულის ერთ-ერთი აქტი "...სასამართლო პალატამ დაადგინა, რომ ხშირ შემთხვევაში, ტუტსი ქალების გაუპატიურება ტაბაში ხდებოდა ამ ქალების მოკვლის მიზნით. ...ამ კონტექსტში, პალატისთვის ნათელი ხდება, რომ გაუპატიურების ქმედება და სექსუალური ხასიათის ძალადობა, ისევე როგორც სხეულის სხვა მძიმე დაზიანება და ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება ტუტსის წინააღმდეგ, გამოხატავდა ტუტსი ქალებისთვის ტანჯვის მიყენებას და მათ განადგურებას, მანამ სანამ მოკლავდნენ მათ; მიზანი კი ამგვარი ქმედებების იყო ტუტსის ეთნიკური ჯგუფის განადგურება, რომლის მიმდინარეობისას მათ წევრებს აყენებდნენ საშინელ ტანჯვას."[26] სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თავმჯდომარე მოსამართლემ ნავანეტემ პილაიმ განაცხადა, რომ: "უხსოვარი დროიდან, გაუპატიურება ითვლებოდა ომის ნადავლად. დღეს კი ის ჩაითვლება ომის დანაშაულად. ჩვენ გვსურს ძლიერი მესიჯის მოწოდება, რომ გაუპატიურება აღარ არის ომის ჯილდო."[27]

"სიძულვილის მედიის" საქმეები დაიწყო 2000 წლის 23 ოქტომბერს. მედიამ დიდი წვლილი შეიტანა 1994 წლის გენოციდის განხორციელებაში. მედიის საქმეებს უძღვებოდა პროკურორი გრეგორი გორდონი.[28]

2003 წლის 19 აგვისტოს, არუშაში, ფერდინანდ ნაჰიმარასა და ჟან-ბოსკო ბარაიაგუიზას, რომლებიც რადიო Télévision Libre des Mille Collines-ს ხელმძღვანელობდნენ, ასევე ჰასან ნგეზე, გაზეთი კანგურას დირექტორსა და რედაქტობს, ტრიბუნალმა სამუდამო პატიმრობა შეუფარდა. ისინი დამნაშავეებად სცნო სასამართლომ გენოციდის დანაშაულის ჩადენასა და წაქეზებაში, ასევე ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში. 2003 წლის 3 დეკემბერს, სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო და ნაჰიმანასა და ნგეზეს სამუდამო პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ბარაიაგუიზას 35 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2007 წლის 28 ნოემბერს, სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მსჯავდებულების საჩივარი და შეუმცირა მათ სასჯელის ვადები, კერძოდ, ნაჰიმანას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, ბარაიაგუიზას 32 წლით, ხოლო, ნგეზეს 35 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.[29]

  • MacKinnon, Catharine A. (2009). „Prosecutor V. Nahimana, Barayagwiza, & Ngeze. Case No. ICTR 99-52-A“. The American Journal of International Law. 103 (1): 97–103. doi:10.2307/20456724. ISSN 0002-9300. JSTOR 20456724. S2CID 229169281.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. სრული სახელი: 1994 წლის 1 იანვრიდან 1994 წლის 31 დეკემბრამდე რუანდისა და მისი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გენოციდისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა მძიმე დარღვევებისათვის პასუხისმგებელი პირების გასამართლებისთვის შექმნილი საერთაშორისო ტრიბუნალი
  2. გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 955, სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსება რუანდისთვის და მისი წესდების მიღება, S/RES/955(1994)
  3. Lemarchand, René (25 ივნისი 2018). „Rwanda: the state of Research“. Violence de masse et Résistance – Réseau de recherche. Sciences Po. ISSN 1961-9898. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი 2018.
  4. გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 977, S-RES-977(1995)
  5. გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1165, S-RES-1165(1998)
  6. გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1824, S-RES-1824(2008)
  7. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-21. ციტირების თარიღი: 2010-04-13
  8. ICTR Expected to close down in 2015 | United Nations International Criminal Tribunal for Rwanda.
  9. Keith, Kirsten MF (2009). „Justice at the International Criminal Tribunal for Rwanda: Are Criticisms Just“. Law in Context: A Socio-Legal Journal. 27: 78.
  10. Haskell, Leslie; Waldorf, Lars (2011). „The Impunity Gap of the International Criminal Tribunal for Rwanda: Causes and Consequences“. Hastings International and Comparative Law Review. 34 (1): 49. ISSN 0149-9246.
  11. Humphrey, Michael (2003). „International intervention, justice and national reconciliation: the role of the ICTY and ICTR in Bosnia and Rwanda“. Journal of Human Rights. 2 (4): 495–505. doi:10.1080/1475483032000137084.
  12. Schabas, William A. (2010). „Victor's Justice: Selecting Situations at the International Criminal Court“. John Marshall Law Review. 43: 535.
  13. Reydams, Luc (1 January 2013). „Let's Be Friends: The United States, Post-Genocide Rwanda, and Victor's Justice in Arusha“ (ინგლისური). SSRN 2197823. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  14. Morrill, Hanna (2011). „Challenging Impunity - The Failure of the International Criminal Tribunal for Rwanda to Prosecute Paul Kagame“. Brooklyn Journal of International Law. 37: 683.
  15. „Rwanda Genocide of 1994“. Encyclopedia Britannica. 5 August 2016. ციტირების თარიღი: 5 July 2017.
  16. The Rwandan Genocide. History (2009). ციტირების თარიღი: 5 July 2017
  17. Rwanda Genocide: 100 days of slaughter. BBC News (7 April 2014). ციტირების თარიღი: 5 July 2017
  18. 18.0 18.1 Rwandan Genocide. World Without Genocide (21 February 2017). ციტირების თარიღი: 5 July 2017
  19. 19.0 19.1 1994: Rwanda". Holocaust Memorial Day Trust. ციტირების თარიღი: 5 July 2017
  20. "Rwanda/UN: Acknowledging Failure", AfricaFocus Bulletin (compiling several individual reports), March 31, 2004
  21. "International Criminal Tribunal For Rwanda (ICTR)", PiCT(Project on International Courts and Tribunals) 24 September 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 24 September 2013
  22. Office of the Prosecutor. International Criminal Tribunal for Rwanda.
  23. Guichaoua, André (2015) From War to Genocide: Criminal Politics in Rwanda, 1990–1994 (en). University of Wisconsin Press, გვ. 297. ISBN 9780299298203. 
  24. Guichaoua, André (2015) From War to Genocide: Criminal Politics in Rwanda, 1990–1994 (en). University of Wisconsin Press, გვ. 299. ISBN 9780299298203. 
  25. Klaus Bachmann, Thomas Sparrow-Botero, Peter Lambertz: When justice meets politics. Independence and Autonomy of ad hoc international criminal tribunals, Peter Lang Int 2013
  26. The Prosecutor v. Jean-Paul Akayesu (Trial Judgement), ICTR-96-4-T, International Criminal Tribunal for Rwanda (ICTR), 2 September 1998, p. 166 დაარქივებული 2012-10-12 საიტზე Wayback Machine. ¶.733. Available at: unhcr.org (accessed 13 April 2010)
  27. Quoted in citation for honorary doctorate, Rhodes University, April 2005 accessed at Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-01. ციტირების თარიღი: 2008-02-27 March 23, 2007
  28. Van Landingham, Rachel. Punishing Tomorrow's Tweeting Goebbels en (29 March 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 იანვარი 2023. ციტირების თარიღი: 9 May 2020
  29. Grunfeld, Fred (2007). The Failure to Prevent Genocide in Rwanda: The Role of Bystanders. Brill, გვ. 21–22. ISBN 978-9004157811.