შინაარსზე გადასვლა

სოგომონ ტეილერიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოგომონ ტეილერიანი
დაბადების თარიღი 2 აპრილი, 1896
Nerkin Pakarich [hy] (Բագառիճ), Erzurum Vilayet, ოსმალეთის იმპერია (ამჟამინდელი Çadırkaya, Tercan, თურქეთი)[1]
გარდაცვალების თარიღი 23 მაისი, 1960 (64 წლის)
სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ.
დაკრძალულია სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ.

სოგომონ ტეილერიანი (სომხ. Սողոմոն Թեհլիրեան დ. 2 აპრილი, 1896 – გ. 23 მაისი, 1960) იყო სომეხი რევოლუციონერი და ჯარისკაცი, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომხურ ეროვნულ მოძრაობაში. მან განსაკუთრებული ცნობადობა მოიპოვა, 1921 წლის 15 მარტს ბერლინში ოსმალეთის იმპერიის ყოფილი დიდი ვეზირის, თალაათ ფაშას მკვლელობით.

ტეილერიანს ეს მისია ოპერაცია "ნემესისის" ფარგლებში დაევალა. ეს იყო სომხეთის რევოლუციური ფედერაციის მიერ ორგანიზებული ფარული გეგმა, რომლის მიზანს 1915-1918 წლებში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის მოწყობისთვის შურისძიება წარმოადგენდა.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ოსმალეთის მთავრობამ მოკავშირე ძალების ზეწოლით დაიწყო სასამართლო პროცესების სერია, რათა ომის დანაშაულებებისთვის, მათ შორის სომხების გენოციდისთვის, ოსმალეთის ოფიციალური პირები პასუხისმგებლობაში მიცემულიყვნენ. ეს სასამართლო პროცესები ჩატარდა სტამბოლში, რომელიც იმ დროს მოკავშირეთა ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა.

ოსმალეთის რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის თალაათ ფაშა, ენვერ ფაშა და სხვა პირები, დაუსწრებლად გაასამართლეს. თალაათ ფაშას სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა ის უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან. მიუხედავად ამისა, სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ მიზნად დაისახა, ხელი შეეშალა დამნაშავეებისთვის სამართლიანობისგან თავის დაღწევაში. ამ მიზნით, სოგომონ ტეილერიანს დაევალა თალაათ ფაშას ლიკვიდაცია, რომელიც მან 1921 წლის 15 მარტს ბერლინში განახორციელა.

ტეილერიანი ორი დღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ გერმანიის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა. მოგვიანებით, ის საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში, სან-ფრანცისკოში, გადავიდა, სადაც 1960 წლის 23 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა.

სომხეთში ტეილერიანი ეროვნულ გმირად არის მიჩნეული.[2]

სოგომონ ტეილერიანი დაიბადა 1896 წლის 2 აპრილს, სოფელ ნერკინ ბაგარიჯში (Բագառիճ), ერზრუმის პროვინცია ოსმალეთის იმპერიაში.[3] იგი ერზინჯანში გაიზარდა.[4]

მამამისი სერბეთში წავიდა, რათა ოჯახის ქვეყნიდან გადასახლება უზრუნველყო.[5] 1905 წელს დაბრუნებული დაიჭირეს და ექვს თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ პერიოდში ტეილერიანის ოჯახი ნერკინიდან ერზინჯანში გადავიდა საცხოვრებლად.[5] სოგომონმა განათლება ერზინჯანის პროტესტანტულ დაწყებით სკოლაში მიიღო.[5] კონსტანტინოპოლის გეტრონაგანის (ცენტრალური) ლიცეუმის დამთავრების შემდეგ სერბეთში გაემგზავრა ინჟინერიის სასწავლებლად და შემდგომ გერმანიაში სწავლასაც გეგმავდა.[5][6]

სოგომონი (მარჯვნივ), საჰაკ და მისაკ თეჰლირიანები (ძმები) როგორც მოხალისეები რუსეთის ჯარში.

1914 წლის ჩათვლით ცხოვრობდა ვალევოში, სერბეთში.[7] იმავე წლის შემოდგომაზე კი გადასახლდა რუსეთში და ჯარშიც ჩაირიცხა, რათა კავკასიის ფრონტზე მოხალისეთა ნაწილში ებრძოლა თურქების წინააღმდეგ. [8]

History's Great Untold Stories: Larger than Life Characters & Dramatic Events that Changed the World-ის მიხედვით, 1915 წლის ივნისში, ოსმალეთის ადგილობრივმა პოლიციამ ერზინჯანის ყველა სომეხის დეპორტაციის ბრძანება გასცა. ტეილერიანის დედა, სამი და, მისი დის ქმარი, მისი ორი ძმა და ორი წლის დისშვილი გადაასახლეს.[9] როგორც ამბობენ, ტეილერიანმა სომეხთა გენოციდის შედეგად ოჯახის 85 წევრი დაკარგა.[10]

2016 წელს ტეილერიანის ვაჟმა, The Independent-სთან საუბრისას, სადაც სახელი არ გაამჟღავნა, განაცხადა, რომ ტეილერიანის დედა და ვასკენი, მისი უფროსი ძმა, გენოციდის დროს დაიღუპნენ - ეს უკანასკნელი სწავლობდა მედიცინას და ცხოვრობდა ბეირუთში - მაგრამ ტეილერიანის არ ჰყოლია და, მამამისი რუსეთში იბრძოდა, ხოლო მისი დანარჩენი ორი ძმა სერბეთში იმყოფებოდნენ.[11]

თალაათ ფაშას მკვლელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, სოგომონ ტეილერიანი კონსტანტინეპოლში (ამჟამინდელი სტამბოლი) გაემგზავრა, სადაც ჰარუტიან მგრდიტიჩიანის ლიკვიდაცია მოახდინა, ყოფილი ოფიციალური პირის ოსმალეთის იმპერიაში, რომელმაც 1915 წლის 24 აპრილის სომეხ ინტელექტუალთა დეპორტაციისთვის ადგენდა სიებს. მისმა ამ ქმედებამ მიიპყრო ოპერაცია ნემესისის ორგანიზატორების ყურადღება, ყოფილი სომხეთის რევოლუციური ფედერაციის წევრების, რომლებმაც დაისახეს მიზნად შური ეძიათ სომხების გენოციდის მთავარ შემოქმედებზე, რომლებმაც სამართალზე თავის არიდება შეძლეს.

ოპერაცია ნემესისის ძირითად სამიზნეს წარმოადგენდა კომიტეტი ერთობა და პროგრესისის (CUP) წევრები, ოსმალეთის იმპერიის მმართველი გუნდი, რომლის დროსაც მოხდა სომეხთა გენოციდი. პირველ მსოფლიო ომში დამარცხების და იმპერიის ნგრევის პარალელურად მათ თავი ევროპას შეაფარეს. მათი სიის სათავეში ოსმალეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და გენოციდის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი თალაათ ფაშა იყო.

1920 წლის შუა რიცხვებში, ნემესის ოპერატორებმა ტეილერიანი მიიწვიეს და გენოციდის მომწყობთა შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. ნემესისის ლიდერები, მათ შორის არმენ გარო, (გამოჩენილი სომეხი რევოლუციონისტი და ყოფილი პარლამენტარი ოსმალეთში), ამცნობდნენ სოგომანს, რომ ომის შემდგომი სასამართლოს მიერ წინა მმართველობაზე დაუსწრებლად გამოტანილი სიკვდილით სასჯელის მიუხედავად, ნასამართლევმა პირებმა სასჯელს თავი აარიდეს და გადასახლებულნიც ეწეოდნენ სომეხთა წინააღმდეგ აქტივობებს.

ნემესისის ოპერაციის მნიშვნელობა გაიზარდა, როდესაც 1920 წლის ბოლოს, თურქეთის ეროვნული მოძრაობა, მუსტაფა ათათურქის ხელმძღვანელობით, სომხეთში შეიჭრა. შეჭრის მიზეზი იყო, ომში დამარცხების შემდეგ ოსმალეთის მიერ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და დარჩენილი სომეხთა წინააღმდეგობის შესუსტება.

ნემესისმა ტეირელიანს შვიდ საკვანძო ფიგურაზე ფოტოსურათები და მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის თალაათ-ფაშაზე, რომელიც მათი ინფორმაციით ბერლინს აფარებდა თავს.

თალაათ ფაშა, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და დიდი ვეზირი (პრემიერ-მინისტრის თანამდებობა), იყო ახალგაზრდა თურქების ტრიუმვირატის წევრი, ცნობილი როგორც " სამი ფაშა", ოსმალეთის იმპერიის კონტროლი მათ ხელში იყო. როგორც კი სოგომონმა მის საცხოვრებელ მისამართს მიაგნო, ბერლინის შარლოტენბურგის რაიონში, ჰარდენბერგშტრასე 4-ში, მის მახლობლად ბინა იქირავა და დაიწყო მისი დღიური რუტინის შესწავლა.[12]

1921 წლის 15 მარტს, დილით, როდესაც სამიზნემ თავისი რეზიდენცია დატოვა, მასვე გულმოდგინებით გაყვა სოგომონი, ჯერ ტროტუარის მოპირდაპირე მხრიდან მიყვებოდა მას, რათა დაედასტურებინა მისი ვინაობა, შემდეგ კი მის მხარეს გადააჭრა და აჩქარებული ტემპით ჩაუარა, მორიგი გახედვით და დარწმუნებით, რომ ნამდვილად ის იყო, უკან ჩამოტოვებულს მოულოდნელად მოუტრიალდა, დაუმიზნა Luper P08 პისტოლეტი და სწრაფი გასროლით დაჭრა კისრის არეში.[13][14] 9 მილიმეტრიანი ტყვიით თალაან-ფაშა მომენტალურად გარდაიცვალა.[15] დღის შუქზე მომხდარმა მკვლელობამ გარშემომყოფი დააფრთხო, სოგომონი კი თავისი ხელმძღვანელების, არმენ გაროს და შაჰან ნატალის დარიგებით, არ მიმალულა, გერმანიის პოლიციამაც იგი ადგილზევე დააკავა.[16]

სასამართლო პროცესი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეილერიანის სასამართლო პროცესი ვაიმარის რესპუბლიკის დაარსებიდან მალევე ჩატარდა და მას დიდი გამოხმაურებაც მოყვა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს წარმოადგენდა სამი გერმანელი ადვოკატი, მათ შორის იყო თეოდორ ნიმეიერი, კიელის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი. სოგომონი თორმეტკაციანი ნაფიცმსჯალუბების წინაშე წარდგა. სასამართლო პროცესმა მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო, მოწმეებად გამოიძახეს რამდენიმე ცნობილი ადამიანი, მათ შორის გრიგორის ბალაქიანი, მღვდელი და სომეხთა გენოციდის გადარჩენილი, გერმანელი აქტივისტი იოჰანეს ლეპსიუსი და გენერალი ოტო ლიმან ფონ სანდერსი, რომელიც ომის დროს ოსმალეთის არმიაში ფელდმარშალად მსახურობდა.

პროცესი მკვლელობის აქტის მიღმა, ფოკუსირებული იყო რეილერიანის რწმენაზე, რომ თალაან-ფაშა იყო მთავარი შემოქმედი სომეხთა გადასახლების და გენოციდის. დაცვის მხარე არ უარყოფდა ფაქტს, რომ სოგომანმა ადამიანი მოკლა, არამედ ხაზს უსვამდა, თუ როგორი გავლენა იქონია სომეხთა გონოციდნმა მის მენტალურ მდგომარეობაზე. ტეილერიანი ამტკიცებდა, რომ 1915 წელს ისიც ერთ-ერთი იყო ერზინჯანში, ვისაც დეპორტაცია შეეხო და მისი ოჯახის წევრების სიკვდილიც თავადვე იხილა. როდესაც მოსამართლემ ჰკითხა, გრძნობდა თუ არა ის დანაშაულს, პასუხად მიიღო, რომ "თავს დამნაშავედ არ ვთვლი, რადგან ჩემი სინდისი სუფთაა... კაცი მოვკალი, მაგრამ მკვლელი არავარ."[17]

ტეილერიანი იხსენებდა გერმანიაში ყოფნისას, სიზმრებში ნანახი დედამისი, როგორ კიცხავდა მას, რადგან თალაან-ფაშას ნახვის მიუხედავად მას ჯერაც არ უძიებია შური.[18] სასამართლო პროცესის დროს მისი სიზმარი ასე იყო აღწერილი: [19] [20]

ის სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მიუხედავად ბრაზისა რაც მასში იყო. აგრძელებდა ცხოვრებას როგორც წინად, თუმცა ხუთი-ექვსი კვირის შემდეგ, თავის სიზმარში, მკვეთრი თითქოს ხედვა. მან დაინახა დედამისის ცხედარი მის წინ წამომდგარი. სოღომანმა ამცნო დედამისს: "თალაანი ვნახე", რაზეც პასუხად მიიღო: "შენ ნახე თალაანი და არ გიძიებია შური დედაშენის, მამაშენის, ძმების და დების მკვლელზე? მაშინ შენ მე შვილად აღარ მეკუთვნი". ამ მომენტში ბრალდებულმა იფიქრა, "უნდა ვიღონო რამე. მსურს, რომ კვლავ ვიყო დედაჩემის შვილი. მას არ შეუძლია ზურგი მაქციოს როდესაც სამოთხეში ვეწვევი. მსურს, რომ კვლავ ჩამიკრას გულში როგორც უწინ".

ნაფიც მსაჯულებს საათზე ოდნავ მეტი იმსჯელეს და საბოლოო ვერდიქტში სოგომონი უდანაშაულოდ ცნეს.[21]

გერმანიის რეაქცია განაჩენზე არაერთგვაროვანი იყო, ძირითადად ხელსაყრელი იყო მათ შორის, ვინც თანაუგრძნობდა სომხებს ან ადამიანის საყოველთაო უფლებებს. ჟურნალისტი ემილ ლუდვიგი წერდა: „მხოლოდ მაშინ, როცა ერების საზოგადოება მოეწყობა საერთაშორისო წესრიგის მფარველად, არც ერთი სომეხთა მკვლელი არ დარჩება დაუსჯელი, რადგან არცერთ თურქ ფაშას არ აქვს უფლება ერი უდაბნოში გაგზავნოს“.[22]

სოგომონ ტეილერიანის მონუმენტი, რომლის ობელისკის თავზეც, მოოქროვილი არწივი გველს კლავს. აღიმართა 1969 წელს. (სურათი გადაღებულია 2022 წლის მარტში)

მკვლელობის შემდეგ ტეილერიანი გადავიდა ჯერ კლივლენდში, შეერთებულ შტატებში,[23] შემდეგ მარსელში, შემდეგ კი იუგოსლავიაში და საბოლოოდ დაქორწინდა ანაჰიტ ტატიკიანზე, რომელიც ასევე ერზინკანიდან იყო.[24] ანაჰიტი 15 წლის იყო, როდესაც ისინი პირველად 1917 წელს შეხვდნენ.[23]

წყვილი საცხოვრებლად ბელგრადში გადავიდა და 1950 წლამდე იქ ცხოვრობდნენ, შემდეგ გადავიდნენ ჯერ კასაბლანკაში, შემდეგ პარიზში და ბოლოს სან-ფრანცისკოში[25] სადაც ტეილერიანმა მუშაობა ფოსტის თანამშრომლად დაიწყო და ცხოვრება სარო მელიქიანის სახელით გააგრძელა.[26]

სოგომანი 1960 წელს ცერებრალური სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა, იგი არარატის სასაფლაოზე ფრესნოში, კალიფორნიაში არის დასაფლავებული. მის საფლავზე არის ობელისკი, რომლის თავზეც მოოქროვილი არწივი გველს კლავს.[27]

ტეილერიანის ბიუსტი გიუმრიში, სომხეთი. სვეტზე მიმაგრებულ დაფაზე დაბადების წელი არასწორედ არის მითითებული, 1886 ნაცვლად 1896-ისა.

ტეილერიანის სასამართლო პროცესმა გავლენა იქონია პოლონელ-ებრაელ ადვოკატზე რაფაელ ლემკინზე, რომელმაც განაცხადა: "ტეილერიანი მოქმედებდა როგორც კაცობრიობის სინდისისთვის თვითდანიშნული იურიდიული ოფიცერი. მაგრამ შეუძლია თუ არა ადამიანს საკუთარი თავი სამართლიანობის აღსასრულებლად დანიშნოს? ნუთუ გრძნობები არ გათელავს სამართალს?” შედეგად, ლემკინმა ფუძე დაუდო კამპანიას კანონისთვის, რომელიც გენოციდს საერთაშორისო სამართლის ქვეშ მოაქცევდა, მსჯელობით, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტი „არ შეიძლება ჩაითვალოს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის მოკვლის უფლებად“.[28] ისტორიკოსი ჰანს-ლუკას კიზერის აზრით შურისძიება კონფლიქტის ციკლს აგრძელებს, მსხვერპლის ბრაზი და დამნაშავის გულუბრყვილობა განმუხტვამდე ვერ მივა, საჭიროა ორივე მხარემ თვალი გაუსწოროს სამართალს.[29]

პოლიტიკური თეორეტიკოსი ჰანა არენდტი, თავის 1963 წელს წიგნში „ეიხმანი იერუსალიმში“, ტეილერიანს ადარებს შოლემ შვარცბარდს, რომელმაც 1925 წელს პარიზში უკრაინელი სახელმწიფო მოღვაწე სიმონ პეტლიურა მოკლა, რადგან ის მას უკრაინის ანტისემიტური პროგრამის შემოქმედად თვლიდა. არენდტი ვარაუდობს, რომ როგორც ტეილერიანი ისე შვარცბარდი "ითხოვდნენ გასამართლებას", რათა "სასამართლო პროცედურებით ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, თუ რა დანაშაულები იყო ჩადენილი და დაუსჯელი მათი ხალხის წინააღმდეგ".[30]

ის, ვინც სპექტაკლის ცენტრშია და ვისაც ყველა თვალყურს ადევნებს, ახლა ნამდვილი გმირია, ამასთანავე, დაცულია პროცესის სამართლიანი ხასიათი, რადგან ეს არ არის „წინასწარ მომზადებული შედეგების მქონე წარმოდგენა“, არამედ შეიცავს „შეუცვლელ რისკს“, რაც... აუცილებელი ფაქტორია ყველა სისხლის სამართლის პროცესში. მსხვერპლის თვალთახედვით, ბრალდებული ბევრად დამაჯერებლად ჟღერს ადამიანის პირში, რომელიც იძულებული გახდა თავად აეღო კანონი საკუთარ ხელში, ვიდრე მთავრობის მიერ დანიშნული აგენტის ხმაში, რომელიც არაფერს რისკავს. და მაინც... ძალიან საეჭვოა, რომ ეს გამოსავალი გამართლებული იქნებოდა ეიხმანის შემთხვევაში, და აშკარაა, რომ ეს სრულიად გაუმართლებელი იქნებოდა, თუ მას სახელმწიფო აგენტები განახორციელებდნენ. შვარცბარდისა და ტეჰლირიანის შემთხვევებში გამართლებული იყო ის, რომ თითოეული მათგანი იყო ეთნიკური ჯგუფის წევრი, რომელსაც არ გააჩნდა საკუთარი სახელმწიფო და სამართლებრივი სისტემა; მსოფლიოს მასშტაბით არ არსებობდა ტრიბუნალი, სადაც ამ ჯგუფებს შეეძლოთ თავიანთი მსხვერპლების მიყვანა.

სომხეთში ტეილერიანის რამდენიმე ქანდაკება დადგეს. მისი პირველი ქანდაკება სომხეთში 1990 წელს სოფელ მასტარაში გაიხსნა.[31]

2017 წელს საფრანგეთში, მარსელში მოედანს მისი სახელი მიენიჭა.[32]

პოპულარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს ტეილერიანის ისტორია მოთხრობილია გრაფიკულ რომანში, სპეციალური მისია: ნემესისი . [33]

სიმღერა Գինի լից, Gini lits ("დაასხით ღვინო"), არის ცნობილი რევოლუციური სიმღერა, [34], რომელიც იხსენებს და ადიდებს ტეილერიანის მიერ თალაათის მკვლელობას. იგი ჩაწერილია სხვადასხვა ვერსიით და მრავალმა სომეხმა იცის ზეპირად. საჰაკ საჰაკიანის ვერსიას აქვს მუსიკალური ვიდეოც. სიმღერის პირველი სტროფი ასე იკითხება:[35]

სომხების საშინელებამ შეძრა მსოფლიო,
თურქეთის ტახტი მიწაზე დაეცა,
თალაათის გარდაცვალებაზე მოგიყვებით.
დაასხით ღვინო, ძვირფასო მეგობარო, დაასხით ღვინო,
დალიეთ ლამაზად; დალიე სიამოვნებით.
  • 1982 წლის ამერიკული ფილმი Assignment Berlin, რეჟისორი ჰრეირ ტუხანიანი, მოგვითხრობს ბერლინში თალაათ ფაშას მკვლელობის შესახებ.
  • 1986 წლის თურქული ფილმი Duvardaki Kan [tr] ("სისხლი კედელზე") ადაპტირებს ტეილერიანის სასამართლო პროცესს.
  • ანრი ვერნეელის 1991 წლის ფრანგული ფილმი Mayrig ასახავს თალაათის მკვლელობას და ტეილერიანის სასამართლო პროცესს.
  • 2020 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმი The Attempt (მცდელობა), რეჟისორი დანიელ დესპარტი, ასახავს ტეილერიანის მიერ თალაათ ფაშას მკვლელობას.[36][37]
  1. Nişanyan Yeradları.
  2. Von Voss, Huberta (2007). Portraits of Hope: Armenians in the Contemporary World. New York: Berghahn Books, გვ. 6. ISBN 9781845452575. 
  3. Derogy, Jacques (1990). Resistance and Revenge: The Armenian Assassination of the Turkish Leaders Responsible for the 1915 massacres and deportations. New Brunswick, NJ: Transaction Publishers, გვ. 65. ISBN 9780887383380. 
  4. The Official Inauguration of Soghomon Tehlirian Square to Take Place in Marseille. Armenian Weekly (April 13, 2017). ციტირების თარიღი: August 21, 2019
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Resistance and Revenge: The Armenian Assassination of the Turkish Leaders Responsible for the 1915 massacres and deportations. 
  6. AGMI received rare photos of Soghomon Tehlirian. ციტირების თარიღი: December 12, 2012
  7. (in Armenian) Tehlirian, Soghomon.
  8. Tehlirian, Recollections, pp. 45–48.
  9. Cummins, Joseph (2006). History's Great Untold Stories: Larger than Life Characters & Dramatic Events that Changed the World. Washington D.C.: National Geographic, გვ. 301. ISBN 9781426200311. 
  10. Tehlirian, Recollections, p. 8.
  11. Fisk, Robert (June 20, 2016). „My conversation with the son of Soghomon Tehlirian, the man who assassinated the organiser of the Armenian genocide“. The Independent. ციტირების თარიღი: May 21, 2019.
  12. Derogy, Jacques (1990). Resistance and Revenge: The Armenian Assassination of the Turkish Leaders Responsible for the 1915 massacres and deportations. New Brunswick, NJ: Transaction Publishers, გვ. 65. ISBN 9780887383380. 
  13. Bogosian, Eric.
  14. Totten, Samuel (2008). Dictionary of genocide, 1. publ., Westport, CT: Greenwood Press, გვ. 418. ISBN 978-0313346446. 
  15. Bogosian.
  16. Totten, Samuel (2008). Dictionary of genocide, 1. publ., Westport, CT: Greenwood Press, გვ. 418. ISBN 978-0313346446. 
  17. Vartabedian, Sarah (2007). Commemoration of an Assassin: Representing the Armenian Genocide (PDF) (Master of Arts). University of North Carolina. p. 7. ციტირების თარიღი: April 25, 2021.
  18. Vartabedian, "Commemoration of an Assassin."
  19. Official Trial of Soghomon Tehlirian. Cilicia. German Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: May 25, 2013
  20. The Case of Soghomon Tehlirian. Center for Armenian Remembrance. 
  21. Vartabedian, Sarah (2007). Commemoration of an Assassin: Representing the Armenian Genocide (PDF) (Master of Arts). University of North Carolina. p. 7. ციტირების თარიღი: April 25, 2021.
  22. Kieser, Hans-Lukas (2018) Talaat Pasha: Father of Modern Turkey, Architect of Genocide. Princeton University Press, გვ. 408. ISBN 978-1-4008-8963-1. 
  23. 23.0 23.1 Fisk, Robert (June 20, 2016). „My conversation with the son of Soghomon Tehlirian, the man who assassinated the organiser of the Armenian genocide“. The Independent. ციტირების თარიღი: May 21, 2019.
  24. Along Armenian Footsteps in Serbia. Armenian Weekly (July 8, 2009). ციტირების თარიღი: May 25, 2013
  25. AGMI received rare photos of Soghomon Tehlirian. The Armenian Genocide Museum-institute. ციტირების თარიღი: December 12, 2012
  26. „Milestones“. Time. June 6, 1960. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 18, 2008. ციტირების თარიღი: June 15, 2019.
  27. Vartabedian, Sarah (2007). Commemoration of an Assassin: Representing the Armenian Genocide (PDF) (Master of Arts). University of North Carolina. p. 7. ციტირების თარიღი: April 25, 2021.
  28. Ihrig, Stefan (2016) Justifying Genocide: Germany and the Armenians from Bismarck to Hitler (en). Harvard University Press, გვ. 371. ISBN 978-0-674-50479-0. 
  29. Kieser, Hans-Lukas (2018) Talaat Pasha: Father of Modern Turkey, Architect of Genocide. Princeton University Press, გვ. 408. ISBN 978-1-4008-8963-1. 
  30. Arendt, Hannah (1963).
  31. „დაარქივებული ასლი“ Սողոմոն Թեհլերյանի արձանն ուխտատեղի էր ռազմաճակատ մեկնող տղաների համար (სომხური). Yerkir Media. March 17, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 9, 2020. ციტირების თარიღი: აგვისტო 11, 2024.
  32. The Official Inauguration of Soghomon Tehlirian Square to Take Place in Marseille. Armenian Weekly (April 13, 2017). ციტირების თარიღი: August 21, 2019
  33. Jan Varoujan Sirapian (2014). Special Mission: Nemesis (Hadoog Kordz). Sigest sarl. ISBN 978-2-917329-71-9. 
  34. „Սողոմոն Թեհլիրեան (1896–1960). Հայկական Իրաւունքի եւ Արդարութեան անմահ մարմնաւորումը“. Azat Or (სომხური). Armenian Revolutionary Federation. May 23, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 10, 2016. ციტატა: „Պատահական չէ, հետեւաբար, որ «Թեհլիրեանի բախտը բացուեց» նշումը կը կատարուի Թալէաթի ահաբեկման նուիրուած ու «Գինի լից» յանկերգով յատկանշուող յեղափոխական ծանօթ երգին մէջ։“
  35. Sonorous Borders: National Cosmology & the Mediation of Collective Memory in Armenian Ethnopop Music (June 6, 2011).
  36. SMC Student Film "The Attempt" Wins Best Student Film at the 2020 Vienna Independent Film Festival. Santa Monica College (October 6, 2020). ციტირების თარიღი: May 29, 2022
  37. Casuso, Jorge. (September 16, 2020) "The Attempt" Becomes Fifth SMC Film to Screen at Cannes. Santa Monica LOOKOUT. ციტირების თარიღი: May 29, 2022