შინაარსზე გადასვლა

სოლომონ მეფე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოლომონ მეფე
שְׁלֹמֹה
დაიბადა ძვ. წ. 990[1]
პალესტინა
გარდაიცვალა ძვ. წ. 931
იერუსალიმი
დასაფლავებულია იერუსალიმი
მოღვაწეობა მონარქი, მმართველი და წინასწარმეტყველები ისლამში
ენა Biblical Hebrew
ეროვნება Israelites
პერიოდი ძვ. წ. X საუკუნე[2]
ცნობილი ნაშრომები სოლომონის ტაძარი
მეუღლე Naamah, a Pharaoh's daughter და უცნობი
შვილ(ებ)ი Rehoboam[3] , მენელიკ I, Basemath და Tafat

სოლომონი (ძვ. ებრ. შლომო) (ებრ.: שְׁלֹמֹה, ტიბერ. Šəlōmōh; არაბ.: سليمان, სულეიმანი; „მშვიდობა“) (გ. დაახლოებით ძვ. წ. 928) — ისრაელის სამეფოს მეფე ძვ. წ. 965ძვ. წ. 928. დავითის ძე და თანამმართველი ძვ. წ. 967ძვ. წ. 965.

იყო ფიგურა აღწერილი ახლო აღმოსავლეთის მანუსკრიპტებში, როგორც იმპერიის ბრძენი მმართველი, რომელიც დაახ. ძვ. წ. 1000 წელს ცხოვრობდა. სახელები „შელომო“ და „სოლომონი“ მისი ცხოვრების ბიბლიურ აღწერასთან არის დაკავშირებული.

ძველ აღთქმაში მას ასევე იედიდაჰს უწოდებენ და აღწერენ, როგორც ისრაელის გაერთიანებული სამეფოს მესამე მეფეს, ჩრდილოეთ ისრაელის სამეფოდ და იუდეის სამხრეთ სამეფოდ გაყოფამდე. გაყოფის შემდეგ იუდეის მეფეები ჩამომავლობით სოლომონის გვარისანი იყვნენ.

ლამაზი აბიშაგი დავითის ხარჭად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დავითს არანაირი კავშირი არ დაუმყარებია მასთან. მაშინდელი წესის თანახმად, ის მხოლოდ დავითის კანონიერი მემკვიდრის საკუთრება უნდა გამხდარიყო. დავითის ძმა ადონია შესაძლოა ფიქრობდა, რომ თუ აბიშაგს ცოლად შეირთავდა, მას კიდევ მიეცემოდა შესაძლებლობა, რომ ტახტი ჩაეგდო ხელში. სოლომონი მიხვდა, თუ რას ითხოვდა ადონია და რა გზით სურდა მეფობის მიღწევა, ამიტომ სოლომონმა მოკლა იგი.

მისი 40-წლიანი მეფობის განმავლობაში ისრაელში მშვიდობა არაფერს დაურღვევია. ბიბლიაში მისი მმართველობის წლები ასეა აღწერილი: „სოლომონის დროს უსაფრთხოდ ცხოვრობდა იუდა და ისრაელი, ყველა თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ, დანიდან ბეერ-შებამდე“ (1 მეფ. 4:25).

სოლომონი იყო იერუსალიმის პირველი ტაძრის ამშენებელი, რომელსაც ასევე სოლომონის ტაძარსაც უწოდებენ. ის ცნობილი იყო განსაკუთრებული სიბრძნით, სიმდიდრითა და სიძლიერით, თუმცა მასვე ჰკიცხავდნენ გვიანდელ ასაკში შედარებითი პაციფიზმისთვის, უფლებას აძლევდა რა მის მოქცეულ ცოლებს სხვა ღმერთებიც ერწმუნათ. სოლომონი მრავალი გვიანდელი ლეგენდის გმირია.

სოლომონმა თავისი სიბრძნით გაითქვა სახელი. ერთხელ მასთან ორი ქალი მივიდა, რომლებიც ერთ ბავშვს ვერ იყოფდნენ. ორივე ამტკიცებდა, რომ ბავშვის დედა თვითონ იყო. სოლომონმა ბრძანა, ბავშვი შუაზე გაეჭრათ და ერთი ნახევარი ერთი ქალისთვის მიეცათ, მეორე ნახევარი კი — მეორესთვის. პირველი ქალი თანახმა იყო, მაგრამ ნამდვილი დედა მეფეს შეევედრა, ბავშვი არ მოეკლათ და პირველი ქალისთვის მიეცათ. სოლომონი მიხვდა, რომ ბავშვის დედა ის იყო, ვისაც გული დაეწვა და ჩვილი მას მისცა. მეფის განაჩენის შესახებ მთელმა ისრაელმა გაიგო.

ტვიროსის მეფე ხირამმა სოლომონს ოთხი ტონა ოქრო გაუგზავნა, საბას დედოფალმაც ამდენივე ოქრო მიართვა, ოფირიდან კი სოლომონის ფლოტმა მისთვის 14 ტონაზე მეტი ოქრო ჩამოიტანა. ბიბლიაში წერია: „ყოველწლიურად ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს“, რაც 22 ტონაზე მეტი ოქრო იყო.

მეფე სოლომონმა დიდი რაოდენობით სპილენძი გამოიყენა იერუსალიმის ტაძრის მოსაწყობად. სპილენძის დიდი ნაწილი მამამისმა, დავითმა, სირიიდან ნადავლად წამოიღო . სპილენძის ზღვა უშველებელი აუზი იყო, საიდანაც მღვდლები წყალს დასაბანად იღებდნენ. აუზის ტევადობა დაახლოებით 66 000 ლიტრი იყო, წონა კი შესაძლოა 30 ტონა (1 მეფეები 7:23—26, 44—46). ტაძრის შესასვლელთან ორი უზარმაზარი სპილენძის სვეტი იდგა. ისინი ღრუიანი იყო, მათი სისქე 7,5 სანტიმეტრი, დიამეტრი 1,7 მეტრი, ხოლო სიმაღლე 8 მეტრი იყო. ორივე სვეტს 2,2 მეტრი სიგრძის ბუღაური ედგა. მართლაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის სპილენძი გამოიყენეს აუზისა და სვეტების ჩამოსასხმელად.

მეფე სოლომონს სხვა ქვეყნებიდან შემოჰყავდა ფარშევანგები ისეთ ძვირფას ნაწარმთან ერთად, როგორიცაა ოქროს, ვერცხლისა და სპილოს ძვლის ნაკეთობები. „შესაძლოა, სოლომონის მიერ შემოყვანილი ფარშევანგებით გაიცნეს პირველად ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებმა ეს ფრინველი“, — ნათქვამია ერთ–ერთ წიგნში (The Natural History of the Bible).რამდენიმე საუკუნის შემდეგ ფარშევანგებმა ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ალექსანდრე მაკედონელზე, რომ თავის ჯარისკაცებს მათ მოკვლას უკრძალავდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]