შინაარსზე გადასვლა

სპირტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეთანოლის მოლეკულის მოდელი

სპირტი (ალკოჰოლი) — ნახშირწყალბადთა ნაწარმი, რომელიც შეიცავს ნაჯერ ნახშირბადატომთან მიერთებულ ერთ ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფს (− ОН). ნაერთებს, რომლებშიც ОН-ჯგუფი დაკავშირებულია არომატულ რგოლთან, უწოდებენ ფენოლებს, ხოლო თუ ნახშირბად-ნახშირბადის ორმაგ ბმასთან — ენოლებს. ნახშირწყალბადის რადიკალის მიხედვით სპირტი შეიძლება იყოს აციკლური, ანუ ალიფატური, ალიციკლური, ცხიმოვან-არომატული და ჰეტეროციკლური.

მოლეკულაში ОН-ჯგუფების რაოდენობის მიხედვით სპირტი შეიძლება იყოს ერთატომიანი (ალკოჰოლი), ორატომიანი (გლიკოლები), სამატომიანი (გლიცერინი), ოთხატომიანი (პენტაერითრიტი) და მრავალატომიანი (ქსილიტი, ჰექსიტი და სხვა). ОН-ჯგუფები შეიძლება იყოს დაკავშირებული პირველად (− СН2ОН), მეორეულ (>CHOH) და მესამეულ (>COH) ნახშირბადატომიანთან, რის მიხედვითაც განასხვავებენ პირველად, მეორეულ და მესამეულ სპირტს. სპირტის სახელწოდება ჩვეულებრივ დაკავშირებულია ნახშირწყალბადური რადიკალის სახელწოდებასთან, მაგალითად, მეთილის სპირტი, ეთილის სპირტი, პროპილის სპირტი და ა.შ. ზოგჯერ იხმარება სპირტის ტრივიალური სახელწოდება, მაგალითად, ხის სპირტი (მეთანოლი), ღვინის სპირტი (ეთანოლი) და სხვა.

  1. წვა:
  2. ჩანაცვლების რეაქცია მეტალებთან:
  3. ჰალოგენწყალბადებთან:
  4. დეჰიდრატაცია:
ა) შიდამოლეკულური ;
ბ) მოლეკულათშორისი
  1. ჟანგვა:
ა) პირველადი — ალდეჰიდი ;
ბ) მეორეული — კეტონი
  1. დეჰიდრირება:
ა) პირველადი — ალდეჰიდი ;
ბ) მეორეული — კეტონი
  1. ჰალოგენალკანის ჰიდროლიზი:
  2. კეტონის/ალდეჰიდის ჰიდრირება:
  3. ალკენის ჰიდრატაცია:
  4. ყურძნის წვენის დუღილისას ღვინის სპირტის მიღება: