შინაარსზე გადასვლა

სპრატლის კუნძულები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპრატლის კუნძულები

სპრატლის კუნძულები (ფილ: Kapuluan ng Kalayaan;[1] ჩინ.: 南沙群島/南沙群岛; ფინინი: Nánshā Qúndǎo; მალ. Kepulauan Spratly; ვიეტ. Quần đảo Trường Sa) ― სადავო არქიპელაგი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. მოიცავს კუნძულებს, მცირე და მარჯნის კუნძულებს[2] და ასზე მეტ რიფს. არქიპელაგი გადაჭიმულია ფილიპინების, მალაიზიისა და სამხრეთ ვიეტნამის სანაპიროებს შორის. სპრატლის არქეიპელაგს სახელი ეწოდა XIX საუკუნის კაპიტნის, რიჩარდ სპრატლის პატივსაცემად, რომელმაც 1843 წელს პირველმა აღმოაჩინა სპრატლის კუნძული. კუნძულები 425,000 კმ²-ის ფართობზეა გაფანტული.

სპრატლის კუნძულები სამხრეთ ჩინეთის ზღვის ერთ-ერთი მთავარი არქიპელაგია. კუნძულების უმრავლესობა დაუსახლებელია, თუმცა ირგვლივ მდიდარი წყლებია მეთევზეთათვის და ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგებსაც შეიცავს.[3][4][5] კუნძულთა ნაწილი სამოქალაქო მოსახლეობითაა დასახლებული. 45-მდე კუნძულზე სამხედრო შენობა-ნაგეობებია განთავსებული, რომლებიც მალაიზიის, ტაივანის, ჩინეთის, ფილიპინების ან ვიეტნამის სამხედრო ძალებს უკავიათ. სპრატლის კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ბრუნეის სასულთნოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა უკავია, რომელიც დაუსახლებელ ლუისას რიფს მოიცავს.

სპრატლის კუნძულები

1939 წლისთვის სპრატლის კუნძულების უმრავლესობა დაუსახლებელი იყო და აქ მხოლოდ ზღვის ფრინველები სახლობდნენ.[2] 1986 წლის ერთ-ერთი ჩინური წყაროს თანახმად, სპრატლის არქიპელაგი 14 კუნძულს, 6 მარჩხობს, 113 შეწყმულ რიფს, 35 წყალქვეშა მარჩხობსა და 21 წყალქვეშა ჭიუხს მოიცავს.[6]

სპრატლის კუნძულები ძველი სახეცვლილი მარჯნის რიფების შერწყმის შედეგადაა წარმოქმნილი. სპრატლის კუნძულების ჩრდილ-აღმოსავლეთი ნაწილი სახიფათო მიწების კატეგორიას მიეკუთვნება, რადგანაც წყალქვეშა რიფებსა და ატოლებს მოიცავს, რაც ამ წყლებში ნავიგაციას სახიფათოს ხდის.

სპრატლის კუნძულების უმრავლესობა დაუსახლებელია და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გამოსადეგ მიწებს არ შეიცავს. მუდმივი სასმელი წყალი კუნძულთა მხოლოდ მცირე ნაწილზეა ხელმისაწვდომი.[4][7]

სპრატლის კუნძულების მიმდებარე წყლები მდიდარია თევზით, გუანოთი, ნავთობითა და ბუნებრივი აირით. კუნძულებზე განვითარებულია კომერციული თევზჭერა, საზღვაო სატვირთო გადაზიდვები, გუანოს მოპოვება, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება და ბოლო პერიოდში, ტურიზმი. არქიპელაგი მთავარი სანაოსნო გზების მალხობლად მდებარეობს.

სპრატლის არქიპელაგის ზოგიერთი კუნძულის სანაპიროს ქვიშისა და კენჭების დანალექები აყალიბებენ. ძლიერი ქარების გავლენით, რომელთა მიმართულებაც სეზონების მიხედვით იცვლება, ზოგჯერ კუნძულთა ზომა და მოყვანილობა იცვლება. მაგალითად, სპრატლის კუნძული ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონის დროს უფრო დიდია (დაახლოებით 700 მ X 300 მ), ვიდრე სამხრეთ-დასავლეთ მუსონის დროს (დაახლოებით, 650 მ X 320 მ).[8]

კუნძულთა უმრავლესობა მარჯნის რიფებისგან შედგება. საერთო ჯამში არქიპელაგი 600-ზე მეტ მარჯნის რიფს მოიცავს.

ინტენსიური მუსონების გამო კუნძულებზე ყვავილოვანი მცენარეები ნაკლებად ხარობენ. დიდი კუნძულები ტროპიკული ტყეებით, სკრებითა და ბალახებითაა დაფარული. ადამიანების მიერ შემოტანილი ან კულტივირებული ჯიშების დადგენა რთულია. 1938 წლისთვის კუნძული ტაიპინგი ბუჩქებით, ქოქოსისთა დ ამაგროთი იყო დაფარული. შემდგომში აქ ანანასის მოყვანაც დაიწყეს. სხვა წყაროების თანახმად, კუნძულებზე პაპაია, ბანანი, პალმები და ატამიც ხარობდა. რამდენიმე კუნძული ტურისტული კურორტია.

სპრატლის კუნძულები

წყაროების თანახმად, სხვადასხვა დროს სპრატლის კუნძულები ჩინელი და ვიეტნამელი მეთევზეებით იყო დასახლებული. 1888 წელს სპრატლის კუნძულებსა და ამბოაიანის კუნძულზე გუანოს მოპოვების უფლება ცენტრალური ბორნეოს კომპანიამ მიიღო.[9] მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულები ფრანგული ინდოჩინეთისა და იაპონიის სამხედრო ძალებმა დაიკავეს.[10][11][12] 1956 წლამდე კუნძულებზე მუდმივი მოსახლეობა არ სახლობდა, სანამ ფილიპინელმა თავგადასავლების მაძიებელმა, ტომას კლომა უფროსმა სპრატლის კუნძულების ნაწილი თავის საკუთრებად არ გამოაცხადა და „თავისუფლების მიწის თავისუფალი ტერიტორია“ უწოდა.[13]

სპრატლის კუნძულები რამდენიმე სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის: განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში (ბრუნეი),[14] სანშას პრეფექტურაში (ჰაინანი, ჩინეთი),[15] საბაჰის შტატში (ინდონეზია), კალაიაანის მუნიციპალიტეტში (პალავანის პროვინცია, ფილიპინები), გაოსიუნის მუნიციპალიტეტში (ტაივანი), კჰანჰოას პროვინციაში (ვიეტნამი).

XIX საუკუნეშეი ევროპელებმა შეამჩინეს, რომ ჰაინანელი ჩინელი მეთევზეები ყოველწლიურად წელიწადის ნაწილს სპრატლის კუნძულებზე ატარებდნენ. 1877 წელს სპრატლის კუნძულები ბრიტანელთა იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდა.[16][17]

1883 წელს სპრატლისა და პარასელის კუნძულები გერმანელებმა გამოიკვლიეს, რასაც ჩინეთის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 1887 წელს საფრანგეთსა და ჩინეთს შორის ჩინეთ-ვიეტნამის სასაზღვრო კონვენციას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც სპრატლისა და პარასელის კუნძულები ჩინეთის შემადგენლობაში შედიოდა.[18][19] 1902 და 1907 წლებში ჩინეთმა კუნძულებზე საზღვაო სამხედრო ძალები გაგზავნა, რომლებმაც კუნძულებზე დროშები და მონიშვნები განათავსეს. ჩინეთის რესპუბლიკამ სპრატლისა და პარასელის კუნძულები ჰაინანის იურისდიქციის ქვეშ გააერთიანა.[18]

დამატებითი ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Anda, Redempto (17 July 2012). „Government told of China buildup 2 months ago“. Philippine Inquirer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 November 2013. ციტირების თარიღი: 29 October 2013.
  2. 2.0 2.1 Claudius Madrolle (1939). „La question de Hai-nan et des Paracels“ [The question of Hai-nan and Paracel]. Politique étrangère (ფრანგული). 4 (3): 302–312. doi:10.3406/polit.1939.5631. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 June 2018. ციტირების თარიღი: 7 May 2016.
  3. Owen, N. A. and C. H. Schofield, 2012, Disputed South China Sea hydrocarbons in perspective. Marine Policy. vol. 36, no. 3, pp. 809–822.
  4. 4.0 4.1 „Why is the South China Sea contentious?“. BBC. July 12, 2016.
  5. Q&A: South China Sea dispute. ციტირების თარიღი: 30 October 2013
  6. The Impact of Artificial Islands on Territorial Disputes Over The Spratly Islands, by Zou Keyuan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 7 May 2016
  7. Mark E. Rosen (18 July 2016). „China Has Much to Gain From the South China Sea Ruling“. The Diplomat (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 April 2017. ციტირების თარიღი: 2017-04-27.
  8. Tran Duc Thanh. (May 1994) Động lực bồi tụ, xói lở bờ và sự thay đổi hình dạng đảo san hô Trường Sa. ციტირების თარიღი: 28 July 2014
  9. FO 881/5741. ციტირების თარიღი: 20 February 2020
  10. Timeline. History of the Spratlys. www.spratlys.org. ციტირების თარიღი: 21 March 2014
  11. Chemillier-Gendreau, Monique (2000). Sovereignty Over the Paracel and Spratly Islands. Kluwer Law International. ISBN 978-9041113818. 
  12. (2010) China Sea pilot, 8th, Taunton: UKHO – United Kingdom Hydrographic Office. 
  13. „China and Philippines: The reasons why a battle for Zhongye (Pag-asa) Island seems unavoidable“. China Daily Mail. 13 January 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 March 2014. ციტირების თარიღი: 21 March 2014.
  14. Borneo Post: When All Else Fails(archived from the original on 28 February 2008) Additionally, pages 48 and 51 of "The Brunei-Malaysia Dispute over Territorial and Maritime Claims in International Law" by R. Haller-Trost, Clive Schofield, and Martin Pratt, published by the International Boundaries Research Unit დაარქივებული 18 October 2009 საიტზე Wayback Machine. , University of Durham, UK, points out that this is, in fact, a "territorial dispute" between Brunei and other claimants over the ownership of one above-water feature (Louisa Reef)
  15. Romero, Alexis (8 May 2013). „China fishing boats cordon off Spratlys“. The Philippine Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 January 2014. ციტირების თარიღი: 29 October 2013.
  16. (2002) War Or Peace in the South China Sea?, Contributor: Nordic Institute of Asian Studies, illustrated, NIAS Press, გვ. 9–11. ISBN 978-8791114014. 
  17. (2008) Security and International Politics in the South China Sea: Towards a co-operative management regime, illustrated, Taylor & Francis, გვ. 43. ISBN 978-0203885246. 
  18. 18.0 18.1 Severino, Rodolfo (2011). Where in the World is the Philippines?: Debating Its National Territory, illustrated, Institute of Southeast Asian Studies, გვ. 74, 76. ISBN 978-9814311717. 
  19. Wortzel, Larry M.; Higham, Robin D. S. (1999) Dictionary of Contemporary Chinese Military History, illustrated, ABC-CLIO, გვ. 180. ISBN 978-0313293375.