შინაარსზე გადასვლა

სტამბოლის აეროპორტის ტერაქტი (2016)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერაქტი ათათურქის აეროპორტში (2016)
Atatürk Havalimanı saldırısı

ტერმინალი 2, სადაც მოხდა ტერაქტი
მდებარეობა ათათურქის აეროპორტი, სტამბოლი, თურქეთის დროშა თურქეთი
თარიღი 28 ივნისი 2016, 22:00 (UTC+02:00)
სამიზნე სამოქალაქო პირები და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახური
თავდასხმის ტიპი
სუიციდი, მასობრივი მკვლელობა, ტერაქტი
იარაღი ბომბი, ავტომატი (კალაშნიკოვის ტიპის)
დაღუპულები 45 (აქედან სამი ტერორისტი)[1]
მსხვერპლნი 238
ორგანიზატორები ისლამური სახელმწიფო
მონაწილეების რაოდენობა
3 (ყველა მოკლული)

თავდასხმა ათათურქის აეროპორტზე მოხდა 2016 წლის 28 ივნისს, როდესაც დაიწყო სროლა აეროპორტის საერთაშორისო ფრენების მეორე ტერმინალში.[2] თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის თქმით, მინიმუმ 46 ადამიანი დაიღუპა და 239 ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელებთან ერთად.[3][4][5] სროლის ხმა გაისმა აეროპორტის ავტოსადგომზე,[2] ხოლო აფეთქება მოხდა საერთაშორისო ფრენების ტერმინალის შესასვლელში[6] და როგორც ჩანს, თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები აეროპორტის სხვადასხვა კუთხეში მოხდა.[4]

თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თავდამსხმელები მოქმედებდნენ ისლამური სახელმწიფოს სახელით და გადმოვიდნენ თურქეთში ISIL-ის მიერ სირიის კონტროლირებად ტერიტორიიდან. მაგრამ დღემდე არავის არ აუღია პასუხისმგებლობა თავდასხმაზე.

მედიის ინფორმაციით, სამი თავდამსხმელი, თურქეთის ოფიციალური პირების მონაცემებით, რუსეთიდან და ცენტრალური აზიიდან არიან.

სტამბოლში ამ ტერაქტამდე უკვე მოხვდა სამი ტერაქტი, 2016 წლის იანვარში და მარტში, რომლებზეც პასუხისმგებლობა აიღო ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ (ISIL). ბოლო ტერაქტი სტამბოლში 7 ივნისს მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა ქურთისტანის თავისუფლების მიმინოებმა (ტაკი) აიღო, რომელიც ქურთისტანის მუშათა პარტიის რადიკალური ფრთაა.

ცოტა ხნით ადრე, 22:00 საათზე აეროპორტში, ორმა თავდამსხმელმა მიუახლოვდა რენტგენის სკანერს, უსაფრთხოების საგუშაგოსთან და ცეცხლი გაუხსნა მათ.[7] შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელებმა მაშინ ააფეთქეს ბომბი მათ წინ.[8][9]

უსაფრთხოების კამერის თანახმად, ერთ-ერთი ტერორისტი, მეორე ტერმინალის დაახლოებით 24 მ შიგნით შეაღწია (საერთაშორისო ტერმინალი), რის შემდეგ იგი ააფეთქა თავისთავი.[10] ხოლო მეორე აფეთქება მოხდა მეორე ტერმინალის მახლობლად, ავთოსადგომზე.[11]

ორმა თავდამსხმელმა ააფეთქა თავისთავი, ხოლო ერთი მოკლეს, სავარაუდოდ, უშიშროების ძალებმა.[12]

შეტევის დროს და შემდეგ, ასობით მგზავრმა აეროპორტის შიდნით დაიმალნენ სადაც მათ შეეძლოთ: მაღაზიებში, საპირფარეშოში და სკამების ქვეშ.[12]

45 ადამიანი (პლუს სამი თავდამსხმელი) დაიღუპა და 238 ადამიანი დაშავდა.[13][14] ნახევარი აქედან დაღუპულების თურქეთის მოქალაქეებია, მაგრამ 20 ადამიანი 10 სხვა ქვეყბის მოქალაქეა.[15][16]

დაღუპულები ეროვნების მიხედვით
ქვეყანა დაღუპული
თურქეთის დროშა თურქეთი 23
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 6
პალესტინის დროშა პალესტინა 3
იორდანიის დროშა იორდანია 3
ერაყის დროშა ერაყი 2
ჩინეთის დროშა ჩინეთი 1
ირანის დროშა ირანი 1
ტუნისის დროშა ტუნისი 1
უკრაინის დროშა უკრაინა 1
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი 1
ჩილეს დროშა ჩილე 1
არაიდენფიცირებული 2
ჯამში 45

აფეთქების შემდეგ, ყველა რეისი შეჩერდა, მგზავრები გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას.

  1. Son dakika: İstanbul Atatürk Havalimanı'nda patlama: 42 ölü, 238 kişi yaralandı
  2. 2.0 2.1 Blast and gunfire 'at Istanbul airport'. BBC. ციტირების თარიღი: 28 June 2016.
  3. Tavernise, Sabrina; Yeginsu, Ceylan (28 June 2016). „Attack at Istanbul Airport Leaves at Least 31 Dead“. The New York Times. ციტირების თარიღი: 29 June 2016.
  4. 4.0 4.1 Calderwood, Imogen. BREAKING NEWS: Two explosions and gunfire at Istanbul's Ataturk airport cause multiple injuries. Daily Mail. ციტირების თარიღი: 28 June 2016.
  5. https://www.rt.com/news/348735-explosion-atatukr-reports-injured/
  6. Istanbul Ataturk airport attack: At least 10 reported dead. ციტირების თარიღი: 2016-06-28
  7. Akyavas, Aziz; Engel, Richard; Windrem, Robert; Johnson, Alex; Ortiz, Erik. Explosions Rock Istanbul Airport, Multiple Deaths Reported. NBC News (28 June 2016). ციტირების თარიღი: 28 June 2016.
  8. Istanbul Ataturk airport attack: At least 10 reported dead. BBC News. ციტირების თარიღი: 28 June 2016.
  9. Matt Payton. „Turkey airport attack: Ten dead after explosions and gunfire reported at Ataturk International airport in Istanbul“. The Independent. ციტირების თარიღი: 28 June 2016.
  10. Istanbul Airport Attack. snappytv.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 29 June 2016.
  11. Tavernise, Tim Arango, Sabrina; Yeginsu, Ceylan (28 June 2016). „Attack at Istanbul Airport Leaves at Least 36 Dead“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 29 June 2016.
  12. 12.0 12.1 Passengers flee, hide at Istanbul airport – CNN, http://www.cnn.com/videos/world/2016/06/28/turkey-airport-istanbul-passengers-flee-orig-mg.cnn. წაკითხვის თარიღი: 29 June 2016
  13. Explosions reported at Istanbul's Ataturk Airport. RT. ციტირების თარიღი: 28 June 2016.
  14. Turkish authorities identify suicide bombers; death toll 43. AP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მაისი 2017. ციტირების თარიღი: 30 June 2016.
  15. Steinbuch, Yaron. (29 June 2016) Death toll rises to 41 in attack at Istanbul airport. New York Post. ციტირების თარიღი: 29 June 2016.
  16. The Latest: Death toll in Turkish suicide attack at least 44. metronews.ca (30 June 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 30 June 2016.