სტივენ კინგი
სტივენ ედვინ კინგი (ინგლ. Stephen King; დ. 21 სექტემბერი, 1947) — ამერიკელი მწერალი, სცენარების ავტორი, მუსიკოსი, მესვეტე, ფილმების პროდიუსერი და რეჟისორი. გაყიდული აქვს წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი და კარგად ცნობილია საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში, რომელშიც ჟანრის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩევა. მას ასევე დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი როგორც ფანტაზიის, ასევე არაფანტაზიის ჟანრში. ავტორია ტელესცენარებისა, მათ შორის, კომიკურ სტილში. მოღვაწეობს როგორც ჟურნალისტი.
ზოგიერთი ნაწარმოები გამოცემული აქვს ფსევდონიმებით:
- რიჩარდ ბაქმანი (ინგლ. Richard Bachman) — „მძვინვარება“, „ხანგრძლივი გასეირნება“, „მორბენალი ადამიანი“, „წონაში იკლებს“, „რეგულატორები“ და „ბლეიზი“;
- ჯონ სუითენი (ინგლ. John Swithen) — მხოლოდ თხზულებები.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტივენ კინგი დაიბადა პორტლენდში, მეინის შტატში, 1947 წლის 21 სექტემბერს დონალდ ედვინ კინგისა და ნელი რუთ პილსბურის ოჯახში. როდესაც კინგი ორი წლის იყო, მამამისი სახლიდან სიგარეტის საყიდლად გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. მარტოხელა დედას სტივენისა და მისი უფროსი აყვანილი ძმის გაზრდა მარტოს მოუხდა. დონალდის ბედი მას აქეთ არც გარკვეულა. ოჯახი ერთი პერიოდი დიდ ფინანსურ გაჭირვებას განიცდიდა. კინგს თავისი ბავშვობის წლები აღწერილი აქვს როგორც უცოდველობის პერიოდი. ოჯახი ვისკონსისნის შტატში, დაბა ეუსტ დე პერში გადავიდა, ამის შემდგომ, ინდიანაში, ფორტ უეინში დასახლდნენ, და ბოლოს, სტრადფორდში, კონექტიკუტის შტატი. როდესაც სტივენი 11 წლის იყო, ოჯახი უკან, მენში დაბრუნდა და ნელისაც მშობლების მოვლა მოუწია მათ გარდაცვალებამდე. შემდგომ ნელი ადგილობრივ დაწესებულებაში იწყებს მუშაობას გონებრივად ჩამორჩენილთათვის საკვების დამტარებლად.
ბავშვობაში კინგი მეგობრის ტრაგიკულ სიკვდილს შეესწრო, როდესაც ამ უკანასკნელს მატარებელმა გადაუარა. ამის შესახებ სტივენს მეტიც აღარაფერი ახსოვს. როგორც ოჯახი იხსენებს, სტივენი და დაღუპული ბიჭი ერთად გავიდნენ სახლიდან სათამაშოდ, მოკლე ხანში კი სტივენი ენაჩავარდნილი და შოკირებული დაბრუნდა შინ. ოჯახმა ბიჭის დაღუპვის ამბავი მოგვიანებითღა შეიტყო. ზოგიერთი კომენტატორი სწორედ ამ შემთხვევას უკავშირებს კინგის წყვდიადისეული და ჩახლართული ლიტარატურული ქმნილებების შექმნის იდეას. თავად კინგი ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს.
მწერლობის დაწყება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კინგმა მწერლის კარიერა 1959 წელს დაიწყო, როდესაც უფროს ძმასთან ერთად , ადგილობრივი, საქალაქო გაზეთის გამოცემა დაიწყო. 1960 წელს მან 18 მოთხრობისგან შემდგარი კრებული გამოუშვა სახელწოდებით „ხალხი, ადგილები და რამეები—ტომ!“ (აქვე უნდა ითქვას, რომ სიტყვა „Things“ ინგლისურიდან ითარგმნება, როგორ „რამეები“, ასევე „საგნები“, „ნივთები“). ერთი წლის თავზე გამოიცა წიგნის მეორე ნაწილი „ვარსკვლავური დამპყრობნი“ („The Star Invaders“).
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1966 წელს კინგმა საშუალო სკოლა დაამთავრა და მენის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მომავალი მეუღლე — ტაბიტა სპრიუსი გაიცნო. 1970 წელს მან უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით დაასრულა. სამხედრო სამსახურისთვის ის დაიწუნეს. პირველი ხანები ოჯახს ფინანსურად უჭირდა, რადგან მხოლოდ კინგის ხელფასზე ცხოვრობდნენ, რომელსაც ის სამრეცხაოში იღებდა. კინგს ცოტაოდენი შემოსავალი პრესაში დაბეჭდილი მოთხრობებიდანაც ჰქონდა. იმ ხანებში მათ ვაჟი და ქალიშვილი შეეძინათ.
1971 წლის შემოდგომაზე კინგმა შტატ მენის ქალაქ ჰემფდენის სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მეუღლემ იმხანად სანაგვე კალათში რომან „კერის“ ნაწერები იპოვა, რომელიც კინგს წარუმატებლად მიეჩნია და გადაეგდო, და ქმარი აიძულა ნაწარმოები დაესრულებინა.
პირველი გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1974 წელს გამომცემლობა „Doubleday“ გამოსცემს რომანს „კერი“, რომლისთვისაც კინგს ავანსად უხდიან 2500 $-ს. შემდგომ გამომცემლობამ ამ რომანზე საავტორო უფლებები ახალ ამერიკულ ბიბლიოთეკას 400 000 $-ად მიჰყიდა, თანხის ნახევარი კი კინგმა აიღო. ასეთი შემოსავლით მან სკოლა მიატოვა. ამავე წელს კინგი კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში გადავიდა, სადაც რომანი „ციალი“ დაწერა.
- 1970-იანი წლების მიწურულს კინგმა, რიჩარდ ბაჰმანის ფსევდონიმით, თავისი ადრეული რომანი „ამასთან შეგუება“ ახალი სახელით „მძვინვარება“ გამოსცა.
- 1982 წელს გამოვიდა ახალი რომანი „მსროლელი“ — პირველი რომანი ციკლიდან „ბნელი კოშკი“.
- 1989 წელს კინგმა გამომცემლობა „ვიკინგთან“ 35 მლნ $-იან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც მას ამ სერიით კიდევ ოთხი წიგნი უნდა დაეწერა, თუმცა,
- 1997 წელს კონტრაქტი გაწყვიტა, რადგან რომანში „ძვლებიანი ტომარა“ 17 მლნ $-ის აღებას აპირებდა. ამისათვის მან გამომცემლობა „საიმონ ენდ შუსტერთან“ გააფორმა ხელშეკრულება და 8 მლნ $ ავანსის სახით მიიღო და მოგებიდან 50%-ის უფლებაც მოიპოვა.
- 1999 წელს კინგს მანქანა დაეჯახა. მწერალმა სერიოზული ტრავმები მიიღო. ეს შთაბეჭდილებანი მან მოგვიანებით მემუარებში „როგორ დავწეროთ წიგნი“ და „ბნელი კოშკის“ მეშვიდე ნაწილში აღწერა.
გარდა ამისა, სტივენ კინგს მონაწილეობა აქვს მიღებული სერიალ „საიდუმლო მასალების“ მეხუთე სეზონის პირველი სერიის შექმნაში. სერიას ჰქვია „Chinga“.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ 6.0 6.1 NooSFere — 1999.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ BD Gest'
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Catalogue of the Library of the Pontifical University of the Holy Cross
- ↑ GeneaStar
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118813250 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://www.nytimes.com/2008/04/10/books/10mailer.html
- ↑ http://www.ew.com/ew/article/0,,20331130,00.html
- ↑ http://www.ew.com/ew/article/0,,20349507,00.html
- ↑ „ბნელი კოშკი“ სტივენ კინგის ოფიციალურ საიტზე
- ↑ 22.0 22.1 22.2 http://theedgars.com/awards/
- ↑ http://gpi.noosfere.org/1997.php
- ↑ http://gpi.noosfere.org/2002.php
- ↑ https://www.crimewritersna.org/copy-of-hammett-prize-past-winners-n-2
- დაბადებული 21 სექტემბერი
- დაბადებული 1947
- ო. ჰენრის ჯილდოს მფლობელები
- ამერიკელი მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი ესეისტები
- XX საუკუნის ამერიკელი არამხატვრული მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი რომანისტები
- XX საუკუნის ამერიკელი პოეტები
- XXI საუკუნის ამერიკელი ესეისტები
- XXI საუკუნის ამერიკელი არამხატვრული მწერლები
- XXI საუკუნის ამერიკელი რომანისტები
- XXI საუკუნის ამერიკელი პოეტები
- ამერიკელი კრიმინალური ჟანრის მწერლები
- ამერიკელი ფენტეზი მწერლები
- ამერიკელი კინორეჟისორები
- ამერიკელი მამაკაცი რომანისტები
- ამერიკელი საშინელებათა ჟანრის მწერლები
- ამერიკელი მამაკაცი არამხატვრული მწერლები
- ამერიკელი მამაკაცი პოეტები
- ამერიკელი მამაკაცი სცენარისტები
- ამერიკელი ქველმოქმედები
- ამერიკელი ფსიქოლოგიური ჟანრის მწერლები
- ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლები
- ამერიკელი სცენარისტები
- ნეოკონსერვატიზმის კრიტიკოსები
- ფლორიდელი რომანისტები
- ფსევდონიმიანი მწერლები
- გოთიკური ჟანრის მწერლები
- მეინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ფენტეზის მსოფლიო პრემიის ლაურეატები