შინაარსზე გადასვლა

სტრომბოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტრომბოლი
კოორდინატები: 38°48′14″ ჩ. გ. 15°13′24″ ა. გ. / 38.80389° ჩ. გ. 15.22333° ა. გ. / 38.80389; 15.22333
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სიმაღლე 926 
ტიპი სტრატოვულკანი
ასაკი უძველესი 20 000 წ.
ბოლო ამოფრქვევა 1934 წლიდან დღემდე
სტრომბოლი — იტალია
სტრომბოლი

სტრომბოლი (იტალ. Stromboli; სიცილ. Struògnuli) — პატარა კუნძული ტირენიის ზღვაში, სიცილიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან. შედის ლიპარიის კუნძულთა ჯგუფში. კუნძულზე მდებარეობს იტალიის ყველაზე აქტიური ვულკანი. სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვა „Strongulē“-დან, რაც ამობურცულს ნიშნავს. სწორედ ასე უწოდეს კუნძულს ძველმა ბერძნებმა. სტრომბოლის მოსახლეობა 400-800 ადამიანს შეადგენს.

კუნძულზე მდებარე ვულკანი მრავალჯერ ამოფრქვეულა, ხოლო ვულკანური აქტივობები და მცირე ამოფრქვევები გამუდმებით მიმდინარეობს, რისი ხილვაც კუნძულის მრავალი ადგილიდან და ზღვიდანაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, სტრომბოლს „ხმელთაშუა ზღვის სინათლის სახლს“ უწოდებენ. ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ამოფრქვევა მოხდა 2009 წლის 13 აპრილს. მდებარეობს ზღვის დონიდან 926 მეტრზე. მოიცავს სამ აქტიურ მწვერვალს.

აღსანიშნავია, რომ ვულკანზე მასიური, გამუდმებული ამოფრქვევები ბოლო 20 000 წლის მანძილზე მიმდინარეობს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]