ტაკლობანი
ტაკლობანი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 11°15′00″ ჩ. გ. 125°00′00″ ა. გ. / 11.25000° ჩ. გ. 125.00000° ა. გ. |
დაარსდა | 1770 |
ფართობი | 201.72 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 40 მეტრი |
მოსახლეობა | 251 881 (1 მაისი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 53 |
საფოსტო ინდექსი | 6500 |
ოფიციალური საიტი | https://www.tacloban.gov.ph/ |
ტაკლობანი (ოფიციალურად ქალაქი ტაკლობანი; ტაგ: Lungsod ng Tacloban; ვარ: Syudad han Tacloban) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, აღმოსავლეთ ვისაიასის (რეგიონი VIII) რეგიონული ცენტრი. ქალაქი ლეიტეს პროვინციისგან დამოუკიდებელია, თუმცა მის პროვინციულ დედაქალაქს წარმოადგენს. 2015 წლის აღწერით ტაკლობანის მოსახლეობის რაოდენობა 242 089 ადამიანია და ამ მაჩვენებლით აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში პირველია. ტაკლობანი ფილიპინების დედაქალაქ მანილადან 580 კმ-ით (360 მილი) არის დაშორებული.
მცირე ხნის მანძილზე, 1944 წლის 20 ოქტომბრიდან 1945 წლის 27 თებერვლამდე ტაკლობანი ფილიპინების დედაქალაქი იყო. აზიის მენეჯმენტის ინსტიტუტის პოლიტიკის ცენტრის მიერ ჩატარებული ფართო გამოკლვევის მიხედვით (გამოქვეყნდა 2010 წლის ივლისში) ტაკლობანი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლით მე-5 ქალაქია ფილიპინებში.[2] 2013 წლის 8 ნოემბერს ქალაქი ტაიფუნმა ჰაიანმა გაანადგურა. ტაიფუნებმა ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა 1897 და 1912 წლებშიც.[3] 2015 წლის 17 იანვარს ფილიპინებში ვიზიტის დროს რომის პაპი ფრანცისკე ტაკლობანსაც ეწვია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1830 წლის 26 თებერვალს ტაკლობანი ლეიტეს დედაქალაქად გამოცხადდა. გადაწყვეტილება ორი მიზეზის გამო მიიღეს: ტაკლობანს იდეალური საპორტო მდებარეობა ჰქონდა და კარგ თავშესაფარს წარმოადგენდა. 1952 წლის 20 ივნისს, 760-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად ტაკლობანი ჩარტერულ ქალაქად გამოცხადდა.[4]
Highly urbanized city[5]
1912 წლის ნოემბერს ქალაქი ტაიფუნმა თითქმის გაანადგურა. ტაკლობანსა და კაპისში 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა (იმ დროისთვის ამ ორი ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტი).[6]
1942 წელს ტაკლობანში იაპონელთა სამხედრო ძალები გადასხდნენ, რის შემდეგაც ლეიტეს ოკუპაცია ორ წელს გაგრძელდა. იაპონელებმა ქალაქი გაამაგრეს და მისი საჰაერო ველიც განავითარეს. სან პედროს ყურეში დიდი ზომის საზღვაო ტრანსპორტის შეყვანა იყო შესაძლებელი, რის გამოც ტაკლობანი იაპონიის იმპერიის სამხედრო-საზღვაო ძალების პორტი გახდა. იაპონელთა წინააღმდეგ პარტიზანთა ჯგუფები ლეიტეშიც ჩამოყალიბდა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი რუპერტო კანგლეონის ჯგუფი იყო.
ლეიტე პირველი ადგილი იყო, რომელიც ამერიკულმა და ფილიპინურმა ჯარებმა გაათავისუფლეს. გენერალ დაგლას მაკარტურის ჯარები ტაკლობანში, პალოს სანაპიროზე და მიმდებარე ქალაქ დულაგში 1944 წლის 20 ოქტომბერს გადასხდნენ. სამი დღის შემდეგ ტაკლობანში კაპიტოლიუმის შენობის გახსნის ცერემონიაზე მაკარტურმა პრეზიდენტ სერხიო ოსმენასთან ერთად ტაკლობანი სამთავრობო ქალაქად და ფილიპინების დედაქალაქად გამოაცხადა, სანამ ქვეყანას საბოლოოდ გაათავისუფლებდნენ.[7] ლეიტეს პროვინციული მთავრობა და ტაკლობანის მუნიციპალური მთავრობა ხელახლა ჩამოყალიბდა.
ტაკლობანი მაღალურბანიზებულ ქალაქად 2008 წლის 4 ოქტომბერს გამოცხადდა პრეზიდენტ გლორია მაკაპაგალ-აროიოს მიერ[8] და ხალხის მიერ რატიფიცირებულ იქნა იმავე წლის 18 დეკემბერს.[9]
2015 წლის 17 იანვარს შემდეგ ფილიპინებში რომის პაპ ფრანცისკეს ვიზიტისას, კათოლიკური ეკლესიის მეთაური ტაკლობანსაც ეწვია.[10]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაკლობანი მდებარეობს კუნძულ ლეიტეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი კონკაბატოს ყურეს ესაზღვრება. ყურე სან-ხუანიკოს სრუტის აღმოსავლეთ ბოლოშია. ტაკლობანი სრუტის გასწვრივაა გაშენებული. ჩრდილოეთით ბაბატნგონის მუნიციპალიტეტი მდებარეობს. სრუტე კუნძულ ლეიტესა და სამარს ერთმანეთისგან გამოყოფს.
-
ბალიუანის პარკის მარცხენა ნაპირი
-
ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი
-
სათევზაო კანოეები კანკაბატოს ყურეში. უკან სან ხუანიკოს სრუტე და სამარის კუნძული
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ტაკლობანი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, მაგრამ ამ ადგილებში წარმოქმნილი ხშირი ციკლონების გამო კლიმატი ეკვატორული არ არის. ეკვატორული კლიმატური სარტყელი ტროპიკულ კლიმატს მიეკუთვნება, რომელშიც მშრალი სეზონი არ გამოიყოფა და საშუალო თვიური ნალექიანობის მაჩვენებელი 60 მმ-ს არ აღემატება. ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში ზაფხული და ზამთარი მკვეთრად არ არის გამოხატული. ამინდი ცხელი და წვიმიანია მთელი წლის მანძილზე და წვიმები ხშირი და ძლიერია. ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში ტემპერატურული ცვლილებები უფრო მაღალია.
ტაკლობანში საშუალო დღიური ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე 31.1 °C-ია (88.0 °F). ყველაზე თბილი თვე მაისია. ამ დროს საშუალო დღიური ტემპერატურა 32.3 °C-ია (90.1 °F), ხოლო ყველაზე ცივი თვე იანვარი და თებერვალია, რომელთა საშუალო დღიური ტემპერატურა 23.4 °C-ია (74.1 °F).[11]
ტაკობანში დაფიქსირებული უმაღლესი ტემპერატურა 38.0 °C-ია (100.4 °F) (1924 წლის 6 აპრილი), ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა დეკემბერში დაფიქსირდა და 17.5 °C (63.5 °F) იყო.[12]
წლიური საშუალო ნალექიანობის მაჩვენებელი 2 659.3 მმ-ია. ყველაზე მეტი ნალექი დეკემბერში მოდის (386 მმ), ხოლო ყველაზე ცოტა — აპრილში (115.2 მმ).[11]
ბარანგაები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ტაკლობანი 138 ბარანგაიდ იყოფა, რომელთაგანაც თითოეულს საკუთარი საბჭო ჰყავს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის მონაცემებით ტაკლობანის მოსახლეობა 242 089 ადამიანია. მათი დიდი ნაწილი ვარაიულ ენაზე საუბრობს. ამ ენას ოფიციალურად Lineyte-Samarnon-ს (ლეიტე-სამარნონი) უწოდებენ და მასზე ქალაქის მოსახლეობის 90%-ზე მეტი საუბრობს. მოსახლეობის 6.08%-ს სებუანურ, კანასა და ვისაიანურ ენებზე მოსაუბრე ეთნიკური ჯგუფები შეადგენენ. 0.8% ტაგალურ ენაზე საუბრობს, 0.1% — ილოკანურ ენაზე, 0.07% კაპამპანგანის ენაზე, ხოლო 2.95% სხვა ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნება.
ტაკლობანის მოსახლეობის 88.52% რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია, 6.12% მუსლიმანია (უმრავლესობა მინდანაოელი მიგრანტია), 0.83% — ადგილობრივი ქრისტიანული კონფესიის, ქრისტეს ეკლესიის მიმდევარია, 0.94% — ევანგელისტია, 0.8% — ბაპტისტი, 0.49% — მეშვიდე დღის ადვენტისტი, ხოლო 3.1% სხვა რელიგიათა მიმდევარია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაკლობანი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Tacloban Profile at PhilAtlas.com
- Typhoon Haiyan appears to be the deadliest natural disaster on record
- Official Website of the Provincial Government of Leyte დაარქივებული 2013-04-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Cities and Enterprises, Competitiveness and Growth: Philippine Cities Competitiveness Ranking Project 2009. Asian Institute of Management Policy Center (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 January 2014. ციტირების თარიღი: 13 April 2013.
- ↑ Ocampo, Ambeth R. (19 November 2013). „Tacloban, not once but thrice“. Philippine Daily Inquirer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 November 2013.
- ↑ Proclamation No. 394, s. 1953 (6 June 1953). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2020. ციტატა: „Pursuant to the authority conferred upon me by section 89 of Republic Act No. 760, creating the City of Tacloban, I, Elpidio Quirino, President of the Philippines, do hereby fix June 12, 1953, for the organization of the Government of the City of Tacloban.“ ციტირების თარიღი: 21 February 2018.
- ↑ COMELEC Minute Resolution No. 09-0036
- ↑ „15,000 Die in Philippine Storm“. Washington Herald. 30 November 1912. ციტირების თარიღი: 19 November 2013.
- ↑ Proclamation of General Douglas MacArthur to the People of the Philippines, October 23, 1944 (23 October 1944). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 21 February 2018
- ↑ Proclamation No. 1637 dated 4 October 2008
- ↑ „Tacloban is 1st highly urbanized city“. Cebu Daily News. Philippine Daily Inquirer. 20 დეკემბერი 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი 2010.
- ↑ „Pope Francis cuts short visit to typhoon-hit Tacloban“. BBC News. ციტირების თარიღი: September 26, 2018.
- ↑ 11.0 11.1 Tacloban City, Leyte Climatological Normal Values. Philippine Atmospheric, Geophysical and Astronomical Services Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 October 2018. ციტირების თარიღი: 18 October 2018.
- ↑ Tacloban City, Leyte Climatological Extremes. Philippine Atmospheric, Geophysical and Astronomical Services Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 October 2018. ციტირების თარიღი: 18 October 2018.
|