ტალიამენტო (მდინარე)
იერსახე
ადიჯე | |
---|---|
ქვეყანა | იტალია |
სათავე | ალპები |
სიგრძე | 178 კმ |
აუზის ფართობი | 2 916 კმ² |
ადიჯე ვიკისაწყობში |
ტალიამენტო (იტალ. Tagliamento) — მდინარე ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში. სათავეს იღებს ალპებში და ჩაედინება ადრიატიკის ზღვაში, ტრიესტსა და ვენეციას შორის. ზემო ნაწილში, ის გაივლის ისტორიულ რეგიონ კანრიას, უდინეს პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილს. შუა და ქვემო ნაწილებში, მასზე უდინესა და პორდენონეს პროვინციების საზღვარი გაივლის.
აუზის ფართობი 2 916 კმ²-ს შეადგენს, სადაც დაახლოებით 165 000 ადამიანი ცხოვრობს და იგი თითქმის მთლიანად კარნიის რეგიონში მდებარეობს, კონკრეტულად კი მისი 86,5% უდინეს პროვინციაში.
ტალიამენტოს სანაპიროზე გაშენებული ყველაზე მნიშვვნელოვანი ქალაქებია ლატიზანა და სან-მიკელე-ალ-ტალიამენტო.
მდინარის სიგრძე 178 კმ-ია, საშუალო წლიური ხარჯი კი 70 მ³/წმ.