ტიერადენტრო
ტიერადენტრო* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | კოლუმბია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii |
სია | [1] |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა და კარიბები |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1995 (მე-19 სესია) |
ნომერი | 743 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 743 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტიერადენტრო (ესპ. Tierradentro) — ეროვნული არქეოლოგიური პარკი კოლუმბიაში, კაუკის დეპარტამენტის ინსის მუნიციპალიტეტში.
ეს ადგილი ერთ-ერთი კარგად შესწავლილია კოლუმბამდელი ცივილიზაციების ნაკვალევთაგან. აქ ჩატარებულია მრავალი არქეოლოგიური გათხრა, რის საფუძველზეც, კომპლექსი დაყოფილია მრავალ არქეოლოგიურ მონაკვეთად.
აქ გვხვდება სპირალური კიბეები, რომელთაც ჩავყავართ მთავარ ოთახში, ზედაპირიდან 7-8 მეტრით დაბლა. ოთახი შემოფარგლულია სხვა მცირე ოთახებით, სადაც მუმიებია აღმოჩენილი. ოთახების კედლები მოხატულია გეომეტრიული, ანთროპომორფული თუ ზოომორფული ფიგურებით წითელ, თეთრ და შავ ფერებში.
კოლუმბამდელი ცივილიზაცია, რომელმაც შექმნა ეს სამარხი, ამ ადგილებში დასახლებული იყო ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის განმავლობაში. ტიერადენტროს არქეოლოგიური კომპლექსი კი უფრო კონკრეტულად VI-IX საუკუნეებს განეკუთვნება.
პარკი ძალიან დიდ დაინტერესებას იწვევს როგორც კოლუმბიელ, ისე უცხოელ ტურისტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკისათვის. ძეგლი 1995 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Unesco's website on Tierradentro
- A professional introduction to Tierradentro Park დაარქივებული 2009-10-15 საიტზე Wayback Machine.