ტონლესაპის ტბა
ტონლესაპის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 12°53′ ჩ. გ. 104°04′ ა. გ. / 12.883° ჩ. გ. 104.067° ა. გ. | |
მდებარეობა | კამბოჯა |
ფართობი | 2 700 კმ²(ნორმალურ მდგომარეობაში) 16 000 (მუსონებზე) კმ² |
გამომდინარე მდინარე | ტონლესაპი |
ტონლესაპი, ასევე ცნობილია როგორც „კამბოჯის შიდა ზღვა“ — ტბა კამბოჯაში; ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ყველაზე დიდი წყალსატევი.
ტბის სახელწოდება სიტყვასიტყვთ ითარგმნება როგორც: „დიდი ახალი წყალი“. წელიწადის უმეტეს დროს ტბა არც თუ ისე დიდია: ფართობი დაახლოებით 2700 კმ² და სიღრმე ერთ მეტრზე ნაკლები. ტბა ტონლესაპი ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ყველაზე დიდ მდინარე მეკონგს უერთდება, შემაერთებელი მდინარე ტონლესაპის მეშვეობით. წვიმების სეზონის დროს კი საქმე საკმაოდ საინტერესო მოვლენასთან გვაქვს: ტბა ტონლესაპიდან მდინარე მეკონგისკენ მიმავალი წყალი მიმართულებას იცვლის და საპირისპიროდ, მეკონგიდან ტონლესაპის წყალსაცავში მიედინება. შედეგად, ტბის ტერიტორია 16 000 კმ²–ს აღწევს, ხოლო სიღრმე 9 მეტრამდე იზრდება და გარშემო მდებარე მინდვრებს და ტყეებს ფარავს. ბუნების ამ უცნაურობის წყალობით ტბაზე თევზაობისთვის საუკეთესო პირობები იქმნება, ხოლო წყლის უკუქცევის შემდეგ ის მინდვრები, რომელიც წვიმების სეზონის დროს დაიტბორა, საუკეთესოა სოფლის მეურნეობისთვის.
ტბაზე ადამიანები სახლობენ (უშუალოდ ტბაზე და არა ტბის მიმდებარედ). არის ბუდისტური ტაძარი, რომელიც ერთადერთი ქვის შენობაა და მაღალ სვეტებზე დგას. დანარჩენი შენობები მცურავია და წლის განმავლობაში ტბის ზედაპირზე გადაადგილდებიან. ნავების და მოცურავე სახლების გარდა ტურისტებისთვის არის რამდენიმე კაფე. აქვე არის კათოლიკური ტაძარი. ფაქტობრივად, ადგილობრივი მოსახლეობა მთელ სიცოცხლეს წყლის ზედაპირზე ატარებს.
ტონლესაპი უდიდესი მტკნარი ტბაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ამავე დროს წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ არეალს, რომელიც 1997 წელს იუნესკომ ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ტბის რუკა
-
ტბაზე გაშენებული საცხოვრებლები
-
სახლი ტბაზე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tonle Sap Biosphere Reserve : Environmental Information Database
- THE STRATEGIC SIGNIFICANCE OF THE MEKONG By: Osborne, Milton[მკვდარი ბმული]
- Washington Post
- Country Profile დაარქივებული 2005-05-21 საიტზე Wayback Machine.
- International Journal of Water Resources Development - Tonle Sap Special Issue დაარქივებული 2020-08-09 საიტზე Wayback Machine.