ტრიპოლი
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
ტრიპოლი طرابلس | |||
| |||
ქვეყანა | ლიბია | ||
კოორდინატები | 32°54′00″ ჩ. გ. 13°11′00″ ა. გ. / 32.90000° ჩ. გ. 13.18333° ა. გ. | ||
დაარსდა | ძვ. წ. VII საუკუნე | ||
ფართობი | 400 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 81 მ | ||
ოფიციალური ენა | არაბული ენა | ||
მოსახლეობა | 1 065 405 კაცი (2006) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 21 | ||
ოფიციალური საიტი | tripoli.info | ||
ტრიპოლი (არაბ. طرابلس — ტარაბულუსი, ასევე طرابلس الغرب — ტარაბულუს-ელ-ღარბი) — ლიბიის დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. ასევე ცნობილია, როგორც დასავლეთი ტრიპოლი, რათა განსხვავდეს ლიბანის ქალაქ ტრიპოლისგან.
ტრიპოლი ბერძნული სახელია და „სამ ქალაქს“ ნიშნავს.
2006 წლის აღწერის მონაცემებით, ტრიპოლის მეტროპოლიური არეალის მოსახლეობა 1 065 405 ადამიანს შეადგენს. ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს კიდეზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ტრიპოლი ლიბიის უმთავრესი ნავსადგური, კომერციული და საწარმოო ცენტრია. ქალაქში მდებარეობს ალ-ფატეჰის უნივერსიტეტი.
ტრიპოლი დაარსდა ძვ. წ. VII საუკუნეში ფინიკიელების მიერ, რომლებიც მას ოეას ეძახდნენ.[1] არსებობის ხანგრძლივი ისტორიის წყალობით, ქალაქში მრავლადაა არქეოლოგიური მნიშვნელობის ძეგლი.
კლიმატი ტიპური ხმელთაშუაზღვიურია — ცხელი, მშრალი ზაფხულითა და ცივი, მწირნალექიანი ზამთრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი დაარსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში. ბერძნებს სავარაუდოდ იზიდავდათ ბუნებრივი ნავსადგომი, დასავლეთიდან გამაგრებული პატარა, ადვილად დასაცავი ნახევარკუნძულით, რომელზეც მათ კოლონია ჩამოაყალიბეს. ქალაქი შემდეგ ხელში კირენაიკას მმართველებს (ბერძნული კოლონია ჩრდილო-აფრიკულ სანაპიროზე, ტრიპოლიდან აღმოსავლეთით, მასსა და ეგვიპტეს შორის) ჩაუვარდათ, თუმცა მოგვიანებით ეს ტერიტორია ბერძნებს კართაგენელებმა გამოსტაცეს.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნისთვის ქალაქი რომაელებს ეპყრათ, რომლებმაც ის თავიანთ აფრიკულ პროვინციაში შეიყვანეს და დაარქვეს - რეჯიო სირტიკა. დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნის დასაწყისში, ქალაქი გახდა ცნობილი, როგორც - რეჯიო ტრიპოლიტანა, რაც სამი ქალაქის რეგიონს ნიშნავდა და თანამედროვე ტრიპოლის დარად კიდევ ორ ქალაქს საბრათასა და ლეპტის მაგნასაც აერთიანებდა.
მიუხედავად იმისა რომ აქ რომაელები საუკუნეები იყვნენ დასახლებული, ერთადერთი ხილული დანატოვარი გარდა მიმოფანტული სვეტებისა და ბოძებისა, არის მარკუს ავრელიუსის თაღი, რომელიც ჩვ.წ. II საუკუნითაა დათარიღებული.
არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ V-VI საუკუნეებში ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული პოლიტიკური არეულობის ფონზე, ტრიპოლიტანას რეგიონი ეკონომიკური კრიზისის ქვეშ იმყოფებოდა. ეს ყველაფერი დასავლეთ რომის იმპერიის დაცემისა და ვანდალების შემოტევის გამო.
XVI - XIX საუკუნეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1510 წელს ქალაქი აიღო პედრო ნავარომ, გრაფმა ესპანური ოლივეტოდან. 1530 წელს, ქალაქი გადაეცათ წმინდა ჯონის რაინდებს, რომლებიც ოსმალების მიერ გამოძევებულნი იქნენ როდოსის კუნძულზე მდებარე თავიანთი ციხესიმაგრიდან. მტრულ ტერიტორიაზე ყოფნისდა გამო, რაინდებმა გააძლიერეს ქალაქის კედლები და სხვა თავდაცვითი ნაგებობები.[2]
მიზეზი თუ რატომაც დაუთმეს რაინდებს ქალაქის მმართველობა იყო ის რომ ხელახლა არ ჩავარდნოდენ ხელში ოსმალ მეკობრეებს, ისევ ისე როგორც ესპანურ ოკუპაციამდე.
რანდებმა გაჭირვებით შეინარჩუნეს ქალაქი 1551 წლამდე, შემდეგ კი იძულებულნი გახდნენ დაეთმოთ ის ოსმალებისთვის, რომლებსაც თურგუთი მართავდა. თურგუთი გახდა ტრიპოლის ფაშა. მან თავის მმართველობის პერიოდში ტრიპოლი ააშენა და აქცია ჩრდილო-აფრიკულ სანაპიროზე ერთ-ერთი შთამბეჭდავ ქალაქად.[3] თურგუთის სიკვდილის შემდეგ 1565 წელს, მისი ცხედარი წამოიღეს მალტიდან სადაც ის დაეცა ოსმალთა ალყის დროს და დაასვენეს „სიდი დარგუთ“ მეჩეთის აკლდამაში, რომელიც თვითონვე დააარსა თავისივე სასახლის ახლოს ტრიპოლიში. აღნიშნული სასახლე მას შემდეგ გაუჩინარდა (სავარაუდოდ ის მდებარეობდა ე.წ. „ოსმალური ციხისა“ და მარკუს აურელიუსის თაღის შუაში), მაგრამ მეჩეთი აკლდამასთან ერთად ისევ არსებობს.
ოსმალო თურქების დაპყრობის შემდეგ, ქალაქი კიდევ ერთხელ გახდა ბარბაროსი მეკობრეებისთვის საყრდენი წერტილი.
ეფექტურ ოსმალურ მმართველობას 1551-დან 1711 წლამდე ხშირად ხელს უშლიდნენ ადგილობრივი იანიჩარები. ისინი იძულებით ახორციელებდნენ ადგილობრივ მმართველობას და იანიჩარების კაპიტანი და მისი მეგობრები ხშირად დე ფაქტო მართავდნენ ქალაქს.
1711 წელს აჰმედ კარამანლიმ, თურქული წარმოშობის იანიჩარების ოფიცერმა, მოკლა ოსმალო ფაშა და ტრიპოლიტანას რეგიონის მმართველად საკუთარი თავი გამოაცხადა. მან დაამტკიცა გარკვეულწილად ნახევრად-დამოუკიდებლობა ოსმალების სულთნისგან და დააარსა კარამანლის დინასტია.
საქმეთა ასეთი მიმდინარეობა გაგრძელდა 1835 წლამდე, როცა ოსმალებმა შიდა არეულობით ისარგებლეს და კვლავ თავიანთი ძალაუფლება განამტკიცეს.
იტალიური ერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალია უკვე დიდი ხანია ამტკიცებდა, რომ ტრიპოლი მისი გავლენის ზონაში იყო და სწორედ მას უნდა ჰქონოდა აქ წესრიგის დამყარების უფლება.[4] იმ მიზეზით რომ ის იცავდა ტრიპოლიში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს ოსმალთა მთავრობისგან, იტალიამ 1911 წლის 29 სექტემბერს ოსმალებს ომი გამოუცხადა და ქალაქის ანექსირების ჩანაფიქრიც გააჟღერა. 1911 წლის პირველ ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ პრევესასთან მოხდა საზღვაო შეტაკება, რომლის შედეგადაც სამი ოსმალური საზღვაო ხომალდი განადგურდა.
ლუზანის შეთანხმებით ოსმალებმა სცნეს იტალიის უმაღლესი ხელისუფლება ქალაქზე. იტალიამ ომის შემდეგ ოფიციალურად ავტონომია მიანიჭა ქალაქს, თუმცა თანდათან დაიკავა მთლიანი რეგიონი. 1938 წლისთვის, ტრიპოლიში ცხოვრობდა 108 240 ადამიანი, მათ შორის კი 39 096 იტალიელი იყო.[5]
იტალიური მმართველობის პერიოდში ტრიპოლიმ განიცადა უზარმაზარი არქიტექტურული და ურბანისტული განვითარება.[6] პირველი რაც იტალიელებმა გააკეთეს ადრეულ 1920-ან წლებში იყო საკანალიზაციო სისტემა (რაც მანამდე არ იყო) და თანამედროვე საავადმყოფო.
1937-38 წლებში, პროვინციის სანაპიროზე აშენდა ლიტორანეა ბალბიას სექცია, გზა რომელიც ტრიპოლიდან და ტუნისის საზღვრიდან ეგვიპტემდე მიდიოდა.
გარდა ამისა, იტალიელებმა ტრიპოლის ეკონომიკის ხელშესაწყობად, 1927 წელს დაარსეს ტრიპოლის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ითვლება ყველაზე ადრეულად აფრიკაში.[7]
იტალიელებს ტრიპოლი 1943 წლამდე ეპყრათ, სანამ კოალიციის ძალებმა ტრიპოლიტანიას და კირენაიკას პროვინციები არ დაიკავეს. ქალაქი დაეცა ბრიტანეთის მერვე არმიასთან 1943 წლის 23 იანვარს.[8] ამის შემდეგ დამოუკიდებლობამდე (1951), ტრიპოლის ბრიტანელები განაგებდნენ.
კადაფის ერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1969 წლის პირველ სექტემბერს ქვეყნის სათავაშე პოლკოვნიკი მუამარ კადაფი მოვიდა.
1986 წლის 15 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, ოპერაცია „ელ დორადოს კანიონის“ ფარგლებში ტრიპოლისა და ბენღაზის დაბომბვის ბრძანება გასცა. საჰაერო დარტყმებს 45 ლიბიელი სამხედრო და 15 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. თავდასხმა მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ამერიკელებმა ხელში ჩაიგდეს დეპეშა აღმოსავლეთ ბერლინის ლიბიის საელჩოდან. დეპეშა კი თითქოს მიანიშნებდა, რომ დასავლეთ ბერლინის ღამის კლუბის აფეთქებაში, რომელშიც ხშირად ამერიკელი სამხედროები დადიოდნენ, სწორედ მუამარ კადაფის ხელი ერია. 15 აპრილის თავდასხმის შემდეგ სხვა გარდაცვლილებთან ერთად მუამარ კადაფის შვილობილი ჰანაც იყო.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრიპოლი მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე. ის განლაგებულია ლიბიის დასავლეთ კიდესთან, ტუნისის საზღვართან ახლოს. ათას კილომეტრზე მეტი (621 მილი) აშორებს ტრიპოლის, ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენგაზიმდე.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრიპოლის კიოპენის კლასიფიკაციით ცხელი, ნახევრად უდაბნოს კლიმატი აქვს.[9] აქ ზაფხული მშრალი და ცხელია, ხოლო ზამთარი შედარებით მსუბუქი და ნესტიანი. თითქმის სრულიად წვიმის გარეშე მიმდინარე ზაფხული ცხელია და ხშირად აჭარბებს 38°C-ს. ივლისის საშუალო ტემპერატურა 22-დან 33°C-მდე მერყეობს. დეკემბერში ტემპერატურა 0 °C-მდეც კი დაცემულა, თუმცა საშუალო მაჩვენებელი 9-დან 18°C-მდეა. საშუალო წლიური ნალექი 400 მილიმეტრზე ნაკლებს შეადგენს. უკანასკნელ წლებში დაფიქსირდა თოვაც.
ატმოსფერული ნალექი შესაძლოა იყოს ძალიან უწესრიგო და არამდგრადი. მაგალითად დიდმა წყალდიდობებმა 1945 წელს, ტრიპოლი საშინლად დატბორა, თუმცა ორი წლის შემდეგ არნახული გვალვა მოვიდა, რის შედეგადაც ათასობით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაწყდა. ნალექიანობის ნაკლებობა ქალაქში მუდმივი მდინარეების არარსებობის ბრალია და ეს ეხება არა მარტო ტრიპოლის არამედ მთლიან ქვეყანასაც.
„დიდებული ხელთქმნილი მდინარე“, წყლის მილების ქსელი, რომელსაც მიჰყავს წყალი უდაბნოდან სანაპირო ქალაქებამდე ტრიპოლისაც ამარაგებს. ამ 1982 წელს განხორციელებული პროექტის ავტორი ავტორი მუამარ კადაფი იყო და ამან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქალაქის მოსახლეთა ცხოვრება. ტრიპოლის ზოოპარკი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან სამხრეთით მდებარეობს, სავსეა ნარგავებით, ხეებითა და ღია მწვანე ადგილებით. ის იყო ქვეყნის ყველაზე დიდი ზოოპარკი, თუმცა 2009 წლის შემდეგ დახურულია.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრიპოლი ლიბიის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ცენტრია მისრათასთან ერთად. ის არის ქვეყნის ძირითადი კომერციული და საწარმოო ქალაქი. აქ არის თავმოყრილი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიათა შტაბ-ბინების უმრავლესობა.
მთავარ საწარმოო პროდუქტებს მიეკუთვნება დამუშავებული საკვები, ტექსტილი, სამშენებლო მასალები, ტანსაცმელი და თამბაქო. სანქციების მოხსნის პერიოდიდან (1999-2003 შემდგომ) ტრიპოლიში გაიზარდა უცხოური ინვესტიციები, ასევე მოიმატა ტურისტთა რაოდენობამაც. მომატებული მოძრაობა აღინიშნა როგორც ქალაქის პორტში ასევე ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტში.
ქალაქი მასპინძლობს ტრიპოლის გამოფენა-გაყიდვას, საერთაშორისო ინდუსტრიულ, აგრიკულტურულ და კომერციულ ღონისძიებას, რომელი მდებარეობს ომარ მუქტარის გამზირზე და იმართება ყოველწლიურად 2-დან 12 აპრილამდე. გამოფენა-გაყიდვა 2000-ზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციას იზიდავს მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.
ტურიზმის აღმავლობასთან და უცხოელი ვიზიტორების მატებასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნა ქალაქის სასტუმროებზე. ამის საპასუხოდ აშენდა Corinthia Hotel Tripoli 2003 წელს, რომელიც ქალაქის ცენტრალურ, საქმიან ნაწილში მდებარეობს და ყველაზე დიდი სასტუმროა ქვეყანაში.
2017 წლისთვის, ლიბიის სამოქალაქო ომის შედეგები ჯერ კიდევ სახეზეა. ინფლაცია, ბიუროკრატიული პრობლემები, კორუფცია, დაქსაქსული მთავრობა და ა.შ ლიბიის ეკონომიკას უფსკრულისკენ მიაქანებს. ადგილობრივები იძულებულნი არიან ამერიკული დოლარი შავ ბაზარზე შეიძინონ, სადაც ერთი აშშ დოლარი 10 ლიბიური დინარი ღირს. ცენტრალური ბანკები უარს აცხადებენ მოსახლეობას ოფიციალური კურსით გაუწიონ ანგარიშსწორება, რომელიც 1 აშშ დოლარის საპირწონედ 1.37 ლიბიურ დინარს შეადგენს.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრიპოლის სახელმწიიფო უნივერსიტეტი უდიდესია ქალაქში და აქაურებისთვის ის უფასო სწავლებას უზრუნველყოფს. უკანასკნელ წლებში, კერძო უნივერსიტეტებმა და კოლეჯებმაც იწყეს გამოჩენა.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიბიის დედაქალაქში ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია. სწორედ ტრიპოლიდან არიან ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი საფეხბურთო კლუბები.
ქალაქმა უმასპინძლა 2002 წლის იტალიის საფეხბურთო სუპერთასს. 2017 წელს, ლიბიაში გასამართ აფრიკის ერთა თასზე სამი მოედანი ტრიპოლიში უნდა ყოფილიყო, თუმცა ლიბიის მეორე სამოქალაქო ომის მიმდინარეობის გამო გაუქმდა.
ტრიპოლიმ უმასპინძლა 2009 წლის აფრიკის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ თამაშებს.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტი უდიდესია როგორც ტრიპოლიში, ასევე მთელს ლიბიაში. აქ ასევე არის მეორე, შედარებით მცირე ზომის მითიგას საერთაშორისო აეროპორტი.
2014 წლის ივლისში, ლიბიის საერთაშორისო აეროპორტი განადგურდა „ტრიპოლის აეროპორტის ბრძოლის“ შედეგად, როდესაც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ბრიგადებს თავს ისლამისტური დაჯგუფებები დაესხნენ.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]London, Joshua E. (2005). Victory in Tripoli – How America's War with the Barbary Pirates Established the U.S. Navy and Shaped a Nation New Jersey: John Wiley & Sons, Inc..
Nora Lafi (2002). Une ville du Maghreb entre Ancien Régime et réformes ottomanes. Genèse des institutions municipales à Tripoli de Barbarie (1795–1911). Paris: L'Harmattan. 305 p. Amamzon.fr.
Miss Tully (1816) Letters written during a ten year's residence at the Court of Tripoli, 1783–1795, with a new Introduction by Caroline Stone. (Hardinge Simpole, 2008). Hardinge Simpole - Travellers in the Wider Levant Series.
Journal of Libyan Studies 3, 1 (2002) p. 59-68: "Local Elites and Italian Town Planning Procedures in Early Colonial Tripoli (1911–1912)" by Denis Bocquet and Nora Lafi http://halshs.archives-ouvertes.fr/docs/00/12/82/40/PDF/lafi-bocquet_local_elites.pdf
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ტრიპოლი
- Tripoli, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Google Maps showing "greater" Tripoli
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hopkins, Daniel J (1997). Merriam-Webster's Geographical Dictionary (Index). Merriam-Webster. ISBN 0-8777-9546-0.
- ↑ https://www.britannica.com/place/Tripoli britannica.com, USA, accessed on 7 July 2019
- ↑ Reynolds, Clark G. (1974). Command of the Sea – The History and Strategy of Maritime Empires. Morrow. pp. 120–121 ISBN 978-0-688-00267-1
- ↑ https://books.google.ge/books?id=Vv--PfedzLAC&pg=PA165&redir_esc=y "The Taking Of Tripoli: What Italy Is Acquiring
- ↑ The Statesman's Yearbook 1948. https://en.wikipedia.org/wiki/Palgrave_Macmillan p. 1040.
- ↑ McLaren, Brian (29 January 2017). https://books.google.ge/books?id=_lrYlxdX7DIC&pg=PA17&redir_esc=y&hl=ka#v=onepage&q&f=false
- ↑ https://web.archive.org/web/20090330161805/http://www.gbf.com.ly/tif37/english/tifhistory.php gbf.com.ly. 2008. Archived from the original on 30 March 2009. Retrieved 6 March 2009.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-01. ციტირების თარიღი: 2020-08-15.
- ↑ Kottek, M.; Grieser, J.; Beck, C.; Rudolf, B.; Rubel, F. (April 2006). http://koeppen-geiger.vu-wien.ac.at/pdf/kottek_et_al_2006_A4.pdf Meteorol. Z. pp. 259–263.
|
|