შინაარსზე გადასვლა

ტუზლის კანტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანტონი
ტუზლის კანტონი
ბოსნ. Tuzlanski kanton
ხორ. Tuzlanska županija
სერბ. Тузлански кантон
დროშა გერბი

ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ადმ. ცენტრი ტუზლა
კოორდინატები 44°33′00″ ჩ. გ. 18°36′00″ ა. გ. / 44.55000° ჩ. გ. 18.60000° ა. გ. / 44.55000; 18.60000
ფართობი 2649 კმ²
მოსახლეობა 502 418 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 189,67 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+2
ოფიციალური საიტი vladatk.kim.ba
ტუზლის კანტონი — ბოსნია და ჰერცეგოვინა
ტუზლის კანტონი

ტუზლის კანტონი (ბოსნ. Tuzlanski kanton, ხორ. Tuzlanska županija, სერბ. Тузлански кантон) — ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში შემავალი ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციის 10 კანტონიდან ერთ-ერთი. კანტონი დაარსდა ხორვატებსა დ ბოსნიელებს შორის 1994 წელს დადებული ვაშინგტონის შეთანხმების შედეგად.

მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. კანტონის ადმინისტრაციული ცენტრია ტუზლა. კანტონი შედგება 12 თემისაგან. 1991 წლისათვის კანტონის მოსახლეობის 60 %-ს შეადგენდნენ ბოსნიელები, 28 %-ს- სერბები, ხოლო - 9 %-ს ხორვატები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]