ტუჩოსანნი (ლათ.Labiatae ანუ Lamiaceae) — ორლებნიან მცენარეთაოჯახი. ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახები, ნახევრად ბუჩქები, უფრო იშვიათად — ლიანები ან პატარა ხეები. ღერო მეტწილად ოთხწახნაგოვანია, ფოთლები — მარტივი და უთანაფოთლო. ყვავილები ორსქესიანი და ზიგომორფულია, შეკრებილია ყვავილედებად, იშვიათად მარტოულია; გვირგვინი შეზრდილფურცლებიანია, ორტუჩა, ზოგჯერ ზუჩები სუსტადაა გამოხატული. ნაყოფი მომწიფებისას ერთთესლიან კაკლუჭად იშლება.