უდინე
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
უდინე Udine | |||||
პიაცა-ლიბერტა | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | ფრიული-ვენეცია-ჯულია | ||||
კოორდინატები | 46°04′00″ ჩ. გ. 13°14′00″ ა. გ. / 46.06667° ჩ. გ. 13.23333° ა. გ. | ||||
ფართობი | 56 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 113 მ | ||||
მოსახლეობა | 99 439 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 1 775,7 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0432 | ||||
საფოსტო ინდექსი | 33100 | ||||
საავტომობილო კოდი | UD | ||||
ოფიციალური საიტი | comune.udine.it | ||||
უდინე (იტალ. Udine; ფრიულ. Udin; სლოვენ. Videm; გერმ. Weiden; ლათ. Utinum) — ქალაქი და კომუნა ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონის შუაგულში, ადრიატიკის ზღვასა და ალპებს შორის, იტალია-სლოვენიის საზღვრიდან 40 კმ-ში. 2009 წელს მისი მოსახლეობა 99 439 ადამიანს შეადგენდა, ურბანული არეალის მოსახლეობა კი 175 000-ს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უდინე ფრიულის ისტორიული დედაქალაქია. ეს არეალი ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდან იყო დასახლებული, მოგვიანებით კი ილირიელებით დასახლდა. უნგრული ლეგენდის თანახმად, ჰუნების დიდმა ბელადმა ატილამ აქ ბორცვი ააშენა, რადგან როცა ის აკვილეიას ალყას არტყავდა, მას ზამთრისათვის ჯარის სადგომი სჭირდებოდა. მან თავის მებრძოლებს უბრძანა მუზარადებითა და ფარებით მიწა მოეზიდათ, რადგან რელიეფი თითქმის მთლიანად გაბრტყელებული იყო. მან აქ ქალაქი დააარსა და წრიული კოშკი ააშენა.
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, არეალის მნიშვნელობა გაიზარდა, რაც განპირობებული იყო აკვილეიისა და ჩივიდალე-დელ-ფრიულის დაკნინებით. უდინე პირველად 983 წელს იხსენიება, როდესაც იმპერატორმა ოტო II-მ აკვილეიის პატრიარქებს, რომლებიც იმ დროს რეგიონის მთავარი ფეოდალებიც იყვნენ, უტინუმის ციხესიმაგრე აჩუქა. 1223 წელს დაარსდა ბაზრობა და ქალაქი საბოლოოდ გახდა რეგიონის ეკონომიკისა და ვაჭრობის მთავარი არეალი, ამავე დროს საპატრიარქო ცენტრი.
1420 წელს ქალაქი ვენეციის რესპუბლიკამ დაიპყრო. 1511 წელს მიმდინარეობდა ხანმოკლე სამოქალაქო ომი, რომელსაც შემდეგ მიწისძვრა და შავი ჭირი მოჰყვა. ვენეციელთა კონტროლის ქვეშ უდინე 1797 წლამდე დარჩა და წარმოადგენდა სახელმწიფოს მეორე უდიდეს ქალაქს. შემდეგ იყო ფრანგების მცირეხნიანი მმართველობა, რომლის შემდეგაც ის ავსტრიული მარიონეტული ლომბარდია-ვენეციის სამეფოს ნაწილი გახდა. 1866 წელს კი ახლადშექმნილ იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.
მეორე მსოფლიო ომში, კაპორეტოსთან ბრძოლაში დაცემამდე, უდინე იტალიის მთავარსარდლობის ცენტრი გახდა და ზედმეტსახელად "Capitale della Guerra"-ს (ომის დედაქალაქი) უწოდებდნენ. ბრძოლის შემდეგ, 1918 წელს ის ავსტრიელებმა დაიკავეს რაც 1918 წლამდე, ვიტორიო-ვენეტოს ბრძოლამდე გაგრძელდა. ომის შემდეგ უდინე ხანმოკლე ისტორიის მქონე ფრიულის პროვინციის დედაქალაქი გახდა, რომელიც თანამედროვე გორიციის, პერდენონესა და უდინეს პროვინციებს მოიცავდა. 1943 წლის 8 სექტემბრის შემდეგ, როცა იტალიამ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა წინაშე იარაღი დაყარა, ქალაქი გერმანული ადმინისტრაციის ხელში იყო, რაც 1945 წლის აპრილში შეწყდა.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესლინგენ-ამ-ნეკარი, გერმანია
- ვიენი, საფრანგეთი
- ნიტ-პორტ-ტოლბოტი, გაერთიენებული სამეფო
- ნორჩეპინგი, შვედეთი
- სხიდამი, შვედეთი
- ფილახი, ავსტრია
- ალბაკეტე, ესპანეთი
- უინძორი, კანადა
- რესისტენსია, არგენტინა
- დილიჯანი, სომხეთი
- მარიბორი, სლოვენია
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Udine homepage
- Udine portal დაარქივებული 2012-12-01 საიტზე Wayback Machine.
- University of Udine
- Udine in 3D დაარქივებული 2018-09-23 საიტზე Wayback Machine.
- The soccer song Fuarce Udin დაარქივებული 2008-02-03 საიტზე Wayback Machine.
- Udine International School დაარქივებული 2019-01-24 საიტზე Wayback Machine.
- [1]
- Friuli Innovazione Centre of research and technology transfer