უზბეკეთის საგარეო ურთიერთობები
უზბეკეთის საგარეო ურთიერთობები ქვეყნის მთავრობის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკურ კურსს შეესაბამება. უზბეკეთი 1991 წლის დეკემბერში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანდა და დსთ-ის სამშვიდობო მისიაშიც მონაწილეობდა ტაჯიკეთში, სადაც ტაჯიკებსა და ავღანელებს შორის კონფლიქტის გადაჭრაში შეიტანა წვლლილი. უზბეკეთი აშშ-ის მიერ მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აქტიური მხარდამჭერია. ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს, პარტნიორობა მშვიდობისთვის და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. შედის ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაშიც. არის ცენტრალური აზიის კავშირის დამფუძნებელი წევრი.
ორმხრივი ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაკისტანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაკისტანსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დაშლისა და უზბეკეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დამყარდა. ორივე სახელმწიფო ავღანეთს ესაზღვრება და რადგანაც სხვადასხვა ფრაქციას უჭერდნენ მხარს, ქვეყნებს შორის ურთიერთობა თავდაპირველად დაძაბული იყო.[1] თალიბანის დამხობის შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა. პაკისტანიც და უზბეკეთიც ვაჭრობის გაუმჯობესებას ისახავენ მიზნად. პაკისტანს ცენტრალური აზიის ბაზარზე შეღწევა სურს, ხოლო ზღვაზე გასასვლელის არმქონე უზბეკეთს ინდოეთის ოკეანის პორტებზე წვდომის მიღება სურს.[1] პაკისტანის საელჩო ტაშკენტში მდებარეობს,[2] ხოლო უზბეკეთის საელჩო ისლამაბადშია განლაგებული.
რუსეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უზბეკეთის საელჩო მოსკოვში მდებარეობს, ხოლო რუსეთის საელჩო ტაშკენტში. უზბეკეთი ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაა და რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვს. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. უზბეკეთთან კარგი ურთიერთობები მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ცენტრალური აზიის რეგიონში დიდი ძალის მქონე სახელმწიფოს სტატუსისთვის.[3] მეორე მხრივ, უზბეკეთი „მრავალვექტორულ პოლიტიკას“ მიჰყვება და კარგი ურთიერთობები აქვს არა მხოლდო რუსეთთან, არამედ ჩინეთთან, აშშ-სთან და სხვა სახელმწიფოებთან.[4][5]
სამხრეთი კორეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან სამხრეთი კორეა პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც უზბეკეთის დამოუკიდებლობა აღიარა 1991 წლის დეკემბერში. ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის იანვარში დამყარდა და მყარად იზრდება. ორ ქვეყანას შორის თანამშრომობა იზრდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში.[6] სამხრეთ კორეის საელჩო ტაშკენტში მდებარეობს, ხოლო უზბეკეთის საელჩო სეულშია განლაგებული.
ტაჯიკეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უზბეკეთის საელჩო დუშანბეში მდებარეობს, ხოლო ტაჯიკეთის საელჩო ტაშკენტშია განლაგებული. ანალიტიკოსების თქმით, უზბეკეთი და ტაჯიკეთი „გამოუცხადებელ ცივ ომში არიან ჩართული“[7] და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი ორმხრივი ურთიერთობები აქვთ.[8] ორივე სახელმწიფო ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია.
თურქეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლის 16 დეკემბერს თურქეთმა პირველმა აღიარა უზბეკეთის დამოუკიდებლობა და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ტაშკენტში საელჩო გახსნა.[9] ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 4 მარტს დამყარდა.[10] 2021 წლის 7 მარტს სამარყანდში თურქეთის გენერალური საკონსულო გაიხსნა. უზბეკეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო სტამბოლში. ორივე სახელმწიფო აზიის თანამშრომლობის დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, თურქული სახელმწიფოების საპარლამენტო ასამბლეის და თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრია. 2019 წელს ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობა 2.3 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (უზბეკეთისთვის 1.14 მილიარდი ამერიკული დოლარი ექსპორტზე, ხოლო 1.23 მილიარდი ამერიკული დოლარი იმპორტზე მოდიოდა).[11]
თურქმენეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორივე სახელმწიფო საბჭოთა კავშირში შედიოდა. თურქმენეთის საელჩო ტაშკენტში 1996 წელს გაიხსნა, ხოლო უზბეკეთის საელჩო აშხაბადშია 1995 წელს გახსნეს. 1990-იან წლებში თურქმენეთსა და უზბეკეთს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ, რაც მეტწილად ეთნიკური კონფლიქტებითა და სასაზღვრო დავებით იყო გამოწვეული. 2007 წლის ოქტომბერში პრეზიდენტი ქარიმოვი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია თურქმენეთს, ხოლო თურქმენეთის ახალი პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი უზბეკეთს 2008 წლის მარტში ეწვია,[12] რამაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარებაზე დადებითად იმოქმედა.
ყაზახეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყაზახეთიც და უზბეკეთიც საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, რომელიც 1991 წელს დაიშალა. 2017 წელს პრეზიდენტმა შავკათ მირზიიოევმა ყაზახეთთან ურთიერთობები გაუმჯობესება დაიწყო. 2018 წელი ყაზახეთში უზბეკეთის წლად გამოცხადდა. 2018 წლის 27 ნოემბერს პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა: „დღეს ჩვენი ურთიერთობა კარგ დონეზეა. ჩვენ შავკათ მირზიიოევს წელიწადში რამდენჯერმე ვხვდებით და ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ“.[13]
ყაზახეთის საელჩი ტაშკენტში მდებარეობს,[14] ხოლო გენერალური საკონსულო ― სამარყანდში.[15] უზბეკეთის საელჩო ასტანაში, ხოლო გენერალური საკონსულოები ალმათისა[16] და აქთაუში მდებარეობს. 2021 წელს ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობიდან ალიანსამდე გაიზარდა.[17]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ministry of Foreign Affairs of Uzbekistan
- Uzbekistan To Boost Cooperation With Malaysia
- EU Delegation Visits Uzbekistan
- Turkmenistan closes border with Uzbekistan
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 „BBC NEWS - Asia-Pacific - Musharraf signs Uzbek agreements“. 6 March 2005. ციტირების თარიღი: 21 February 2015.
- ↑ Embassy of Pakistan, Tashkent, Uzbekistan.
- ↑ Andrew Monaghan: Uzbekistan - Central Asian key, in: Adrian Dellecker/Thomas Gomart (ed.): Russian Energy Security and Foreign Policy, London/New York 2011, pp. 121–131 (here: p. 121).
- ↑ Dina Rome Spechler/Martin C. Spechler: The foreign policy of Uzbekistan: sources, objectives and outcomes: 1991–2009, in: Central Asian Survey, Vol. 29, No. 2 (2010), pp. 159–170.
- ↑ Aleksandr Pikalov: Uzbekistan between the great powers: a balancing act or a multi-vectorial approach?, in: Central Asian Survey, Vol. 33, No. 3 (2014), pp. 297–311.
- ↑ Rakhimov, Mirzokhid; Dong Ki, Sung (2016-10-06). „Uzbekistan and South Korea: towards a special relationship“. The Central Asia-Caucasus Institute Analyst. ციტირების თარიღი: 2020-09-28.
- ↑ Stern, David L. (September 1, 2008). „Tajikistan Hopes Water Will Power Its Ambitions“. New York Times. ციტირების თარიღი: 2008-09-01.
- ↑ Sadykov, Murat (14 March 2013). „Uzbekistan: New Ferghana Railway Plan Tweaks Tajikistan“. Eurasia.net. ციტირების თარიღი: 26 June 2015.
- ↑ Nichol,James. "Uzbekistan: Basic Facts," CRS Report for Congress, May 28, 1996.
- ↑ Relations between Turkey and Uzbekistan. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ Economic Relations between Turkey and Uzbekistan. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ Президент Туркменистана находится с визитом в Узбекистане ru. ციტირების თარიღი: 2020-12-23
- ↑ Трудная дружба народов. Ташкент нашел повод для закрытия Казахского культурного центра в Узбекистане. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-17. ციტირების თარიღი: 2022-11-09.
- ↑ Contacts of the embassies of Kazakhstan abroad | Electronic government of the Republic of Kazakhstan.
- ↑ Embassy Information & Resources.
- ↑ Embassy Information & Resources.
- ↑ „President of Uzbekistan Shavkat Mirziyoyev Visits Kazakhstan to Sign Declaration of Allied Relations“. The Astana Times.