მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ გვერდს არა აქვს
შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი
არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
უჟმურა (ლათ. Geranium robertianum) — ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 1540 სმ. ღერო სუსტია, წამოწეული და დატოტვილი, ზედა ნაწილში ჯირკვლოვანი ბეწვით შემოსილი. ფოთლის ფირფიტა ხუთკუთხოვანია, თითქმის ძირამდეა გაყოფილი მოგრძო კვერცხისებურ 5 სეგმენტად. საყვავილე ღერძები იღლიურია. გვირგვინის ფურცლები მეწამული ფერისაა, ზოგჯერ მოთეთრო ზოლებით. ყვ. ნაყ. VVIII. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტენიან, დაჩრდილულ ადგილებში, ხევებში, მდინარეთა და რუების ნაპირებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, ირანს.