უჩა ლობჟანიძე
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | უჩა ლობჟანიძე | ||
დაბადების თარიღი | 23 თებერვალი, 1987 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი საქართველოს სსრ სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარჯვენა მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003–2006 | დინამო-2 თბილისი | 38 | (0) |
2005–2006 | დინამო თბილისი | 4 | (0) |
2007 | დინამო ბათუმი | 19 | (0) |
2007–2010 | ზესტაფონი | 62 | (0) |
2010–2014 | დნიპრო | 27 | (0) |
2011–2013 | → კრივბასი | 47 | (0) |
2014–2016 | ომონია ნიქოზია | 35 | (1) |
2016–2017 | დინამო თბილისი | 23 | (0) |
2017 | ატირაუ | 23 | (0) |
2018 | სამტრედია | 3 | (0) |
2018–2019 | ლოკომოტივი | 18 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2007–2009 | საქართველო 21 წლ. | 6 | (0) |
2008–2017 | საქართველო | 51 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 სექმტემბერი, 2018 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21 სექმტემბერი, 2018 |
უჩა ლობჟანიძე (დ. 23 თებერვალი, 1987, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, თბილისის „ლოკომოტივის“ მარჯვენა მცველი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უჩა ლობჟანიძემ საკლუბო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო 2004 წელს, თუმცა ნაკლებად ეძლეოდა ძირითადში თამაშის შანსი. 2005-06 წლების სეზონში უკვე ფეხი მოიკიდა კლუბის სასტარტო შემადგენლობაში.
2006 წელს ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, სადაც შეამჩნია ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ხორვატმა პეტარ სეგრტმა და ნაკრებში გამოიძახა. 2008 წელს კი ამავე სეგრტმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის დროსაც გამოიძახა, ექტორ რაულ კუპერის გუნდში მოსვლის შემდეგ ლობჟანიძე ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი გახდა დაცვის მარჯვენა ფლანგზე. 2007 წელს ლობჟანიძემ „ზესტაფონშ“ი განაგრძო კარიერა და კვლავაც კლუბის შეუცვლელ და წამყვან ფეხბურთელად ითვლებოდა. 2010-2014 წლებში ირიცხებოდა დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ შემადგენლობაში, 2010-2013 წლებში „დნიპროდან“ იჯარის წესით განათხოვრებული იყო „კრივბასში“. იჯარიდან დაბრუნებულმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა „დნიპროს“ ძირითად გუნდში, რის გამოც გადაწყვიტა კლუბის დატოვება და ნიქოზიის „ომონიაში“ გადავიდა. 2016 წლის იანვრიდან თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა.[1][2]
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ჩემპიონი (2): 2004/05, 2015/16
- საქართველოს თასის მფლობელი: 2015/16
- საქართველოს თასის მფლობელი: 2007/08
- უკრაინის პრემიერ ლიგა, მეორე ადგილი: 2013/14
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: უჩა ლობჟანიძე
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი დინამო თბილისის ოფიციალურ საიტზე (ქართული ენა)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ალექსანდრე ამისულაშვილი და უჩა ლობჟანიძე დინამოში ითამაშებენ, თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 11 იანვარი, 2016.
- ↑ თბილისის "დინამომ" ალექსანდრე ამისულაშვილი და უჩა ლობჟანიძე დაიმატა, საინფორმაციო სააგენტო „http://www.sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 11 იანვარი, 2016.
- თბილისში დაბადებულები
- დაბადებული 1987
- დაბადებული 23 თებერვალი
- ქართველი ფეხბურთელები
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
- ეროვნული ლიგის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ბათუმის დინამოს ფეხბურთელები
- ზესტაფონის ფეხბურთელები
- უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის ფეხბურთელები
- დნიპროპეტროვსკის დნიპროს ფეხბურთელები
- კრივბასის ფეხბურთელები
- ნიქოზიის ომონიას ფეხბურთელები
- ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ატირაუს ფეხბურთელები