შინაარსზე გადასვლა

ფაჯუ

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ფაჯუ
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
კოორდინატები 37°49′58″ ჩ. გ. 126°49′01″ ა. გ. / 37.83278° ჩ. გ. 126.81694° ა. გ. / 37.83278; 126.81694
ფართობი 672.56 კმ²
მოსახლეობა 415 345 (2015)[1] ,
497 775 (2023)[2]
ოფიციალური საიტი http://www.paju.go.kr
ფაჯუ — სამხრეთი კორეა
ფაჯუ

პაჯუ (კორ. 파주시?, 坡州市?) — ქალაქი სამხრეთი კორეაში, კიონგიდოს პროვინციაში.

მდებარეობს ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ახლოს. სამხრეთით ესაზღვრება კოიანსა და კიმპჰოს, აღმოსავლეთით — იანჯუს, დასავლეთით აკრავს ყვითელი ზღვა.

თანამედროვე პაჯუს ტერიტორიაზე დასახლების არსებობის შესახებ პირველი ცნობები 475 წელს გვხვდება. იმ დროს, ეს ტერიტორია შედიოდა კოგურიოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. აქ მდებარეობდა ჰიონის სტატუსის მქონე ადმინისტრაციული ერთეული. 757 წელს, ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ (ამ დროს უკვე სილას შემადგენლობაში იყო), სულიჰოლმა შეიცვა სახელი და გახდა პონსონი. 1174 წელს, კორიოს დინასტიის არსებობისას, სახელწოდება შეიცვალა სოვონით.

1996 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. პაჯუსთან ახლოს მდებარეობს ცნობილი ადგილი პანმუნჯონი, სადაც 1953 წელს დადებულ იქნა კორეის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.[3]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]