შინაარსზე გადასვლა

ფენრირი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერნირი (ძვ.-სკანდ. Fenrir)

ფენრირი და ოდინი
მითოლოგია: სკანდინავიური მითოლოგია
სქესი: მამრი[1]
რეგიონი: სკანდინავია
მამა: ლოკე[1]
დედა: Angrboða[1]
და-ძმა: იორმუნგანდი, ჰელი, Nari, Váli და სლეიპნირი
შვილები: Sköll და Hati Hróðvitnisson
გამოსახულებები

ფენრირი (ძვ.-სკანდ. Fenrir, Fenrisúlfr, Hróðvitnir) — საზარელი მგელი სკანდინავიურ მითოლოგიაში,[2] ნახსენები პოეტურ ედაში, რომელიც დაიწერა XIII საუკუნეში ადრეული ტრადიციული წყაროებიდან, ასევე პროზაულ ედაში და ჰეიმსკრინგლაში, დაწერილი XIII საუკუნეში სნორი სტურლუსონის მიერ. პოეტურ ედასა და პროზაულ ედაში, იგი არის: მგლები სკოლლისა და ჰატი ჰროდვიტნისონის მამა, ლოკეს შვილი. წინასწარმეტყველების მიხედვით, მას უნდა მოეკლა ღმერთი ოდინი ღონისძიება რაგნაროკის მიმდინარეობისას, თუმცა იგი მოკლა ოდინის ვაჟმა ვიდარმა.

XIII საუკუნის ისლანდიურ პროზაულ ედდაში, დამატებითი ინფორმაცია ფენრირის შესახებ, მოგვითხრობს მისი სწრაფი ზრდის საშიშროებაზე, რომელიც ღმერთებმა შეაჩერეს და შედეგად ფენრირმა ღმერთ ტირს მარჯვენა ხელი მოაჭამა. ფენრირი იყო მრავალი ხელოვნების ნიმუშისა და ნახატის მთავარი თემა და ის ასევე გვხვდება ლიტერატურაშიც.

არქეოლოგიური აღმოჩენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თორვალდსის ჯვარი (Thorwald's Cross)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თორვალდსის ჯვარი, ნაწილობრივ გადარჩენილი ქვა, აღმართული ანდრეასის ეკლესიაში კაცების კუნძულზე, მასზე გამოსახულია წვეროსანი ადამიანი ხელში შუბით, მის ქვევით კი მგელი, რომელსაც კაცის ფეხი უდებს პირში, რომლის მხარზეც დიდი ჩიტი ზის. ეს გამოსახულება განხილული იქნა, როგორც ოდინი რომლის მხარზეც ყორანი ან არწივი ზის და იგი იქნა განადგურებული ფენრირის მიერ რაგნაროკზე. ქვის მეორე მხარეს კი გამოსახულია კიდევ ერთი სიუჟეტი რომელშიც იგი აღწერილია როგორც ქრისტე, რომელიც იმარჯვებს სატანაზე.

XI საუკუნის ლედბერგის ქვა შვედეთში, თორვალდსის ჯვრის მსგავსად გამოსახავს ფიგურას, რომლის ფეხიც დევს ოთხფეხა ურჩხულის პირში და ეს შესაძლოა იყოს იმის გამოსახულება, თუ როგორ ჭამს ოდინის ფეხს ფენრირი რაგნაროკის მიმდინარეობისას. მხეცისა და კაცის ქვემოთ, გამოსახულია უფეხო, მუზარადიანი კაცი, თაყვანისცემის პოზიციზში. უმცროსი ფუთჰარკის (Younger Futhark) წარწერა ქვაზე ატარებს საყოველთაო მემორიალურ ერთგულებას, მაგრამ მოსდევს კოდირებული (რუნული) თანმიმდევრობა, რომელიც ჯერჯერობით „საიდუმლოდ“ რჩება.[3]

თანამედროვე გავლენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფენრირი გამოსახულია ხელოვნების ნიმუშში სახელად: „ოდინი და ფენრისი“ („Odin and Fenris“)–ში (1909) და „ფენრისის გაკოჭვა“ („The Binding of Fenris“)–ში (1900) დახატული დოროთი ჰარდის მიერ, ემილი დოეპლერის „Fesselung des Fenriswolfe“–ში (1901) და ასევე იგი არის მეტალის სკულპტურა „ფენრირი“–ს მთავარი თემა შექმნილი ა. ვ. გუნერუდის მიერ ნორვეგიაში[4]

ფენრირი გვხვდება თანამედროვე ლიტერატურაში, კერძოდ: ადამ გოტლობის პოემა „Om Fenrisulven og Tyr“–ში (1819), კ. ჰ. სტრობლის პოემა: „Der Fenriswolf“–ში და ე. კ. რიჩისა და ე. ლარსენის „Til kamp mod dødbideriet“–ში (1974).[4]

ფენრირი ჩანს კომპიუტერულ თამაშ „smite“–შიც როგორც მოთამაშე პერსონაჟი.