ფიბა ევროპა
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის კომიტეტი შეიქმნა 1957 წლის 17 მარტს. ზონალური კომიტეტის ფუნქციებია: გაატარის რეგიონში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნები, პროპაგანდა გაუწიოს და განავითარის კალათბურთი რეგიონში, ჩაატაროს რეგიონული ჩემპიონატები და შესარჩევი თამაშები მსოფლიოს ჩემპიონატებისა და ოლიმპიური თამაშებისათვის.
კომიტეტის შტაბ-ბინა მდებარეობს მიუნხენში. კომიტეტის უმაღლესი ორგანია გენერალური ასამბლეა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ასამბლეებს შორის უმაღლესი მმართველი ორგანოა აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც ყოველწლიურად ორჯერ ატარებს თავის სხდომებს. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს (25 კაცი) ირჩევენ ორი წლის ვადით ასამბლეაზე.
გარდა აღმასრულებელი კომიტეტისა ყოველდღიურ მუშაობას ხელმძღვანელობენ საფინანსო, საშეჯიბრო, ქალთა, იუნიორთა, იურიდიული, ქვეყნების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ტექნიკური და სპეციალური მრჩევლების კომისიები.
სამუშაო ენებია: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური და რუსული.
ამჟამად კომიტეტის პრეზიდენტია გეორგიოს ვასალიკოპულოსი (საბერძნეთი).
ევროპული კომიტეტი ამჟამად აერთიანებს 51 ქვეყანას.
ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფედერაცია თავისი ეგიდით ატარებს:
- ევროპის ჩემპიონატი ვაჟთა გუნდებს შორის,
- ევროპის ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის,
- ევროპის ჩემპიონთა თასი ვაჟთა გუნდებს შორის,
- ევროპის ჩემპიონთა თასი ქალთა გუნდებს შორის,
- ევროპის თასი ვაჟთა გუნდებს შორის,
- ევროპის თასი ქალთა გუნდებს შორის,
- ევროპის ჩელენჯ-ქაფი ვაჟთა გუნდებს შორის,
- ევროპის ჩემპიონატები სხვადასხვა ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ადრე პოპულარული იყო საკლუბო ტურნირები:
ამ ორ უკანასკნელს შემდგომ რეორგანიზაცია ჩაუტარდა და გარდაიქმნა ევროთასებად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
- Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982
- МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979