შინაარსზე გადასვლა

ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფინეთის სოციალ–დემოკრატიული პარტიის დროშა

ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია (ფინ. Suomen Sosialidemokraattinen Puolue) – პოლიტიკური პარტია ფინეთში.

დაარსდა 1899 წელს ტურკუს დამფუძნებელ ყრილობაზე. 1903 წლამდე ერქვა ფინეთის შრომის პარტია (ფინ. Suomen työväenpuolue). ამავე წელს მიიღეს პარტიის პროგრამა. ფინეთის სამოქალაქო ომის დროს პარტიის მემარცხენე ფრთა აღმოჩნდა წითლების მხარეზე, ხოლო მემარჯვენე თეთრების მხარეზე. საბოლოოდ მემარცხენე ფრთა ჩამოშორდა პარტიას და ჩამოაყალიბეს ფინეთის კომუნისტური პარტია.

ამჟამად პარტიის წევრთა რიცხვი 54 000–ს აჭარბებს. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს 45 მანდატი 200 კაციან პარლამენტში.

პარტიის ცნობილი წევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]