შინაარსზე გადასვლა

ფორსაჟი (2001 წლის ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ფორსაჟი“
ინგლ. The Fast and the Furious
რეჟისორი რობ კოჰენი
პროდიუსერი ნილ მორიცი
ეფუძნება კენ ლის „Racer X"
როლებში
კომპოზიტორი BT
მწარმოებელი კომპანია Universal Pictures
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი 22 ივნისი, 2001 წელი (აშშ)
ხანგრძლივობა 106 წუთი
ქვეყანა

გერმანიის დროშა გერმანია

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ბიუჯეტი 38 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 207.3 მილიონი აშშ დოლარი

ფორსაჟი (ინგლ. The Fast and the Furious) — 2001 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია რობ კოენი, ხოლო სცენარის ავტორი გარი სკოტ ტომპსონი და დევიდ აიერი. ეს არის ფორსაჟის ფრენჩაიზის პირველი ნაწილი, სადაც მონაწილეობენ: პოლ უოლკერი, ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, ჯორდანა ბრეუსტერი, რიკ იუნი, ჩად ლინდბერგი, ჯონი სთრონგი და ტედ ლევინი. ფორსაჟი მიჰყვება ბრაიან ო’კონერსის (უოლერი) პერსონაჟს, საიდუმლო პოლიციელს, რომელსაც ევალება აღმოაჩინოს უცნობი საავტომობილო გამტაცებლების ჯგუფი, რომლის მეთაურია დომინიკ ტორეტო (დიზელი).

ფორსაჟი-ის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 1998 წელს კოენმა წაიკითხა სტატია, სახელწოდებით „Racer X“ ჟურნალ Vibe-ში. მაში აღწერილი იყო ნიუ-იორკის ქუჩაში უკანონო რბოლა.[1] შემდეგ ის დაუკავშირდა პროდიუსერ ნილ მორიცს, რომ მას წარედგინა ეს იდეა Universal Studios-თვის.[2] უოლკერი იყო პირველი მსახიობი, ვინც პროექტის კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო დიზელი სცენარის რამდენჯერმე ცვლილების შემდეგ დათანხმდა მონაწილეობაზე.[3]

მთავარი გადაღებები დაიწყო ლოს-ანჯელესში 2000 წლის ივლისში. სცენების უმეტესობა გადაღებულია ლოს ანჯელესში და სამხრეთ კალიფორნიაში, რომელიც, საბოლოო ჯამში, 2000 წლის ოქტომბერში დასრულდა.[4]

ფორსაჟი გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2001 წლის 22 ივნისს. ფილმმა კომერციული წარმატება მოიპოვა და მსოფლიოს მასშტაბით 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ფილმმა კრიტიკოსებისგან არაერთგვეროვანი შეფასება მიიღო. ისინი აქებდნენ უოლკერისა და დიზელის შესრულებებს,[5][6] ხოლო აკრიტიკებდნენ ფილმში სცენების მიმდინარეობას და დასასრულს.[7] მოგვიანებით ფილმის პრემიერა ხელახლა შედგა, 2016 წლის 22 ივნისს, ფილმის თხუთმეტი წლისთავის აღსანიშნავად. ფორსაჟი მულტიმედიური ფრენჩაიზია, რომლის მეცხრე ნაწილიც, 2021 წელს გამოვა.[8]

  • პოლ უოკერი ბრაიან ო’კონერის როლში: ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერი, რომელიც გამტაცებლების აღმოჩენას ცდილობს. მიას სიყვარული.
  • ვინ დიზელი, როგორც დომინიკ ტოორეტო: მძარცველთა ეკიპაჟის ლიდერი და პროფესიონალი ქუჩის მრბოლელი. მას აეკრძალა პროფესიონალური რბოლა მას შემდეგ, რაც თავს დაესხა მამამისის მკვლელს.
  • მიშელ როდრიგესი ლეტი ორტისის როლში: დომინიკის ეკიპაჟის წევრი და მისი მეგობარი გოგონა.
  • ჯორდანა ბრიუსტერი, როგორც მია ტორეტო: დომინიკის და და გენერალ ტორეტოს მაღაზიის მფლობელი. ბრაიანის სიყვარული.
  • რიკ იუნი ჯონი ტრანის როლში: ვიეტნამური ბანდის ლიდერი და დომინიკის მეტოქე.
  • ჩედ ლინდბერგი, როგორც ჯესი: დომინიკის ეკიპაჟის წევრი. მათემატიკის, ალგებრისა და კომპიუტერის კარგად მცოდნე.
  • ჯონი სტრონგი, როგორც ლეონი: დომინიკის ეკიპაჟის წევრი
  • მეტ შულცე ვინსეს როლში: დომინიკის ეკიპაჟის წევრი და მისი ბავშვობის მეგობარი. მას მია უყვარს.

რეჟისორმა რობ კოენმა ამ ფილმის გადაღება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც 1998 წელს წაიკითხა ჟურნალ Vibe-ის სტატია სახელწოდებით „Racer X“, ნიუ-იორკში ქუჩის რბოლაზე.[9] მან ლოს-ანჯელესში ღამით უყურა ქუჩის უკანონო რბოლას. ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო რედლაინი, მოგვიანებით შეიცვალა და ფორსაჟი გახდა.[10] როჯერ კორმანმა სახელწოდების ლიცენზია მიიღო 1955 წელს გადაღებული ფილმის ფორსაჟის სათაურის გამოყენებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ 1955 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმიც რბოლაზეა.[11]

პროდიუსერმა ნილ მორიცმა, რომელიც ადრე პოლ უოკერთან მუშაობდა ფილმში თავის ქალები (2000), მსახიობს სცენარი მისცა და მას ბრაიან ო'კონერის როლი შესთავაზა. თავდაპირველად, სტუდიამ პროდიუსერებს უთხრა, რომ ისინი ფილმის გადაღებას დაიწყებდნენ, თუკი ტიმოთი ოლიფანტს დომინიკ თორეტოს როლზე დაითანხმებდნენ. ამის ნაცვლად, მორიცმა როლზე დოზელის კანდიდატურა წამოაყენა, მიუხედავად იმისა, რომ მას მანამდე მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლები ჰქონდა შესრულებული.[2]

ფილმი გადაღებულია ლოს ანჯელესის სხვადასხვა რაიონში და სამხრეთ კალიფორნიის ნაწილებში, 2000 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე.[12]

ფილმის გადაღებამდე, ჯორდანა ბრიუსტერს და მიშელ როდრიგესს არ ჰქონდათ მართვის მოწმობა, ამიტომ მათ წარმოების დროს მართვის გაკვეთილები გაიარეს.

ფილმისთვის მუსიკა შექმნა პროდიუსერმა BT-მ, რომელიც ელექტრომუსიკას ჰიპ-ჰოპს უმატებდა. გამოვიდა ფილმის ორი საუნდტრეკი. პირველ რიგში ძირითადად ჰიპ-ჰოპ სტილისა და რეპის ტიპის მუსიკა. მეორე, სახელწოდებით „More Fast and Furious“, შეიცავს ალტერნატიულ მეტალის, პოსტ-გრანჟის და ნიუ მეტალის ელემენტებს.

ჯილდოები და ნომინაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯილდო კატეგორია Კანდიდატი შედეგი
AFI ჯილდო წლის კინემატოგრაფი ერიქსონ ქორი ნომინირებული
ALMA ჯილდო კინოფილმის საუკეთესო საუნდტრეკი ფორსაჟის სიმღერისთვის „Put It On Me“ ნომინირებული
ASCAP ჯილდო ყველაზე პოპულარული სიმღერა მხატვრულ ფილმში ქადიაქ ტაჰი სიმღერისთვის „Put It On Me“ მოგებული
შავი ბორბალი თეატრალური - საუკეთესო მსახიობი ვინ დიზელი ნომინირებული
BMI-ის მუსიკალური გაფორმების ჯილდო BT მოგებული
ოქროს ტრეილერი საუკეთესო მოქმედებითი ფილმი ფორსაჟი ნომინირებული
ჰოლივუდის მიღწევის ჯილდო მამაკაცის საუკეთესო შესრულება პოლ უოლკერი მოგებული
ოქროს ბორბლის ჯილდო (კინოს ხმის რედაქტორები) ხმის საუკეთესო მონტაჟი - ეფექტები და ფოლი მხატვრულ ფილმში ბრიუს სტამბლერი;
ჯეი ნიერენბერგი;

მაიკლ დრესელი;

სტივ მანი;
კიმ სეკრისტი;

სტივ ნელსონი;
ჰოვარდ ნეიმანი;
გლენ ჰოსკინსონი;
ტიმ ვალსტონი;
ჩარლზ დიენი;
სკოტ კურტისი;
დენ იელი

ნომინირებული
ოქროს ბორბლის ჯილდო (კინოს ხმის რედაქტორები) საუკეთესო ხმის მონტაჟი - დიალოგი მხატვრულ ფილმში ბრიუს სტამბლერი;
ჯეი ნიერენბერგი;

ბექი სულივანი;
მილდრედ იატრო;
დონალდ ლ. ვარნერ უმცროსი;

რობერტ ტროი;
პოლ კურტისი;
უილიამ დოთსონი;
ქეთი სპიკმანი;
ნიკოლოზ ვინსენტ კორდა;
ლი ლემტონი;

ნომინირებული
MTV კინო პრემია საუკეთესო ეკრანული გუნდი ვინ დიზელი
პოლ უოლკერი
მოგებული
საუკეთესო ფილმი ფორსაჟი ნომინირებული
მამაკაცის საუკეთესო შესრულება ვინ დიზელი ნომინირებული
მამაკაცის საუკეთესი შესრულება პოლ უოლკერი ნომინირებული
საუკეთესო მოქმედებების მიმდევრობა ფორსაჟი ნომინირებული
სტინკერების პრემია ყველაზე ინსტრუმენტალური მუსიკა მოგებული
კუროს პრემია საუკეთესო მართვა მეტ ჯონსტონი;
მაიკ ჯუსტუსი;
დები ევანზი;
ტიმ ტრელა;
კრისტოფერ ჯ. ტაკი;
კევინ სკოტი;
მოგებული
ავტომობილთან დაკავშირებული საუკეთესო ნამუშევარი კრისტოფერ ჯ. ტაკი
მაიკ ჯუსტუსი
მოგებული
Stunt Woman-ის საუკეთესო ტრიუკები დები ევანზი მოგებული
Stunt Man-ის საუკეთესო ტრიუკები კრისტოფერ ჯ. ტაკი
ტიმ ტრელა
მოგებული
ტრიუკების საუკეთესო კოორდინატორი და / ან მე-2 განყოფილების დირექტორი: მხატვრულ ფილმში მიკ როჯერსი მოგებული
ავტომობილთან დაკავშირებული საუკეთესო ნამუშევარი ჯიმი ნ. რობერტსი ნომინირებული
უმძიმესი ჰიტი მაიკ ჯუსტუსი ნომინირებული

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Racer X, the story that inspired Fast & The Furious. Decibel Car.
  2. 2.0 2.1 Ross, Robyn (April 12, 2017). „Vin Diesel Almost Wasn't Dom in 'The Fast & the Furious'. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: May 4, 2017.
  3. „Vin Diesel: 7 Things You Don't Know About Me“. Variety. ციტირების თარიღი: February 24, 2019.
  4. Elvis Mitchell. (2001-06-22) Getaway Drivers, Take Note: This One's Made for You. The New York Times.
  5. Pendleton, Reece. The Fast and the Furious. ციტირების თარიღი: 4 May 2017.
  6. McCarthy, Todd (June 21, 2001). „The Fast and the Furious“. Variety.
  7. CNN – Review: The Fast and the Furious Runs on Empty. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-28. ციტირების თარიღი: 2020-12-17.
  8. Whitten, Sarah (March 12, 2020). "'F9' delayed to 2021 amid coronavrius pandemic concerns". CNBC. Archived from the original on March 15, 2020. Retrieved March 13, 2020.
  9. Zakarin, Jordan (March 26, 2015). „Meet the Writer Who Made 'The Fast and the Furious' Possible“. Yahoo! Movies. ციტირების თარიღი: May 4, 2017.
  10. Interview found on the original DVD release
  11. Roger Corman: How I Made 400 Films, Mentored Coppola and Ended Up Fighting in Court for My Fortune. ციტირების თარიღი: 4 May 2017.
  12. Fast and the Furious, The : Production Notes. ციტირების თარიღი: 4 May 2017.