შინაარსზე გადასვლა

ფრედერიკ პასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრედერიკ პასი
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1822(1822-05-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი პარიზი[10]
გარდაცვალების თარიღი 12 ივნისი, 1912(1912-06-12)[1] [4] [5] [6] [7] [9] (90 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნეიი-სიურ-სენი[10]
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
განათლება კონდორსეს ლიცეუმი და ლუი დიდის ლიცეუმი
მეუღლე/ები Marie Blanche Passy
შვილ(ებ)ი Jean Passy[11] და Marie-Alix Passy
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[12] [13] და საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი

ფრედერიკ პასი (ფრანგ. Frédéric Passy; დ. 20 მაისი, 1822, პარიზი — გ. 12 ივნისი, 1912, პარიზი) — ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, მშვიდობისმყოფელი და ეკონომისტი. მშვიდობისა და თავისუფლების ლიგის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი (1868). საპარლამენტთაშორისო კავშირის შექმნის აქტიური მონაწილე (1889 წ.).

1901 წელს ანრი დიუნანთან ერთად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში. დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.

დაიბადა პარიზში, გამოჩენილ კათოლიკე და ორლეანისტთა ოჯახში. პასი გარშემორტყმული იყო სამხედრო ვეტერანებით და პოლიტიკოსებით. სამართლის შესწავლის შემდეგ, იგი მუშაობდა ბუღალტრად და მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში. მან მალევე დატოვა ეს პოზიცია და საფრანგეთში დაიწყო მოგზაურობა ეკონომიკის შესახებ ლექციების წასაკითხად. წლების განმავლობაში ძალადობრივი კონფლიქტების გამო ევროპაში, პასი შეუერთდა სამშვიდობო მოძრაობას 1850-იან წლებში, მუშაობდა რამდენიმე ცნობილ აქტივისტთან და მწერალთან ერთად, ჟურნალების, სტატიების და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიზნით. დეპუტატთა პალატაში ყოფნისას პასმა ჩამოაყალიბა საპარლამენტთაშორისო კონფერენცია ბრიტანელ დეპუტატთან უილიამ რანდალ კრიმერთან ერთად. ამის გარდა მან დააარსა რამდენიმე სამშვიდობო საზოგადოება. სამშვიდობო მოძრაობაში პასის მოღვაწეობა გაგრძელდა მის შემდგომ წლებშიც, ხოლო 1901 წელს მას წითელი ჯვრის დამაარსებელ ანრი დიუნანთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია.

პასი გარდაიცვალა 1912 წელს, დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ. სამშვიდობო მოძრაობაში მისმა მცდელობებმა განაპირობა ის, რომ იგი აღიარებული იქნა „ევროპელი სამშვიდობო აქტივისტების დეკანად“. მისმა ვაჟმა, პოლ პასმა, გამოაქვეყნა მისი ცხოვრების მოგონება, 1927 წელს. მისი ნამუშევრები 21-ე საუკუნეშიც აქტიურად ქვეყნდება და ითარგმნება.

ოჯახი და ადრეული ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრედერიკ პასი დაიბადა 1822 წელს პარიზში, არისტოკრატულ კათოლიკურ ოჯახში, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა ორლეანისტურ პოლიტიკასთან. მამამისი, ჯასტინ ფელიქს პასი, ვატერლოოს ვეტერანი იყო. ბაბუა, ლუი ფრანსუა პასი, იყო ფინანსთა გენერალური მიმღები, მნიშვნელოვანი განყოფილება ძველი რეჟიმის პერიოდში. პასის დედა, მარია ლუიზ პაულინი სალერონი, პარიზის არისტოკრატიული ოჯახიდან იყო. ფრედერიკ პასის დედა გარდაიცვალა 1827 წელს, ხოლო 1847 წელს ფელიქსი დაქორწინდა ირმა მორიეტზე, მისი ვაჟის სიდედრზე.

La Démocratie et l’instruction წინა გვერდი (დემოკრატია და განათლება), 1864 წლის ნაშრომი, რომელიც შეიკრიბა მისი ლექციებისგან.

1846 წლიდან პასი მუშაობდა ბუღალტრად Conseil de Droit–ში. 1848 წელს მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში მან საბუღალტრო კარიერა მიატოვა 1849 წელს, რათა დაეწყო ეკონომისტად მოღვაწეობა.

მან ვერ შეძლო სრულფასოვანი პოზიციის უზრუნველყოფა განათლებაში, უარი თქვა სავალდებულო ფიცის დადებაზე, ფრანგი მონარქის, ნაპოლეონ III–ისადმი, რადგან მისი წესი არალეგიტიმურად მიაჩნდა. ამასთან, ამ დროის განმავლობაში პასმა გამოაქვეყნა ეკონომიკის შესახებ მრავალი წიგნი, რომელთა უმეტესობა შედგენილია მისი ლექციებისგან პოს, მონპელიეს, ბორდოსა და ნიცას უნივერსიტეტებში.  

იდეების განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პასი სამართალში ვარჯიშობდა, მაგრამ მალე დაინტერესდა მორალური და პოლიტიკური ეკონომიკით. როდესაც იგი ომის ეფექტებზე ფიქრობდა, შთაგონებული იყო რამდენიმე ლიბერალი ეკონომისტისა და რეფორმატორის მუშაობით: ფრედერიკ ბასტია, რიჩარდ კობდენი და დენიელ ო'კონელი. პასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბასტიამ. ბასტია აღნიშნავდა, რომ მაღალი გადასახადი, რასაც ხშირად თან ახლდა მილიტარიზმი, დიდწილად უარყოფით გავლენას ახდენდა ღარიბებზე და პასიმ შემდგომში განამტკიცა ბასტიას ეს იდეები კლასობრივ კონფლიქტზე მთელი თავისი მუშაობის განმავლობაში.

სამხედრო ვეტერანთა ოჯახში აღზრდილი პასი თავის ავტობიოგრაფიაში აღწერდა, თუ როგორ „ადვილად შეიძლება მიეჩვიო მილიტარიზმს“. საფრანგეთის მიერ ალჟირის დაპყრობის საშინელმა ამბებმა აიძულა განეხილა ომის გავლენა კაცობრიობაზე.

 წლების მანძილზე ძალადობრივმა ქმედებებმა და ამით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ, იტალიაში, პოლონეთში, ავსტრიასა და პრუსიაში განაპირობა ევროპის ფედერაციის მოთხოვნა გამოჩენილი ლიბერალებისა და სოციალისტების მხრიდან : პიერ-ჟოზეფ პრუდონი, ემილ დე ჟირადინი, პასი და მიშელ შევალიერი ყველა ამ იდეის მომხრენი იყვნენ. 1859 წელს პასმა დაგმო იდეა, რომ სამხედრო მოქმედება შეიძლება იყოს პოლიტიკური საკითხების გადამწყვეტი. ამის ნაცვლად შესთავაზა „მუდმივი ყრილობა კაცობრიობის ზოგადი ინტერესების გასაკონტროლებლად“.  

1867 წლის აპრილში პარიზის გაზეთმა Le Temps-მა გამოაქვეყნა სამი წერილი, რომლებიც თავს ესხმოდნენ ფრანგების ქმედებებს ლუქსემბურგის მიმართ, რომელთა მესამედი პასმა დაწერა. წერილმა მკითხველს შესთავაზა „მშვიდობის ლიგაში“ გაწევრიანება, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით უჭერდნენ მხარს:


მშვიდობის საზოგადოების მდივანი ჰენრი რიჩარდი, იმ წელს ეწვია პარიზს და შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა 1867 წლის პარიზის ექსპოზიციის დროს საერთაშორისო მშვიდობის კონგრესი დაეშვა. იდეა უარყოფილ იქნა, მაგრამ მთავრობამ საბოლოოდ დაუშვა ლექციების ჩატარება მშვიდობის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

1867 წლის მაისში პასმა და შევალიემ მიიღეს ნებართვა მშვიდობის საერთაშორისო და მუდმივი ლიგის ორგანიზებისთვის. ამ ლიგით პასმა გამოაცხადა „ომი ომის წინააღმდეგ“, მიაჩნდა, რომ ლიბერალური ეკონომიკა მოიტანს სოციალურ ცვლილებებს სამხედრო ხარჯების აღმოფხვრის შემდეგ.

21 მაისს პასმა ლექცია წაიკითხა მედიცინის სკოლაში, პარიზში, სადაც განიხილა მისი შეხედულებები პაციფიზმის შესახებ. მან განმარტა, რომ მისი შეხედულებები არ იყო რელიგიური ან პოლიტიკური თვალსაზრისით განპირობებული, არამედ ეკონომიკური, ზნეობრივი და ფილოსოფიური. მიუხედავად იმისა, რომ მან თქვა, რომ თავდაცვითი ან დამოუკიდებლობის ომები შეიძლება იყოს „ყველაზე კეთილშობილური და დიდებული ამოცანა ცხოვრებაში“, ამავდროულად მკაცრად დაგმო დაპყრობისა და გაფართოების ომების პოლიტიკა, როგორც საზიანო ქვეყნის სიმდიდრისა და ზნეობრივი ხასიათისათვის.

მიუხედავად მრავალი ფუჭი მცდელობისა, მოეძებნა სათანადო სივრცე მისი 600 წევრისათვის, ლიგის შეხვედრა მაინც გაიმართა 1868 წლის ივნისში, რომელზეც პასი სიტყვით გამოვიდა ჯგუფის „ანტირევოლუციური“ მიზნების შესახებ.

საფრანგეთ-პრუსიის ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დიდი კონფლიქტი, რომელიც ლიგის არსებობის პერიოდში მოხდა იყო 1870 წლის საფრანგეთ-პრუსიის ომი . სედანის ბრძოლისა და ნაპოლეონ III-ის დაპყრობების შემდეგ, პასმა პრუსიელებს პატივისცემა აღუთქვა, იმ მიზეზით, რომ მათ წამოიწყეს ომი მხოლოდ თავდასაცავად და არა შეტევისთვის.იგი დაბრუნდა პარიზში და შეეცადა დაერწმუნებინა ბრიტანეთისა და ამერიკის საელჩოები კონფლიქტში ნეიტრალური ჩარევის უზრუნველსაყოფად, პასმა დატოვა პარიზი, იმედგაცრუებულმა იმით, რომ ლიგამ ვერ შეძლო ომის შეჩერება.

პასის ჯანმრთელობა ასაკის მატებასთან ერთად გაუარესდა, მაგრამ ის მაინც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სამშვიდობო საზოგადოებებს შორის. ვარაუდობდნენ, რომ ის პირველ ნობელის პრემიაზე გაიმარჯვებდა.

1901 წლის დეკემბერში პასს მიენიჭა პირველი ნობელის პრემია, რომელიც გაიყო წითელი ჯვრის დამაარსებელ ანრი დიუნანთან და თითოეულმა მიიღო 100 000 ფრანკზე მეტი. ოსლოში ცერემონიაზე დასწრებისთვის მეტისმეტად მოხუცი იყო, არც პასი და არც დიუნანი მიღებაზე სიტყვით არ გამოსულან.

1912 წლის მაისში მიმდინარეობდა მზადება პასის 90-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი ვერ დაესწრო. პასი აპირებდა სადღესასწაულო სიტყვით გამოსვლას, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა Le Paix par le Droit-ში . სიტყვით მიმართვა ეხებოდა მის სურვილს „მსოფლიოში ბოროტების შემცირებას და სიკეთის გაზრდას“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Sycomore / Assemblée nationale
  3. Léonore databaseministère de la Culture.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. 7.0 7.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  8. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. 9.0 9.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
  10. 10.0 10.1 Deutsche Nationalbibliothek Record #11605283X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. English Wikipedia community Wikipedia — 2001.
  12. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1901/
  13. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  • «Frédéric Passy», American Journal of International Law, 6 (October, 1912) 975-976.
  • Gide, Charles, «Obituary: Frédéric Passy (1822-1912)», The Economic Journal, 22 (September, 1912) 506-507.
  • Institut international de bibliographie, Répertoire bibliographique universel: Bibliographie des écrits de Frédéric Passy. Bruxelles, 1900.
  • Passy, Frédéric. The Passy M S S are in the Library of the Peace Palace at The Hague.
  • Passy, Frédéric, «The Advance of the Peace Movement throughout the World», American Monthly Review of Reviews, 17 (February, 1898) 183-188. An English translation of the original article as it appeared in the Revue des revues.
  • Passy, Frédéric, «Peace Movement in Europe», American Journal of Sociology, 2 (July, 1896) 1-12.
  • Passy, Frédéric, Pour la paix: Notes et documents. Paris, Charpentier, 1909.
  • Passy, Frédéric, Sophismes et truismes. Paris, Giard & Brière, 1910.
  • Van Schilfgaarde, Waszkléwicz, «Frédéric Passy», in Mannen en vrouwen van beteekenis in onze dagen. Haarlem, Willink, 1900.