ქალკისი
ქალაქი | |
---|---|
ქალკისი ბერძ. Χαλκίδα | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
პერიფერია | ცენტრალური საბერძნეთი |
ნომი | ევბეა |
[[დიმი]] | ქალკიდა |
კოორდინატები | 38°27′45″ ჩ. გ. 23°35′42″ ა. გ. / 38.46250° ჩ. გ. 23.59500° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 5 მეტრი |
მოსახლეობა | 64 490 (2021) |
სატელეფონო კოდი | 2221 |
საფოსტო ინდექსი | 34100 |
საავტომობილო კოდი | XA* |
ოფიციალური საიტი | https://dimoschalkideon.gr/ |
ქალკისი[1][2] (ბერძ. Χαλκίς), ქალკიდა[2] (ბერძ. Χαλκίδα) — ქალაქი საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე, ევროპოსის სრუტის სანაპიროზე. განლაგებულია ზღვის დონიდან 10 მეტრის სიმაღლეზე,[3] ათენიდან 78 კმ-ში. ამავე სახელწოდების დიმის (თემის) ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა — 59 125 ადამიანი (2011).[4] მნიშვნელოვანი პორტია. თუმცა აქ უფრო იმპორტი მიმდინარეობს, ვიდრე ექსპორტი. ყოველწლიურად შემოდის 1200–1300 ტონა ტვირთი და გადის მხოლოდ 70–80 ტონა.[5]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულად ცნობილია როგორც ქალკიდა. ამ სახელწოდებას უკავშირებენ სიტყვას χαλκός — „სპილენძი“. სხვა მოსაზრებით ქალკიდა ფინიკიელთა კოლონიიდან წარმოდგება. ეს უკანასკნელნი მეწამულის (მარჯნის) რეწვას ეწეოდნენ და სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს: χαλκε-καλχε — „მეწამული ნიჟარა“.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალკიდა ერთ-ერთი ძველი ბერძნული ქალაქი და კუნძულ ევბეის ეკონომიკურად დაწინაურებული ცენტრი იყო, რასაც ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ნოყიერი ნიადაგი; თბილის წყლები, რკინისა და სპილენძის მდიდარი საბადოები. ძვ. წ. VII საუკუნიდან ქალკიდამ დაიწყო თრაკიის, სიცილიის, სამხრეთი იტალიის კოლონიზაცია. სწორედ ქალკიდელებისაგან აითვისეს იტალიელებმა ბერძნული ანბანი. ძვ. წ. VI საუკუნის დასასრულიდან ძვ. წ. IV საუკუნის შუა წლებამდე (პელოპონესის ომის (431–404 წლები) გამოკლებით) ათენის გავლენის სფეროში იმყოფებოდა. ძვ. წ. 338 წლიდან ემორჩილებოდა მაკედონიას, ძვ. წ. 168 წლიდან — რომს. ძვ. წ. 146 წელს ანტირომაულ აჯანყებაში მონაწილეობის გამო რომაელებმა ქალაქი დაარბიეს და მისი ზღუდეები მოშალეს. მოგვიანებით აღადგინეს და იყენებდნენ როგორც სამხედრო ბაზას ჯერ რომაელები, შემდგომ ბიზანტიელები.[2]
1209 წელს ვენეციის რესპუბლიკა დაეპატრონა. 1470 წელს დაიპყრეს თურქებმა მეჰმედ II-ის ხელმძღვანელობით. 1833 წლიდან საბერძნეთის შემადგენლობაშია.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Eubœia", Encyclopædia Britannica, 8 (9th ed.), 1878, pp. 647–649 (ინგლისური)
- "Chalcis" , Encyclopædia Britannica, 5 (11th ed.), 1911, p. 804 (ინგლისური)
- GCatholic — (former and titular) Latin see (ინგლისური)
- Photos from Chalcis, Evoia (ინგლისური)
- Herodotus Project: B+W photo essay of ancient Chalcis (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 592 (ჩანართი).
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 450.
- ↑ Απογραφή πληθυσμού - κατοικιών της 18ης μαρτίου 2001 (μόνιμος πληθυσμός) (ბერძნული). — Πειραιάς: Εθνική στατιστική υπηρεσία της Ελλάδας, 2009. — Τ. I. — Σ. 342. — ISSN 1106-5761.
- ↑ Πίνακας αποτελεσμάτων Μόνιμου Πληθυσμού-Απογραφής 2011. Ελληνική Στατιστική Αρχή (2014-03-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 2017-10-22.
- ↑ General Secretariat of the National Statistical Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-15. ციტირების თარიღი: 2019-05-02.
- ↑ Придик А. М. Халкида // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.