შინაარსზე გადასვლა

ქურთის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ქურთის მუნიციპალიტეტი

ქურთის მუნიციპალიტეტი სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დროებითი
ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული
ერთეული
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ადმ. ცენტრი ქურთა
დაარსდა 06.12.2006
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4

ქურთის მუნიციპალიტეტი — დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. შეიქმნა 2006 წლის 6 დეკემბერს. ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[1]. სსიპ „ქურთის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 218065064) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 17 ნოემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2006 წლის 6 დეკემბერი[2].

ადგილობრივი თვითმმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში შედის 10 დასახლებული პუნქტი (სოფელი): აჩაბეთი (ზემო აჩაბეთი და ქვემო აჩაბეთი), გუჯაბაური, თამარაშენი, კეხვი, მონასტერი (ზემო მონასტერი და ქვემო მონასტერი), სვერი, ქემერტი, ქურთა, ძარწემი, ხეითი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]