შინაარსზე გადასვლა

ღორიხვასნაირნი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღორიხვასნაირნი

შავყელა ღორიხვა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Gaviiformes (Wetmore & Miller, 1926)

ღორიხვასნაირნი (ლათ. Gaviiformes) — ფრინველთა რიგი, მოიცავს ერთი ოჯახის (ღორიხვასებრნი) ერთ გვარს (ლათ. Gavia), რომელშიც გაერთიანებულია 5 სახეობა: წითელყელა ღორიხვა (ლათ. Gavia stellata), შავყელა ღორიხვა (ლათ. Gavia arctica), პოლარული ღორიხვა (ლათ. Gavia immer), თეთრკისერა ღორიხვა (ლათ. Gavia pacifica) და თეთრნისკარტა ღორიხვა (ლათ. Gavia adamsii).[1] ღორიხვასნაირნი ბინადრობენ ევრაზიისა და ამერიკის ტუნდრისა და ტყე-ტუნდრის ზოლში, ჩრდილოეთით აღწევენ შორეულ კუნძულებს. აზიაში ბინადრობენ ველისა და მაღალმთიან ტბებზედაც. სამხრეთ ნახევარსფეროში არ გვხვდებიან. საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება პირველი 2 სახეობა. ტანად საკმაოდ დიდი ფრინველები არიან (მასა 1-5 კგ). ღორიხვასნაირთვის დამახასიათებელია მჭიდრო, ხშირი შებუმბლვა, გრძელი, წვრილი ნისკარტი, მოკლე ბოლო, ვიწრო, მახვილი ფრთები. ქვემოდან თეთრად არიან შებუმბვლილი, ზემოდან — შავ-მურად, ზედ თეთრი კოპლებით. იკვებებიან თევზით, წყლის უხერხემლოებით. იყენებენ მათ ბუმბულს.