შინაარსზე გადასვლა

ყაპყაპისნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაპყაპისნაირნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Coraciiformes Forbes, 1884

ყაპყაპისნაირნი (ლათ. Coraciiformes) — ფრინველთა რიგი. მოიცავს 5 ოჯახში გაერთიანებულ 177 სახეობას, რომლითაგან საქართველოში ბუდობს 3 (ალკუნი, კვირიონი, ყაპყაპი), მიმოფრენისას გვხვდება 1 (მწვანე კვირიონი). რიგი აერთიანებს სხვადასხვა ზომის ფრინველებს (სხეულის სიგრძე 9-160 სმ, მასა 10 გ - 4 კგ). რიგი აერთიანებს სხვადასხვა ზომის ფრინველებს (სხეულის სიგრძე 9-160 სმ, მასა 10 გ - 4 კგ). გავრცელებული არიან ტროპიკულ (უმრავლესობა) და ზომიერ სარტყლებში (უკანასკნელნი, ალკუნის გარდა, ზამთრობენ თბილ ქვეყნებში). მონოგამური, ბარტყოვანი ფრინველები არიან. ბუდობენ წყვილებად და კოლონიებად, ბუდეს იკეთებენ კლდეთა ნაპრალებში, სოროებში, ხის ფუღუროში, შენობებზე. დებენ 1-9 კვერცხს. იკვებებიან მწერებითა და სხვა უხერხემლოებით, ფრინველ-მარტორქები — ხილით. კვირიონებს ზიანი მოაქვთ მეფუტკრეობისათვის.