შერონ სტოუნი
შერონ სტოუნი | |
---|---|
შერონ სტოუნი 2014 წელს | |
დაბადების სახელი | შერონ ფონ სტოუნი |
დაბადების თარიღი |
10 მარტი, 1958 მიდვილი, პენსილვანია, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი |
აქტიური |
მოდელი 1977-1980 |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში |
შერონ ფონ სტოუნი (ინგლ. Sharon Vonne Stone; დ. 10 მარტი, 1958, მიდვილი, პენსილვანია) — ამერიკელი კინომსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შერონ სტოუნი მსოფლიო ვარსკვლავი 1992 წელს პოლ ვერჰოვენის ეროტიკულ თრილერში „ძირითადი ინსტინქტი“ განსახიერებული მთავარი როლით გახდა. მსახიობობამდე სტოუნი მანეკენად მუშაობდა. როდესაც სტოუნი პარიზში იხილეს, ის პიერ კარდენის წამყვან მოდელად იქცა, მას ამ უკანასკნელმა „თეთრი ვარდი“ უწოდა. 80-იანი წლების დასაწყისში სტოუნის ფოტოები ისეთი ჟურნალების გარეკანს ამშვენებდა, როგორებიცაა: „ვოგი“, „ელი“ და „პლეიბოი“.
მისი კინოკარიერა დაიწყო 1980 წელს, როცა მან ვუდი ალენის ფილმში „ვარსკვლავური მტვრის მოგონებები“ ითამაშა. შემდგომში იგი ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა ისეთ ფილმებში, როგორიც იყო „პოლიციის აკადემია 4“, „ჯექსონის ქმედება“ და „სრული დაბნელება“. „ძირითადი ინსტინქტის“ შემდგომ, როდესაც მისი თავბრუდამხვევი კინოკარიერა დაიწყო და რისთვისაც პირველად იქნა წარდგენილი ოსკარზე, შერონ სტოუნს უმთავრესად ეროტიკულ თრილერებში იღებენ, ის 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძვირადღირებული მსახიობი ქალი ხდება.
სუპერვარსკვლავად ქცეული სტოუნი ისეთი გრანდების გვერდით ჩნდება, როგორებიცაა რიჩარდ გირი, სილვესთერ სტალონე, უილიამ ბოლდუინი, რობერტ დე ნირო, იზაბელ აჯანი, კეთი ბეიტსი და დასტინ ჰოფმანი. მარტინ სკორსეზეს ფილმში „კაზინო“ დიდებულად შესრულებული როლისათვის იგი „ოქროს გლობუსით დააჯილდოვეს და ოსკარზე წარადგინეს.
1997 წელს სტოუნმა მთავარი როლი შეასრულა სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში „სფერო“, რამაც კინოკრიტიკოსებსა და მაყურებელთა შორის მორიგი აღიარება მოუტანა. იმავე წელს სტოუნმა გაიცნო გაზეთ „ჩიკაგო ეგზაიმნერის“ რედაქტორი ფილ ბრონშტეინი და ცოლად გაჰყვა. მათ 2003 წელს პატარა ბიჭი იშვილეს, ერთი წლის თავზე კი განქორწინდნენ.
დემი მურისა და ჯულია რობერტსის კვალდაკვალ სტოუნი მსხვილი ჰონორარებით გამოირჩევა ჰოლივუდში, მისი ერთ-ერთი ბოლო კინონამუშევრით, რომელსაც მაყურებელი 1992 წლიდან ელოდა, ძირითადი ინსტინქტის გაგრძელებაში (2006) შესრულებული როლით მან კოლოსალური თანხა 30 მილიონი დოლარი აიღო და ყველა რეკორდი მოხსნა მსოფლიოში ქალისთვის გადახდილი უმაღლესი ჰონორარით (მთელი 10 მლნ დოლარით გაუსწრო ჯულია რობერტსსა და დემი მურს).
შერონ სტოუნი ჰოლივუდში ყველაზე ინტელექტუალურ მსახიობად მიიჩნევა, მისი ინტელექტის კოეფიციენტი 154-ს აღემატება, რითიც ალბერტ აინშტაინის იმავე მაჩვენებელს უტოლდება. რამდენიმე ჟურნალის გამოკითხვის თანხმად, შერონ სტოუნი მსოფლიოში ულამაზეს ქალად სახელდება.
1999 წლიდან შერონ სტოუნი მეტწილად ინტელექტუალური ხასიათის ფილმებში ჩნდება. „გლორიაში“ განსახიერებულმა მთავარმა როლმა მას მორიგი ოქროს გლობუსი მოუტანა. ფილმისათვის „ძლევამოსილი“ ის კიდევ ერთხელ იქნა ოქროს გლობუსზე წარდგენილი. 2000 წლის შემდეგ მან რადიკალურად შეცვალა შესრულების მანერა, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 48 წლის ასაკში (2006 წელს) კვლავინდებურად შეუძლია სექს-დივას როლის გასახიერება.
სტოუნი თავისუფალ დროს, ძირითადად, შვილის აღზრდას, საქველმოქმედო საღამოების მოწყობას და მხატვრული ლიტერატურის კითხვას უთმობს. სტოუნი ხშირი სტუმარია მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ტელეარხის თოქ-შოუებისა. 90-იანი წლებიდან შერონ სტოუნი ხშირი სტუმარია სილამაზის კონკურსებისა და ახალგაზრდა მსახიობთა მიერ მოწყობილი თეატრალური დადგმებისა. მსახიობი შიდსთან ბრძოლის ორგანიზაციას უდგას სათავეში და წელიწადში რამდენიმეჯერ აწყობს საქველმოქმედო საღამოებს აივ-ინფიცირებულთა დასახმარებლად თანხების მოზიდვის მიზნით.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1980 | ფ | ვარსკვლავური მტვრის მოგონებები | Stardust Memories | გოგონა მატარებელში |
1981 | ფ | სასიკვდილო კურთხევა | Deadly Blessing | ლანა მარკუსი |
1984 | ფ | შეუთავსებელი სხვაობანი | Irreconcilable Differences | ბლეიკ ჩენდლერი |
1985 | ფ | მეფე სოლომონის განძი | King Solomon's Mines | ჯესი ჰასტონი |
1987 | ფ | ალან ქუოთერმანი და დაკარგული ოქროს ქალაქი | Allan Quatermain and the Lost City of Gold | ჯესი ჰასტონი |
1987 | ფ | პოლიციის აკადემია 4: მოქალაქეები პატრულში | Police Academy 4: Citizens on Patrol | კლერ მეტსონი |
1987 | ფ | ცივი ფოლადი | Cold Steel | კეთი კონორსი |
1988 | ფ | კანონზევით | Above the Law | სარა ტოსკანი |
1988 | ფ | დაქოქილი ჯექსონი | Action Jackson | პატრის დელაპლანი |
1989 | ფ | ვარსკვლავებს მიღმა | Beyond the Stars | ლორი მაკალი |
1989 | ფ | სისხლი და ქვიშა | Blood and Sand | დონა სოლი |
1990 | ფ | ყველაფრის გახსენება | Total Recall | ლორი ქუაიდი |
1991 | ფ | კაცმა თქვა, ქალმა თქვა | He Said, She Said | ლინდა მეცგერი |
1991 | ფ | მაკრატელი | Scissors | ენჯი ანდერსონი |
1991 | ფ | იარაღის წელიწადი | Year of the Gun | ელისონ კინგი |
1991 | ფ | მკვლელის დღიური | Diary of a Hitman | კიკი |
1991 | ფ | სადაც ძაღლის თავია დამარხული | Where Sleeping Dogs Lie | სერენა ბლეკი |
1992 | ფ | ძირითადი ინსტინქტი | Basic Instinct | კეთრინ ტრემელი |
1993 | ფ | უკანასკნელი მოქმედების გმირი | Last Action Hero | კეთრინ ტრემელი |
1993 | ფ | ნაფოტი | Sliver | კარლი ნორისი |
1994 | ფ | გზაჯვარედინი | Intersection | სალი ისტმენი |
1994 | ფ | სპეციალისტი | The Specialist | მეი მურო |
1995 | ფ | სწრაფი და მკვდარი | The Quick and the Dead | ელენი |
1995 | ფ | კაზინო | Casino | ჯინჯერ მაკენა |
1996 | ფ | უკანასკნელი ცეკვა | Last Dance | სინდი ლიგეტი |
1996 | ფ | ეშმაკეულნი | Diabolique | ნიკოლ ჰორნერი |
1998 | ფ | სფერო | Sphere | ელიზაბეთ ჰელპერინი |
1998 | ფ | ძლევამოსილი | The Mighty | გვენ დილონი |
1999 | ფ | გლორია | Gloria | გლორია |
1999 | ფ | მუზა | The Muse | სარა ლიტლი |
1999 | ფ | სიმპათიკო | Simpatico | როზი კარტერი |
2000 | ფ | ნამსხვრევების აკრეფა | Picking Up the Pieces | კენდი კოვლი |
2000 | ფ | ლამაზმანი ჯო | Beautiful Joe | ელის მესონი |
2003 | ფ | ცივი ნაკადულების მამული | Cold Creek Manor | ლეა ტილსონი |
2004 | ფ | ქალი კატა | Catwoman | ლორელ ჰედერი |
2005 | ფ | დამსხვრეული ყვავილები | Broken Flowers | ლორა დენიელს მილერი |
2006 | ფ | ალფა ძაღლი | Alpha Dog | ოლივია მაზურსკი |
2003 | ფ | ძირითადი ინსტინქტი 2 | Basic Instinct 2 | კეთრინ ტრემელი |
2013 | ფ | ლოველასი | Lovelace | დოროთი ბორემანი |
2014 | ფ | უიღბლო ჟიგოლო | Fading Gigolo | დოქტორი პარკერი |