შინაარსზე გადასვლა

შიბა ინუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიბა ინუ
წარმოშობის ქვეყანა იაპონია
თვისებები
წონა 8-10 კგ.
სიმაღლე 35-41 სმ.
ბეწვი მრავალნაირი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

შიბა ინუ (იაპონ. 柴犬) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იაპონიაში უძველეს ხანაში.

შიბა ინუ ყველაზე მცირე ზომისაა ადგილობრივ იაპონურ ჯიშებს შორის, ის ასწლეულებია სანინის მხარეში არსებობს. გათხრებისას არქეოლოგებმა აღმოაჩინეს შიბა ინუს ძვლები, რომლებიც 2500 წლის წინანდელი აღმოჩნდა. იაპონიაში ყველაზე მეტად გავრცელებულმა ადგილობრივმა შიბა, პოპულარობა ავსტრალიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც მოიპოვა. ოდესღაც ამ ჯიშის ძაღლებს ცუდი კბილები ჰქონდათ, მაგრამ სელექციის შედეგად ეს ნაკლი აღმოიფხვრა.

შიბა იშვიათად ყეფს, უპირატესობას უცნაური ხმით წკავწკავს ანიჭებს. ძლიერ და საკმაოდ დამოუკიდებელ შიბა ინუს შეუძლია ბევრი სიხარული მიანიჭოს გამოცდილ და მომთმენ პატრონს. შიბა ინუს ბალნის შეფერილობა მრავალნაირია, აქვს პატარა, საკმუთხა თვალები, წინა თათები სწორია, კარგად განვითარებული უკანა თათები ძალიან ძლიერია. მკერდი განიერია, სქელი კუდი ზურგისკენაა დახვეული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]