შინაარსზე გადასვლა

ჩამოსვლა (ფილმი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჩამოსვლა“
ინგლ. Arrival
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
რეჟისორი დენის ვილნევი
პროდიუსერი

შონ ლევი
დან ლევინი
აარონ რაიდერი

დევიდ ლაინდი
როლებში
კომპოზიტორი ჯოჰან ჯოჰანსონი
მწარმოებელი კომპანია

FilmNation Entertainment Lava Bear Films

21 Laps Entertainment
დისტრიბუტორი

Paramount Pictures (ჩრდილოეთი ამერიკა)
Sony Pictures Releasing International

Stage 6 Films (საერთაშორისო)
გამოსვლის თარიღი

1 სექტემბერი, 2016 (ვენეცია)

11 ნოემბერი, 2016 (აშშ)
ხანგრძლივობა 116 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 47 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 203.4 მილიონი აშშ დოლარი

ჩამოსვლა (ინგლ. Arrival) — 2016 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია დენის ვილნევი, ხოლო სცენარის ავტორია ერიკ ჰეისერერი. ფილმი შექმნილია ტედ ჩიანგის 1998 წლის მოთხრობის „შენი ცხოვრების ამბავი" მიხედვით. ფილმში მონაწილეობენ ემი ადამსი, ჯერემი რენერი და ფორესტ უიტაკერი. ფილმი მოგვითხრობს შეერთებული შტატების არმიაში გაერთიანებული ენათმეცნიერის ამბავს, რომელიც ცდილობს როგორმე დაუკავშირდეს დედამიწაზე ჩამოსულ უცხოპლანეტელებს.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა 2016 წლის 1 სექტემბერს და გამოვიდა აშშ-სა და კანადაში Paramount Pictures- ის მხარდაჭერით 2016 წლის 11 ნოემბერს. ფილმის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 203 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჩამოსვლა, რომელიც 2016 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება, მრავალი კრიტიკოსის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა. ამერიკის კინემატოგრაფიულმა ინსტიტუტმა ის „წლის ფილმების" ათეულშიც შეიყვანა.[1][2]

ფილმმა 89-ე ოსკარის დაჯილდოებაზე მიიღო რვა ნომინაცია, მათ შორის საუკეთესო სურათის, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატურის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში და გაიმარჯვა საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის. მან ასევე მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაციები საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე (ადამსისთვის) და საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური გაფორმება (ჯოჰან ჯოჰანსონისთვის).[3] მას მიენიჭა რეი ბრედბერის პრემია გამოჩენილი დრამატული პრეზენტაციისთვის და ჰუგოს ჯილდო საუკეთესო დრამატული პრეზენტაციისთვის 2017 წელს.[4][5] ჯოჰანსონის მუსიკალური ნაწარმოებები ნომინირებული იყო Visual Media-ს საუნდტრეკის ჯილდოზე და გრემის მე-60 დაჯილდოებაზე.[6]

  • ემი ადამსი - ლუიზ ბანკსი
  • ჯერემი რენერი - იან დონელი
  • ფორესტ უიტეკერი - პოლკოვნიკი უებერი
  • მიჩაელ სტუტჰლბარგი - აგენტი ჰალპერნი
  • მარკ ო'ბრაიენი - კაპიტანი მარკსი
  • ცი მა - გენერალი შანგი
  • აბიგაილ პნიოვსკი - რვა წლის ჰანა
  • ჯულია სკარლეტ დანი - 12 წლის ჰანა
  • ჯეიდინ მალოუნი - 6 წლის ჰანა

ძირითადი გაგრძელდა 56 დღე, 2015 წლის 7 ივნისიდან. ფილმის გადაღებები მას შემდეგ დაიწყო, რაც რენერმა კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი-ს გადაღებები დაასრულა.[7] გადაღებები ძირითადად მიმდინარეობდა მონრეალში, კვებეკში, კანადაში და სენტ – ფაბიენი გამოიყენებოდა როგორც მონტანას სცენების გადასაღებად.[8] [9] გუნდს დიდი ხანი დასჭირდა კოსმოსური ხომალდის დაშვების ადგილის მოსაძებნად, რადგან მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ, რომ ადგილი მთა-გორიანი არ უნდა ყოფილიყო. [10] გადაღებების უმეტეს ნაწილს, რომელშიც არ მონაწილეობდა შემცირებული ელემებტები, სპეციალურ შენობებში იღებდნენ. გადაღებებისას გამოიყენეს რეალური შენობებიც, როგორიცაა ბენქსის სახლი, რომელიც მდებარეობს ჩემინ დე ლ'ლეში, მონრეალში. [11] უნივერსიტეტის სცენები, სადაც ბენქსი ასწავლის, გადაღებულია HEC Montréal- ში.[12]

კვებეკის სენტ-ფაბიენის მუნიციპალიტეტი გამოიყენებოდა მონტანას შტატის სცენების გადასაღებად.

წიგნი და სცენარიც საჭიროებდა სპეციალური დამწერლობის და ენის გამოგონებას, რომელსაც სიუჟეტში გამოიყენებდნენ. ფილმში გამოყენებული დამწერლობა მხატვარმა მარტინ ბერტრანდმა შექმნა.[13] [14] [15] დამწერლობაზე მომუშავე ყველა პირის ნამუშევრები GitHub-ში შეაჯამეს. [16] ფილმისთვის კონსულტაცია გაიარეს მაკგილის უნივერსიტეტის სამ ენათმეცნიერთან.[17] უცხო ენისთვის ხმოვანი ფაილები შეიქმნა ფონეტიკის ექსპერტის, მორგან სონდერეგერის კონსულტაციით.

ჯოჰან ჯოჰანსონმა მუსიკალური ნაწარმოების შექმნა გადაღებების დაწყებისთანავე დაიწყო. მან პირველივე კვირაში შეიმუშავა ერთ-ერთი მთავარი თემა ვოკალისა და ექსპერიმენტული საფორტეპიანო მარყუჟების გამოყენებით. [18] ორიგინალი საუნდტრეკი გამოვიდა Deutsche Grammophon- ის მიერ 2016 წლის 11 ნოემბერს.[19]

მაქს რიხტერის უკვე არსებული პიესა „დღის სინათლის ბუნებაზე" ნაჩვენებია ფილმის დაწყებისა და დასრულების სცენებში. რიხტერის მუსიკის გამოყენების გამო (ეს მუსიკა ასევე გამოყენებული იყო მარტინ სკორსეზეს ფილმში „ჩაკეტილი კუნძული") ჯოჰანსონის მუსიკალური გაფორმება აკადემიის ჯილდოსთვის შეუფერებლად მიიჩნიეს და საუკეთესო ორიგინალური მუსიკის ნომინაციაზე აღარ წარადგინეს.[20]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Film Critics' Top 10 Lists – Best Movies of 2016. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 6, 2016. ციტირების თარიღი: July 31, 2017.
  2. Hipes, Patrick. (December 8, 2016) AFI Awards: Best Of 2016 List Includes 'Silence', 'Hacksaw Ridge' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 22, 2016. ციტირების თარიღი: December 8, 2016.
  3. „Golden Globes 2017: The Complete List of Nominations“. The Hollywood Reporter. December 12, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 13, 2016. ციტირების თარიღი: December 12, 2016.
  4. „Nebula Awards 2017“. Locus. Science Fiction Awards Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 23, 2017. ციტირების თარიღი: May 24, 2017.
  5. 2017 Hugo Awards. World Science Fiction Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 11, 2017. ციტირების თარიღი: August 12, 2017.
  6. „See The Full List Of 60th GRAMMY Winners“. GRAMMY.com (ინგლისური). November 27, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 28, 2018. ციტირების თარიღი: January 30, 2018.
  7. Kit, Borys (March 6, 2015). „Jeremy Renner Joins Amy Adams in Sci-Fi 'Story of Your Life'. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 29, 2019. ციტირების თარიღი: March 8, 2015.
  8. Johnson, Brian D.. (November 8, 2016) The arrival of Denis Villeneuve. ციტირების თარიღი: September 18, 2019.
  9. Desrochers, Ariane. (March 6, 2017) Une terre du Bas-Saint-Laurent au cœur du film Arrival. ციტირების თარიღი: September 18, 2019.
  10. Close Encounter. ციტირების თარიღი: March 18, 2017.
  11. Movies Filmed at 31 Chemin de l'Île — Movie Maps. ციტირების თარიღი: 2020-03-04.
  12. „Oscars give Denis Villeneuve's crew members their time of Arrival“. Montreal Gazette. February 24, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 1, 2017. ციტირების თარიღი: April 1, 2017.
  13. Rhodes, Margaret. (December 11, 2016) How Arrival's Designers Crafted a Mesmerizing Alien Alphabet.
  14. Martinelli, Marissa. (November 22, 2016) How Realistic Is the Way Amy Adams' Character Hacks the Alien Language In Arrival? We Asked a Linguist.
  15. Science Consulting on Arrival. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-02. ციტირების თარიღი: 2019-04-02.
  16. Documents from a live coding session by Christopher Wolfram related to content from the 2016 film Arrival: WolframResearch/Arrival-Movie-Live-Coding, 2019-04-02, https://github.com/WolframResearch/Arrival-Movie-Live-Coding. წაკითხვის თარიღი: 2019-04-02
  17. The Ling Space. (November 16, 2016) The Linguistics of Arrival. ციტირების თარიღი: February 7, 2017.
  18. Weintraub, Steve. (October 26, 2016) Composer Jóhann Jóhannsson on 'Arrival'. ციტირების თარიღი: October 26, 2016.
  19. Wacey, Rob. Jóhann Jóhannsson – Arrival (Original Motion Picture Soundtrack). ციტირების თარიღი: November 2, 2017.
  20. Tapley, Kristopher (December 13, 2016). „Oscars: Academy Disqualifies 'Arrival,' 'Silence,' 'Manchester' Original Scores“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 17, 2017. ციტირების თარიღი: February 26, 2017.