ჩიკაგოს სკოლა (არქიტექტურა)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ჩიკაგოს სკოლა არქიტექტორის ისტორიაში იყო არქიტექტორთა პლეადა, რომლებიც ჩიკაგოში მოღვაწეობდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში. ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ ვინც პოპულარიზაცია გაუწია კომერციულ ნაგებობებში ლითონის კარკასის კონსტრუქციების ახალ ტექნოლოგიებს და განავითარეს სივრცული ესთეტიკა, რომელიც ევროპული მოდერნიზმის პარალელურად ვითარდებოდა, შემდეგ კი ამ უკანასკნელზეც იქონია გავლენა.
ჩიკაგოს სკოლის ზოგიერთი განმასხვავებელი ნიშანი იყო გარე ორნამენტების მინიმალური გამოყენება და რკინის კარკასის ნაგებობები მასონური სტილის ქვის წყობით, რაც ვრცელი ფანჯრების საშუალებას იძლეოდა. ხანდახან ამ სტილის ცათამბჯენებში ნეოკლასიკური არქიტექტურის ელემენტებიც ჩანს. ერთობლიობაში, ჩიკაგოს სკოლის ცათამბჯენები შეიცავს კლასიკური სვეტის სამ ნაწილს. პირველი სართული ფუნქციონირებს როგორც საფუძველი; შუა სართულები, როგორც წესი, ძალიან მცირე ორნამენტული დეტალით სვეტის მასას წარმოადგენს; ბოლო სართული კი ორნამენტულია და კარნიზით სრულდება.
ე. წ. "ჩიკაგოს ფანჯარა" ამ სკოლაში დაიბადა. ეს სამნაწილიანი ფანჯარა შედგება ფართო ფიქსირებული ცენტრალური პანელისგან, რომელსაც ორი მხრიდან მცირე ორ-ნაწილიანი ასაწევი ფანჯრები ახლავს. ფანჯრების განლაგება ფასადზე ჭადრაკულ ქსელს ქმნის.
არქიტექტორები, რომელთა სახელები ამ სკოლას უკავშირდება, იყვნენ დანკმარ ადლერი, დენიელ ბარნჰემი, უილიამ ჰალაბერდი, უილიამ ლებარონ ჯენი, მარტინ როხი, ჯონ რუტი და ლუი სალივენი. ფრენკ ლოიდ რაიტმა ადლერისა და სალივენის ფორმით დაიწყო, თუმცა შემდეგ საკუთარი ფორმა - პრერიის სტილის არქიტექტურა შექმნა. ლუდვიგ ვან დერ როე, რომელიც ბაუჰაუზს უძღვებოდა გერმანიაში ჩიკაგოში ჩამოსვლამდე, ჩიკაგოს მეორე სკოლის დამფუძნებლად ითვლება.
ჰოუმ-ინშურენს ბილდინგი, რომელიც მსოფლიოს პირველ ცათამბჯენად ითვლება, ჩიკაგოში აიგო 1885 წელს, თუმცა დაინგრა 1931 წელს უფრო მაღლივი შენობისთვის ადგილის გასაწმენდად.