ჩრდილოეთი ბორნეო
ჩრდილოეთი ბორნეო Borneo Utara ბრიტანეთის იმპერიის კოლონია | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
დევიზი Pergo et Perago | ||||
დედაქალაქი | სანდაკანი (1946 წლამდე) ჯესელტონი (1946-დან) | |||
ფულის ერთეული | ჩრდილოეთი ბორნეოს დოლარი | |||
ფართობი | 76 115 კმ² | |||
მოსახლეობა | 285 000 (1936 წ.) | |||
მმართველობის ფორმა | კოლონია | |||
ჩრდილოეთი ბორნეო (ინგლ. North Borneo) — დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი 1892-დან 1946 წლამდე. იმართებოდა ჩრდილოეთი ბორნეოს ბრიტანული კომპანიის მიერ. 1946 წლიდან იგი გახდა ბრიტანეთის სამეფო კოლონია სახელწოდებით ბრიტანეთის ჩრდილოეთი ბორნეო (ინგლ. Crown Colony of the British North Borneo). 1963 წელს მალაიზიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ ბრიტანეთის ჩრდილოეთი ბორნეოს ტერიტორიაზე შეიქმნა პროვინცია საბაჰი (მალაიზია).
კოლონიზაციის დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1865 წელს ამერიკის კონსულმა ბრუნეიში კლოდ ლი მოზესმა ბრუნეის სულთნისაგან ათ წლიანი იჯარით მიიღო ჩრდილოეთი ბორნეოს ტერიტორია (ამჟამად პროვინცია საბაჰი, მალაიზია). ამერიკის შეერთებული შტატები სამოქალაქო ომის დასრულებამდე არ იყო დაინტერესებული აზიაში კოლონიების შესყიდვით, სწორედ ამიტომ კლოდ ლი მოზესმა გაყიდა ჰონკონგის კონცესია,სადაც შემდეგ დაარსდა მცირე დასახლება ელენა - ამჟამად კიმანისი.
ფინანსური პრობლემების გამო ამერიკის სავაჭრო კომპანიამ, თავის მხრივ, 1875 წლის იანვარში თავისი უფლებები ჩრდილოეთ ბორნეოზე მიჰყიდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის კონსულს ჰონგკონგში ბარონ გუსტავ ოვერბეკს. თუმცა ბარონმა 1880 წელს მიატოვა ბორნეო. 1881 წლიდან აქ უკვე შემოდის ბრიტანული კომპანია ბრიტანეთის ჩრდილოეთი ბორნეოს დროებითი ასოციაცია. სულ მალე კომპანიას ეწოდა ჩრდილოეთი ბორნეოს ბრიტანული კომპანია.
ბრიტანეთის პროტექტორატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1888 წლიდან ბორნეო გახდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი, მაგრამ მთელი ადგილობრივი თვითმმართველობა დარჩა კომპანიის ხელში, იმპერიამ თავის თავზე აიღი მხოლოდ საგარეო ურთიერთობების კონტროლი. 1890 წელს ბრიტანეთის მთავრობამ შექმნა კოლონია ლაბუანი, რომელიც დაუქვემდებარა ჩრდილოეთი ბორნეოს მმართველობას.
იაპონური ოკუპაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1941 წლის დეკემბერში იაპონელები შეიჭრნენ კუნძულ კალიმანტანზე. ჩრდილოეთი ბორნეოს შეიარაღებული პოლიცია შედგებოდა მხოლოდ 650 ადამიანისაგან - ასეთი ძალებით შეუძლებელი იყო ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა იაპონელი ოკუპანტებისათვის.
იაპონელების საოკუპაცია რეჟიმის დამყარების შემდეგ მოხდა ევროპელთა სამხედრო ძალების ინტერნირება, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ხელისუფლების დაცემა, მთელს კოლონიაში გაბატონდა სიღარიბე, შიმშილი და დაავადებები.
1945 წლის ივნისში კუნძულ კალიმანტანზე შევიდა ავსტრიის მე-9 დივიზია და გაათავისუფლე ჩრდილოეთ ბორნეის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩრდილოეთი ბორნეო სამართავად გადაეცა ბრიტანეთის სამხედრო ადმინისტრაციას.
ბრიტანეთის სამეფო კოლონია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ ბორნეოს ქალაქები საძირკვლამდე განადგურდა ავიადარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა განადგურდა. ბრიტანეთის ჩრდილოეთი ბორნეოს კომპანიას არ ჰქონდა სახსრები არედგინა კოლონია და გადაწყვიტა, რომ გადასცეს იგი დიდი ბრიტანეთის მთავრობას. 1946 წლის 15 ივლისს ჩრდილოეთი ბორნეო ახლომდებარე კუნძულ ლაბუანის ჩათვლით გამოცხადდა ბრიტანეთის სამეფო კოლონიად. კოლონიის ძველი დედაქალაქი სანდაკანი განადგურებული იყო ომის პერიოდში, სწორედ ამიტომ ახალი დედაქალაქი გახდა ჯესელტონი (ამჟამად კოტა-კინაბალუ).
1956 წელს ჩრდილოეთმა ბორნეომ მონაწილეობა მიიღო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
1963 წლის 31 აგვისტოს ბრიტანეთის ჩრდილოეთმა ბორნეომ მიიღო თვითმმართველობა. ორი კვირის შემდეგ 16 სექტემბერს გაერთიანდა მალაიზიის ფედერაციაში, ქვეყნის შტატის სტატუსით, მართავს გუბერნატორი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Discovering North Borneo, a short travelogue (2007). Author: Attila Urmenyhazi. National Library of Australia, Record ID 4272798 - Call Number: NLp 915 953 U77.
- British North Borneo : an account of its history, resources, and native tribes (1922)