ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზა
იერსახე
ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზა — სარკინიგზო ხაზი რუსეთში. შეიქმნა 1959 წელს. ერთმანეთთან აკავშირებს კრასნოდარის, სტავროპოლის მხარეებს, დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკებს. ემსახურება ნავთობის, ქვანახშირის, ცემენტის სამრეწველო რაიონებს, აგრეთვე კურორტებს (სოჭი, კავკასიის მინერალური წყლები).
რკინიგზის სამმართველოს შენობა მდებარეობს დონის როსტოვში და რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 161.