ხელმწიფე-აჩრდილი
ხელმწიფე-აჩრდილი | |
---|---|
ხელმწიფე-აჩრდილი | |
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | Marvel Comics |
პირველი გამოჩენა | შემზარავი იქს-ადამიანები #117 (1979 წლის იანვარი) |
ავტორ(ებ)ი |
კრის კლერმონი ჯონ ბირნი |
დახასიათება | |
სახეობა | ადამიანი-მუტანტი |
მოკავშირეები |
ბნელი იქს-ადამიანები გლადიატორები ამაჰლ ფაროუკი იაკობ რეისზი ანანასი კარმა Cypher |
შესაძლებლობა |
ტელეპატია სხვების კონტროლის უნარი უკვდავება |
ხელმწიფე-აჩრდილი (ინგლ. Shadow King) — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც ცნობილია Marvel Comics-ის მიერ გამოცემული კომიქსების წიგნებიდან. იგი ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ძლევამოსილი მუტანტია. ამაჰლ ფაროუკი კაცობრიობისთვის საფრთხეს ათწლეულების მანძილზე წარმოადგენდა. იგი პირველი ბოროტი მუტანტია, ვინც ჩარლზ ქსავიეს შეხვდა, დაარწმუნა რა იგი იქს-ადამიანების არსებობის აუცილებლობაში. ხელმწიფე-აჩრდილი მუდამ ცდილობდა მსოფლიოზე გაბატონებას. მას გამუდმებით ებრძოდნენ იქს-ადამიანები, თუმცა მისი ბოლომდე დამარცხება ვერც ერთხელ ვერ შეძლეს.
გამოცემის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერსონაჟი შექმნილია მწერალი კრის კლერმონისა და ილუსტრატორი ჯონ ბირნის მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში შემზარავი იქს-ადამიანები #117 (1979 წლის იანვარი), როგორც ტელეპათი მუტანტი, სახელად ამაჰლ ფაროუკი.
ერთი წლის შემდგომ ბრუნდება კომიქსში ახალი მუტანტები #34 (1985 წლის დეკემბერი), სადაც ირკვევა, რომ იგი ფლობს კარმას სხეულს, ამავე კომიქსის მე-6 ნომრიდან მოყოლებული. მას შემდგომ კვლავ გამოჩნდა კომიქსში შემზარავი იქს-ადამიანები. პერსონაჟი თავიდანვე ხელმწიფე-აჩრდილს არ უწოდებდა საკუთარ თავს, ეს სახელი კომიქსის 266-ე ნომერში (1990 წლის აგვისტო) შეირჩია.
კომიქსებში იქსტრიმი იქს-ადამიანები და იქს-ადამიანები:ნამდვილი მეგობრები ირკვევა, რომ აჩრდილთა ხელმწიფე ასტრალური სამყაროს მკვიდრია, რომელიც კაცობრიობის გარიჟრაჟიდან მოყოლებული არსებობს. იგი არის დემონი, რომელიც სხვა ინდივიდის გონებასა და სხეულს იმორჩილებს ძლიერი ტელეპათიური უნარის მეშვეობით და იყენებს მის შესაძლებლობებს სხვების დამორჩილების მიზნით. როგორც გვერდითი ეფექტი, მუტანტის სიხარბის, ჰედონიზმისა და თვითკონტროლის უნარის არქონით, ხელმწიფე-აჩრდილის დიდი ხნის ”მასპინძლები” ხშირად არაჯანსაღად გასუქებულები რჩებიან.
გამოგონილი პერსონაჟის ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელმწიფე-აჩრდილი არსებობს ფსიქიკური ენერგიის სახით, რომელსაც გააჩნია საშინელი სიძულვილი კაცობრიობის მიმართ.
ორმოციან წლებში, მან ჰიტლერის აგენტებთან - ვოლფგანგ ვონ სტრაკერთან და გეისტთან ერთად შეიმუშავა მზაკვრული გეგმა, რის მიხედვითაც განიზრახეს ინგლისის მეფის საიდუმლოდ ჩანაცვლება ნაცისტების მზარდამჭერით.
წლების შემდგომ, ხელმწიფე-აჩრდილი, კრიმინალი ლორდ ამაჰლ ფაროუკის სხეულით კაიროში ქუჩის კრიმინალურ ბანდას ხელმძღვანელობს. ამ დაჯგუფებაში ახალგაზრდა შტორმიცაა გაწევრიანებული. ფაროუკი ფსიქიკურ ბრძოლაში იწვევს პროფესორ ჩარლზ ქსავიეს, ისინი ასტრალურ სამყაროში, ასტრალური სხეულებით იბრძვიან. შედეგად, ხელმწიფე-აჩრდილი მარცხდება და მისი ფიზიკური სხეული იღუპება, ასტრალური ფორმა კი ახალ სამყაროში გადადის. ბოროტ მუტანტთან ბრძოლის შემდგომ გადაწყვიტა ქსავიემ დაეარსებინა გუნდი იქს-ადამიანები, რომელიც კრიმინალ მუტანტებს შეებრძოლებოდა.
დამარცხებულმა ხელმწიფე-აჩრდილმა პროფესორზე შურისძიება და მისი განადგურება განიზრახა. მან დაიმორჩილა ახალგაზრდა მუტანტის, კარმას სხეული. იგი ქსავიეს ახალი მუტანტების ერთ-ერთი წევრია და გააჩნია გონებრივი უნარი, ფსიქიკური გავლენა იქონიოს სხვა ინდივიდებზე. კარმა ერთ-ერთი მისიის შესრულებისას გაუჩინარდა. თანაგუნდელებმა იფიქრეს, რომ იგი აფეთქებისას დაიღუპა, რეალურად კი ბოროტმა ხელმწიფე-აჩრდილმა კარმას უნარი მისსავე წინააღმდეგ გამოიყენა. მიუხედავად მისი ცდისა, შტორმი და სხვა ახალი იქს-ადამიანები ჩასწვდნენ კარმას ნამდვილ გონებას, შედეგად მან ხელმწიფე-აჩრდილი განდევნა სხეულიდან და ბოროტი მუტანტი კვლავ ასტრალურ სამყაროში დააბრუნა.
მრავალი წლის მანძილზე არ გამოჩენილა იგი, თუმცაღა კვლავ ცოცხალი იყო. მას არ გააჩნდა სხეული და შესაბამისად, არავითარი კავშირი ფიზიკურ სამყაროთან. ამისთვის, ხელმწიფე-აჩრდილმა დაიმორჩილა FBI-ს აგენტის, ინსპექტორ იაკობ რეისზის გონება და სხეული, შედეგად დაძლია შტორმი და გაბატონდა მუირის კუნძულზე მცხოვრები აურაცხელი მუტანტის გონებაზე. იგი კიდევ ერთხელ შეებრძოლა ჩარლს ქსავიეს, თუმცა კვლავინდებურად დამარცხდა. სამაგიეროდ, პროფესორი ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა, მისი ვაჟი - დევიდი კი კომაში ჩააგდო.
გარკვეული დროის შემდგომ, ხელმწიფე-აჩრდილი ახალი ფორმით (აფრიკული ობობა-ღმერთის - ანანასის სახით) შეეცადა იმ აფრიკულ ტომზე თავდასხმას, რომელიც შტორმს ქალღმერთივით ეთაყვანებოდა, თუმცა იგი პსილოკმა დაამარცხა. მან მთელი თავისი ტელეპათიური შესაძლებლობები გასწირა, რათა ბოროტი მუტანტი ასტრალურ სამყაროში დაეტყვევებინა.
პსილოკის სიკვდილის შემდგომ, ხელმწიფე-აჩრდილი განთავისუფლდა. იგი შეეცადა როუგის დამორჩილებას, რათა დაუფლებოდა მის შესაძლებლობებს. როუგს სხვა მუტანტების ძალების იმიტირების უნარი აქვს. თუ ხელმწიფე-აჩრდილი შეძლებდა მისი გონების მართავს, ის ასევე შეძლებდა იმ ადამიანებამდე მიღწევას, ვისი ძალაც კი ოდესმე შთაუნთქამს როუგს, განსაკუთრებით კი იქს-ადამიანებისა და პროფესორი ქსავიეს. თუმცაღა როუგი მას იმ ტელეპათიური უნარით ამარცხებს, რაც პსილოკისგან შეიძინა.
მას შემდგომ, რაც ჯეიმი ბრადოკი გააცოცხლებს პსილოკს, ხელმწიფე-აჩრდილი კვლავ თავს აღწევს ტყვეობას. ალისფერი ჯადოქრის ძალის მეშვეობით, იგი გადადის ახალ სამყაროში, სადაც იმორჩილებს პროფესორ ქსავიესა და მის გუნდს. ხელმწიფე-აჩრდილი მათ ”ბნელ იქს-ადამიანებს” უწოდებს.
ხელმწიფე-აჩრდილმა დაიმორჩილა მათი რეალობის პროფესორი ქსავიე, დაამარცხა იქს-ადამიანები და მათი გონების კონტროლი შეძლო. კომიქსის მიხედვით, დედამიწა 616-ზე, ქსავიე შეეცადა ნოქტიურნის, მარველის გოგონასა და კატა-აჩრდილის დაძლევას და მისი კონტროლის ქვეშ დამორჩილებას, თუმცა ქსავიე მარცხდება და საბოლოოდ კროსმორის ციხეში ხვდება. მას იქს-ადამიანები შავი ისრის, ალბიონისა და ლაიონჰართის დახმარებით გამოიხსიან. ამავე კომიქსში, ხელმწიფე-აჩრდილი შეეცდება ლაიონჰართზე ზემოქმედებას, თუმცა სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით იგი გაანეიტრალებს ხელმწიფე-აჩრდილის შესაძლებლობებს, სპეციალურ ყელსაკიდს ჩამოკიდებს ე.წ. ”ბნელ პროფესორ ქსავიეს”, რისი მეშვეობითან ხელმწიფე-აჩრდილს მის სხეულში გამოამწყვდევს, გულმკერდის არეში ღადავს პროფესორს და საბოლოოდ ორივე მუტანტს ერთად ანადგურებს.
მალე ირკვევა, რომ ეს სიკვდილი მხოლოდ დროებითია. ხელმწიფე-აჩრდილი კვლავ ჩნდება კომიქსში, ამჯერად უაკანდას სამეფოში, სადაც ახალი იქს-ადამიანების ერთ-ერთი წევრის, ჯენთლის მეშვეობით კლავს უაკანდელ ქურუმს, შემდგომ კი შავი პანტერას სხეულს იმორჩილებს იმ მიზნით, რომ გაანადგუროს მისი დიდი ხნის მეტოქე - შტორმი, პანტერას მეუღლე. კომქსის მიხედვით, ხელმწიფე-აჩრდილი აღწევს მიზანს და შტორმსაც იმორჩილებს, თუმცა საბოლოოდ მარცხდება, ვინაიდან შტორმმა უაკანდას პანტერის ღმერთს, ბასტს საშუალება მისცა დამამლულიყო მის გონებაში, რათა შური ეძია ხელმწიფე-აჩრდილზე იმის გამო, რომ დაიმორჩილა შავი პანტერას გონება.
აპოკალიფსის ჟამი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აპოკალიფსის ჟამის მიხედვით, ხელმწიფე-აჩრდილი აპოკალიფსის ერთ-ერთი აგენტი ხდება. მისი მეშვეობით აპოკალიფსმა ყველა ტელეპათი დაამარცხა. აპოკალიფსის მარცხის შემდგომ კი მისი ამჟამინდელი მდებარეობა და მდგომარეობა უცნობია.
სხვა მედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტელევიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხელმწიფე-აჩრდილი იქს-ადამიანები: ანიმაციური სერიების ორ ეპიზოდში ჩანს (1992-97).
- ასევე გამოჩნდა ანიმაციაში ვულვერინი და იქს-ადამიანები, სადაც მას ემა ფროსთი ებრძვის ასტრალურ სამყაროში და, როგორც ჩანს, ანადგურებს კიდეც.
ვიდეო-თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თამაშში იქს-ადამიანები, ლეგენდები ხელმწიფე-აჩრდილი ერთ-ერთია სამ ძირითად ბოროტმოქმედთაგან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხელმწიფე-აჩრდილი Marvel-ის სამყაროს ვიკიში